ოლბორგი
|
ქალაქი
|
ოლბორგი (დან. Aalborg) — სამრეწველო და საუნივერსიტეტი ქალაქი დანიაში, ჩრდილოეთ იუტლანდიაში. მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 104 885 ადამიანია და ამ მხრივ ოლბორგი დანიის მეოთხე უდიდესი ქალაქია. ოლბორგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 201 142 კაცს აღწევს (2012),[1] რის შედეგადაც ის ქვეყნის მესამე ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია კოპენჰაგენისა და ორჰუსის შემდეგ. უძველესი დასახლებები ახ. წ. 700 წლით თარიღდება. ლიმ-ფიორდის ნაპირებზე მდებარეობის გამო, შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო, მოგვიანებით კი სამრეწველო ცენტრი. ამჟამად ოლბორგი გარდამავალია მუშათა კლასის ქალაქიდან ცოდნის ეკონომიკის ქალაქში.
ოლბორგის ისტორია 1000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად ის სავაჭრო დასახლებას წარმოადგენდა.
1940 წელს, დანიაში ნაციხტური გერმანიის შეჭრის დროს, ოლბორგი აეროდრომი გერმანელმა პარაშუტისტებმა აიღეს და მიიჩნევა, რომ ოლბორგი პირველი ქალაქია, რომელიც ოდესმე პარაშუტისტებს აუღიათ. ეს აეროდრომი უმნიშვნელოვანესი იყო გერმანიის ავიაციისათვის ნორვეგიამდე მისაღწევად.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Satellite image from Google Maps
- About Aalborg from Nordjyske Medier (A local Media Group)
- Aalborg Kommune (Aalborg Municipality's official website)
- VisitAalborg (Aalborg Tourist Office)
- Aalborg University in English
- Aalborg University in Danish
- Aalborg Cricket Club
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Hypergenic WebNize Virtual Signpost - Hele Kommunen - 1 års aldersklasser. Aalborgkommune.dk. წაკითხვის თარიღი: 2012-06-11.
