იოჰან კრუიფი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან კრუიფი
იოჰან კრუიფი
პირადი მონაცემები
დაბ. თარიღი 1947 წ; 25 აპრილი
დაბ. ადგილი ამსტერდამი , ნიდერლანდი
სიმაღლე 180 სმ
პოზიცია
ფეხბურთელის კარიერა
კლუბები 1964-73 აიაქსი

1973-78 ბარსელონა

1979-80 ლოს ანჯელესი

1980-81 ვაშინგტონი

1981 ლევანტე

1981-83 აიაქსი

1983-84 ფეინოორდი

ეროვნული ნაკრები 1966-78 ნიდერლანდი 48(33)
მწვრთნელის კარიერა
1989-88 აიაქსი

1988-96 ბარსელონა

ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი (დ. 1947, 25 აპრილი, ამსტერდამი) ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კრუიფის ცხოვრება თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ამსტერდამის აიაქსს. მას მამა გარდაეცვალა ადრეულ ასაკში, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად სტადიონზე. შესაბამისად პატარა იოჰანი სისტემატიურად ესწრებოდა გუნდის ვარჯიშებს და თავიდანვე მიზნად დაისახა ამ დიდ კლუბში მოხვედრა. როდესაც კრუიფი გახდა 12 წლის, დედამისის თხოვნით გუნდის მწვრთნელებმა იოჰანი აიყვანეს აიაქსის სკოლაში. ოთხი წლის შემდეგ, 1963 წელს მას გაუფორმეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი და იოჰანი ჩაირიცხა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ძირითად გუნდში. სულ მალე გამოაშკარავდა, რომ იოჰანი არა მხოლოდ მშვენივრად ჯდებოდა რინუს მიხელსის ტაქტიკურ კონცეფციებში, არამედ მშვენივრად შეეძლო თამაშის გაძღოლა და პატარა ასაკში უკვე აეღო ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე. მსუბუქი და გრაციოზული კრუიფი სისტემაიურად მანევრირებდა მოედანზე. მისი სისტემატიური, მოულოდნელი გადაადგილებები მინდორზე უმაღლეს სისწრაფეებზე უდიდეს თავსატეხს უჩენდა მოწინააღმდეგეს. სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან მეტსახელი „მფრინავი ჰოლანდიელი“. იგი ბრწყინვალე იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშში. იოჰანს ჰქონდა ფილიგრანულ ტექნიკა, იდეალურ პასის კულტურა და უზუსტესი დარტყმები. თვითონ კრუიფი თავის ამგვარ თამაშს შედეგნაირად ხსნიდა: „თანამედროვე ფეხბურთი, თავისი არსით არის განუწყვეტელი მოძრრაობა. მას შემდეგ, რაც ბურთს გამოეთხოვები, სწრაფად უნდა დასვა მოწინააღდეგის წინაშე გადაუჭრელი ამოცანები, შენი განუწყვეტელი მოძრაობით მინდორზე. უნდა მიიპყრო მეკარის და მცველების ყურადღება შენივე მანევრირებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსსა და დაბნეულობას. ერთი სიტყვით, აგრძნობინე რომ შენ მართავ თამაშს და აიძულე აღიარონ შენი ავტორიტეტი.“ კრუიფს ჰქონდა ბრწყინვალე სიჩქარე - 30 მეტრს ადგილიდან გარბოდა 3,8 წამში. მას შეეძლო ესეთი სიჩქარე ჩაერთო ნებისმიერ მომენტში, მაგრამ აგრეთვე ძალუძდა მომენტალური გაჩერება. მაქსიმალურ აჩქარებაზე იოჰანი იცვლიდა სირბილის მიმართულებას. მისი უბურთო თამაშიც აღფრთოვანებაში მოყავდა მაყურებელს. მიუხედავად კრუიფის არც თუ დიდი წონისა, იგი მყარად იდგა ფეხზე და მისთვის ბურთის ართმევა იყო ზერთული ამოცანა, იოჰანი კორპუსით ბურთს ფარავდა იდეალურად და სწრაფი მიმართულების შეცვლით თავბრუს ახვევდა მცველებს. პასის მიღების დროს კრუიფს შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება: ბურთის დამუშავება,

სწრაფი დრიბლინგის წამოწყება, ფეხის ერთი შეხებით მიღებული ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და შეტევის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარება. განუწყვეტელი მუშაობით საკუთარ თავზე, იოჰანი ნელ - ნელა ყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ - ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. იმ დროისთვის ამსტერდამის აიაქსი რინუს მიხელსის ხელმძღვანელობითა და იოჰან კრუიფის მეთაურობით ნელ - ნელა დაეუფლა მოწინავე პოზიციებს შიდა პირველობაზე და 70 - იანი წლების დასაწყისში უკვე დადგა დრო ევროპის დაპყრობისა. აიაქსმა თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო 1971 წელს დაამარცხა რა ფინალში ბერძნული პანათინაიკოსი. მსოფლიომ აღიარა ეს გუნდი, მისი უცვლელი ლიდერი იოჰან კრუიფი და პირველმა ჰოლანდიელმა მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი წოდება. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ტოტალური ფეხბურთის ტრიუმფალური სვლის. შემდეგ წელს აიაქსმა კვლავ მოიგო ჩემპიონთა თასი. ამჯერად მისი მსხვერპლი აღმოჩნდა იტალიის ინტერი. ჰოლანდიელებმა მოიგეს 2:0. ორივე გოლი იოჰანმა გაიტანა. 1973 წელს აიაქსმა უკვე შტეფან კოვაჩის ხელმძღვანელობით მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. მათ ამჯერადაც იტალიური გუნდი დაამარცხეს (ტურინის იუვენტუსი). 1973 და 1974 წლებში კრუიფმა კვლავ მოიპოვა ოქროს ბურთი და შეიქმნა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ შეძლო France Football – ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრება. ყველანი კარგად ათვიცნობიერებდნენ, რომ ევროპის მასშტაბით ღარიბი ამსტერდამის აიაქსი ვერ შეძლებდა ამხელა კალიბრის ვარსკვლავის დიდი ხნით გაჩერებას გუნდში და ასეც მოხდა: 1973 წელს იოჰან კრუიფი გადავიდა კატალონიურ ბარსელონაში, რომელსაც სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე ულხინდა იმ პერიოდში, თუმცა 1973 – 1974 წლების სეზონში „მფრინავი ჰოლანდიელის“ ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბარსელონა გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო კრუიფი ბოლოჯერ დაეუფლა ოქროს ბურთს. საერთაშორისო ასპარეზზე იოჰანის დებიუტი შედგა ცხრამეტი წლის ასაკში და ის პირველივე მატჩში გამოირჩა გატანილი გოლით. ჰოლანდიის ნაკრებში, ისევე როგორც აიაქსში და ბარსელონაში იოჰანი ყოველთვის იყო ნომერ პირველი ფიგურა. საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების პარალელურად მომწიფდა დრო, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთს გაებრწყინა მსოფლიო პირველობაზე. 1974 წელს რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთი მთელი თავისი ბწრყინვალებით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. მიზანი იყო ერთადერთი - მსოფლიო ჩემპიონობა. ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩამოიტოვა ურუგვაის (2:0), ბულგარეთის (4:1) და შვედეთი ნაკრებები (0:0) და გავიდა შედმგომ ეტაპზე, რომელიც ასევე შედგებოდა ჯგუფებისგან. ჰოლანდიის ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, არგენტინა და გდრ. ჰოლანდიურმა გუნდმა გადაურბინა სამხრეთ ამერიკულ გრანდებს: არგენტინა (4:0), ბრაზილია (2:0) და გდრ (2:0). იოჰან კრუიფმა ითამაშა ბრწყინვალედ. მას გაჰქონდა გოლები, არიგებდა საგოლე გადაცემებს და უკვე ითვლებოდა ჩემპიონატის უპირობო საუკეთესო ფეხბურთელად. და დადგა ფინალური ორთაბრძოლის დროც, სადაც ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები უდავო ფავორტად მიიჩნებდა ჰოლანდიის ნაკრებს.... ჰოლანდიის ნაკრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუჩნდა უამრავი ქომაგი, იოჰან კრუიფი უკვე აღიქმებოდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო რინუს მიხელსის სახელის და გვარის წინ ყველა ამატებდა ერთ სიტყვას „დიდი“. თუმცა უკვე მერამდენედ საფეხბურთო პროგნოზები დადგა თავდაყირა! თამაშის პირველივე წუთებზე იოჰან კრუიფმა განახორციელა ბრწყინვალე დრიბლინგი და იონესმა იგი დასცა საჯარიმოში. იოჰან ნეესკენსმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი....... პირველი ტაიმის ბოლოს ჰოლანდია აგებდა 1:2 - ს. ფორტუნამ ჰოლანდიას ზურგი აქცია. მიუხედავად უამრავი მცდელობისა მეორე ტაიმში თამაშში ანგარიში არ შეცვლილა და ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გუნდი, ყველაზე დიდი ფეხბურთელი და ყველაზე დიდი მწვრთნელი დარჩნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე. ჰოლანდიის ნაკრები 4 წლის შემდეგაც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა უკვე იოჰან კრუიფისა და რინუს მიხელსის გარეშე. „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა 1977 წელს. მიუხედავად დიდი თხოვნებისა, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 31 წლის ასაკში იოჰანი წავიდა ბარსელონადანაც და გადაბარგდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თამაშობდა ლოს ანჟელეს აცტეკში და ვაშინგტონ დიპლომატსში. თუმცა აშშ - ში ევროპული ფეხბურთის აყვავების მცდელობა კრახით დასრულდა და 1981 წელს „მფრინავი ჰოლანდიელი“ დაბრუნდა ესპანეთში, სადაც გამოდიოდა ლევანტეს შემადგენლობაში. კარიერის ბოლო წლები კრუიფმა გაატარა ჰოლანდიაში. 1981 – 1983 წლებში ის თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 1983 – 1984 წლების სეზონი ყველასათვის მოულოდნელად ითამაშა როტერდამის ფეინოორდში. კრუიფის ეს ნაბიჯი აღიქმებოდა ერთგვარად, როგორც სკანდალური, თუმცა იოჰანის ავტორიტეტმა დარჩრდილა ყველა უარყოფითი ემოცია, რაც ამ ნაბიჯმა გამოიწვია. 1986 წლიდან იოჰან კრუიფის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ერა - კრუიფი მწვრთნელი. 1986 – 1988 წლებში მას ჩააბარეს მშობლიური აიაქსი, რომელშიც ფეხს იდგამდნენ მომავალი მეგა ვარსკვლავები მარკო ვან ბასტენის მეთაურობით. გუნდში მისვლიდან ერთი წლის თავზე კრუიფმა მოიგო თასების მფლობელთა თასი და 1988 წელს დაუბრუნდა კატალონიურ ბარსელონას, სადაც ის უკვე იყო ლეგენდარული ფეხბურთელი და მომავალში უნდა გამხდარიყო ლეგენდარული მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელის რანგში მისვლისას, ასევე ახლაც ბარსას არ ულხინდა. გუნდი ყურყუტებდა ცხრილის შუაში და ძალზედ არასტაბილურად თამაშობდა. თუმცა სულ მცირე პერიოდში კრუიფმა მოახერხა და პერმანენტულად შექმნა მსოფლიო გრანდი. მისვლიდან ერთი წლის თავზე გუნდმა მოიგო თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ამ პერიოდში იოჰანმა ოთხჯერ გახადა გუნდი ესპანეთი ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასი. 1996 წელს იოჰან კრუიფი წავიდა ფეხბურთიდან. მიუხედავად უამრავი წინადადებისა დღემდე ის უარით ისტუმრებს ყველას და არჩევანს აკეთებს მშვიდ ცხოვრებაზე. თუმცა იოჰანი ყოველთვის აღფრთოვანებით ეხმაურება ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის აიაქსის, ბარსელონას ყველა წარმატებას და მძიმედ განიცდის მისი საყვარელი გუნდების წარუმატებლობას. მისი გავლენა მსოფლიო ფეხბურთზე ჯერაც ძალიან დიდია.......

