ნიდერლანდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიდერლანდი
Nederland
{{{link alias-s}}}
დევიზი: "Ik zal handhaven" (ნიდერ.)
"Je maintiendrai"(ფრან.) [1]
"შევინარჩუნებ სიმტკიცეს" (თარგმანი)
ჰიმნი: Het Wilhelmus

დედაქალაქი ამსტერდამი1
52°21′ ჩ. გ. 04°52′ ა. გ. / 52.350° ჩ. გ. 4.867° ა. გ. / 52.350; 4.867
უდიდესი ქალაქი ამსტერდამი
ოფიციალური ენა ნიდერლანდული
რეგიონალური ენები: ფრისიული (ფრისლანდიაში); პალიამენტო (ბონეირში); ინგლისური (სინტ-ეტატიუსსა და საბაზე)
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ვილემ-ალექსანდერი
 -  პრ.-მინისტრი მარკ რიუტე
 -  ვიცე პრემიერ-მინისტრი მაქსიმე ვერაგენი
ფართობი
 -  სულ 41,543 კმ2 (135-ე)
 -  წყალი (%) 18.41
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 16,730,007 (61-ე)
 -  სიმჭიდროვე 404.6 ად კაცი/კმ2 (მე-15)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ 704.034 მილიარდი[2] (მე-16)
 -  ერთ მოსახლეზე $42,183[2] (მე-10)
აგი (2011) 0.910[3] (ძალიან მაღალი) (მე-3)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი NLD
Internet TLD .nl
სატელეფონო კოდი 31

1მთავრობის რეზიდენცია ჰააგაშია.

ნიდერლანდი (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს[4] ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქის ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში.[5] ნიდერლანდს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისთვის მისი თორმეტი პროვინციიდან მხოლოდ ორს ეწოდება ჰოლანდია (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).

ნიდერლანდის ტეროტორიის 20% და მისი მოსახლეობის 21% ზღვის დონეზე ქვევითაა,[6] ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთი მეტრს აღწევს.[7] ამ მახასიათებლიდან მომდინარეობს ქვეყნის დასახელება როგორც მშობლიურ: Nederland, ასევე სხვა ევროპულ ენებშიც (გერმანულად: Niederlande, პორტუგალიურად: Países Baixos, ხორვატიულად: Nizozemska, ესპანურად: Países Bajos, ფრანგულად: Les Pays-Bas, შვედურად: Nederländerna, ნორვეგიულად: Nederland, იტალიურად: Paesi Bassi, ბერძნულად: Κάτω Χώρες, ფინურად: Alankomaat), რაც ითარგმნება როგორც დაბალი ქვეყანა. ზღვის დონეზე დაბლა არსებული ტერიტორიების უმეტესობა საუკუნეების მანძილზე ხელითაა შექმნილი. ნიდერლანდის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ევროპის სამი მნიშვნელოვანი მდინარის ესტუარსრაინი-მაასი-შელდის დელტას.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
  • ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული „სავარგულები“, მომდინარეობს Betuwe-საგან.
  • ქვეყნის კოდი - NL.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ნიდერლანდის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.

  • ფართობი - 41.500 კვ.კმ.
  • ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]


ეკონომიკა[რედაქტირება]

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 25.830 $.
  • ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
  • უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
  • ბიუჯეტი - 134,000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.

ისტორია[რედაქტირება]

ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამიანის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდის ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდი შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდი გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდის ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდის რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო "ოქროს ხანა" ნიდერლანდის ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდის ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

1957 წელს ნიდერლანი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ცნობილი ნიდერლანდელები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Wat is het Koninklijk wapen of Rijkswapen? (Google translate). Official Dutch government website. წაკითხვის თარიღი: 8 August 2011.
  2. 2.0 2.1 Netherlands. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 20 April 2012.
  3. Human Development Report 2011. United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 2 November 2011.
  4. North Sea. Ministry of Defence. წაკითხვის თარიღი: 6 March 2012.
  5. Dutch Ministry of Foreign affairs. About the Nederlands. წაკითხვის თარიღი: 3 March 2011.
  6. Milieurekeningen 2008. Centraal Bureau voor de Statistiek. წაკითხვის თარიღი: 4 February 2010.
  7. Netherlands Guide – Interesting facts about the Netherlands. Eupedia (19 April 1994). წაკითხვის თარიღი: 29 April 2010.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: