აინაჟი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აინაჟი
Ainaži
ზღვაოსნობის მუზეუმი
ზღვაოსნობის მუზეუმი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
სტატუსი სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი ვიძემე
მხარე სალაცგრივი
კოორდინატები 57°51′49″ ჩ. გ. 24°21′31″ ა. გ. / 57.86361° ჩ. გ. 24.35861° ა. გ. / 57.86361; 24.35861
პირველი ხსენება 1564
ადრეული სახელები ჰაინაში (1917 წლამდე)
ქალაქი 1926  წლიდან
ფართობი 5,02 კმ²
მოსახლეობა 994[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 198 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 640
საფოსტო ინდექსი LV-4035

აინაჟი მდებარეობა ლატვია

Red pog.svg

აინაჟი (ლატვ. Ainaži, ესტ. Heinaste) — ქალაქი ლატვიაში. სალაცგრივის მხარეში. მდებარეობს რიგის ყურის სანაპიროზე რიგიდან ჩრდილოეთით 105 კმ-ში, ესტონეთის საზღვარზე. მოსახლეობა 994 ადამიანი (2011). 2009 წლის 1 ივლისამდე შედიოდა ლიმბაჟის რაიონის შემადგენლობაში.

აინაჟი ვიძემეს ისტორიული რეგიონის წყნარი ქალქია და წარმოადგენს ლატვიის ზღვაოსნობის აკვანს. სახელწოდება მომდინარეობს ლივური სიტყვიდან „Ainag“ და ნიშნავს განმარტოებულს. ესტონური სახელწოდებაა ჰეინასტე. მდებარეობს უაღრესად მომგებიან გზაჯვარედინ „ვია ბალტიკა“-ზე. იგი ყველაზე პატარა ქალაქია ვიძემეს რეგიონში.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

  • აინაჟის ზღვაოსნობის მუზეუმი — ასახავს ლატვიის ზღვაოსნობის სკოლის ისტორიას.
  • მეხანძრეების მუზეუმი — აინაჟის მეხანძრეების ნებაყოფლობითი გაერთიანების მუზეუმი.
  • „თეთრი მზის“ ქვის მემორიალი — შეიქმნა 1998 წელს და სიმბოლურად წარმოადგენს ლატვიელი მეზღვაურების საზღვაო გზის რუკას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]