ნორჩეპინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორჩეპინგი მდებარეობა შვედეთი

Red pog.png
ნორჩეპინგი
ნორჩეპინგი შვედეთის რუკაზე


ძველი წყლის სადგური

ნორჩეპინგი (შვედ Norrköping) — შვედეთის ქალაქი, მსხვილი სამრეწველო ცენტრი. ქალაქმოსახლეობის ზრდა XIX საუკუნეში ინდუსტრიალიზაციის პერიოდს უკავშირდება, ამის გამო ნორჩეპინგმა მეტსახელად "შვედური მანჩესტერი" მიიღო.

ქალაქი მდინარე მოტალას შესართავთან არის გაშენებული. ამ ადგილას მდინარე ბალტიის ზღვას უერთდება.

მოსახლეობა - 83 561 მცხოვრები, გარეუბნებიანად - 126 338 ადამიანი (2006 წლის აღწერით). შედის შვედეთის დიდი ქალაქების ათეულში.

შრომის მუზეუმი

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქის ადგილას მოსახლეობა შუა საუკუნეებში გაჩნდა. დაარსების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ XII საუკუნეში აქ უკვე ნორვეგიის დამცველის - წმინდა ოლაფის სახელობის ეკლესია იხსენიება. ქალაქის მოსახლეობა მდინარე მოტალაზე ზღურბლებს იყენებდა წისქვილებისთვის ენერგიის მისაღებად, მოტალაში კი ორაგულს იჭერდა. სახელწოდება პირველად 1283 წელს იხსენიება, როდესაც სოფია დანიელმა - ვალდემარ I-ის მეუღლემ შენინგის მონასტერს აქ ორაგულის დაჭერის უფლება მიუბოძა. ნორჩეპინგმა ქალაქად წოდების უფლება XIV საუკუნის დამდეგს მიიღო, თუმცა, სტატუსის მამტკიცებველი ყველაზე ადრეული დასაბუთება 1384 წლით თარიღდება.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები[რედაქტირება]