ფინელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფინელები - ერი, ფინეთის ძირითადი მოსახლენი (4,65 მლნ). თვითწოდება "სუომალაისეტ" (ფინ.suomalaiset) . ფინეთის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ ასევე აშშ-ში—300 000, შვედეთში —300 000, კანადაში—50 000-ზე მეტი, რუსეთში —34,1 ათასი, ნორვეგიაში—20 ათასი, ესტონეთში—16,6 ათასი, უკრაინასა და ყაზახეთში—ათას-ათასამდე. ლაპარაკობენ ფინურ ენაზე. დამწერლობა ლათინური ანბანით. მორწმუნეთა უმეტესობა ლუთერანებია, არის მართლმადიდებელთა დიდი რაოდენობაც.

ფინელი ხალხის წარმომავლობა ძველი ბალტიურ-ფინური ტომების ჩვ.წლთ.აღ-მდე მეორე ათასწლეულში თანამედროვე ფინეთის ტერიტორიაზე შეჭრასა და მკვიდრი საამების ჩრდილოეთით განდევნას და ნაწილობრივ ასიმილაციას უკავშირდება. უკვე მე-7 საუკუნეში ფინელები ფინეთ-კარელიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებდნენ. ფინელი ერი ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ტომის—სუომისა და ჰიამეს შერწყმით, რასაც მოგვიანებით, კარელებიც დაემატა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]