[რედაქტირება] ტიტულები

ჰოლანდიის ჩემპიონი 1965/1966, 1966/1967, 1967/1968, 1969/1970 1971/1972, 1972/1973, 1981/1982, 1982/1983(„აიაქსი“).

ჰოლანდიის ჩემპიონი 1983/1984(„ფეინოორდი“).

ჰოლანდიის თასის მფლობელი 1966/1967, 1969/1970, 1970/1971, 1971/1972, 1982/1983(„აიაქსი“)., 1983/1984(„ფეინოორდი“).

ჩემპიონთა თასის მფოლბელი 1970/1971, 1971/1972, 1972/1973(„აიაქსი“).

ევროპის სუპერთასის მფლობელი 1972(„აიაქსი“). საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი 1972(„აიაქსი“). ესპანეთი ჩემპიონი 1973/1974 („ბარსელონა“).

ესპანეთის თასის მფლობელი 1977/1978 („ბარსელონა“).

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი.

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.

[რედაქტირება] პირადი ჯილდოები

ევროპის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი.

მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი პელეს შემდეგ.

ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი (1971, 1973, 1974).

ჰოლანდიის ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1966/1967, 1967/1968, 1968/1969, 1970/1971, 1983/1984).

ჰოლანდიის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდიდი (1971/1972 – 25 გოლი, 1966/1967 - 33 გოლი).

ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი.

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

ნარინჯისფერი ორდენის მფოლები.

[რედაქტირება] ტიტულები მწვრთნელის რანგში

ჰოლანდიის თასის ორგზის მფლობელი 1985/1986, 1986/1987(„აიაქსი“).

ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი 1990/1991, 1991/1992, 1992/1993, 1993/1994(„ბარსელონა“).

ესპანეთის თასის მფლობელი 1989/1990(„ბარსელონა“).

თასების მფლობელთა თასის ორგზის მფლობელი 1986/1987(„აიაქსი“), 1988/1989(„ბარსელონა“).

ჩემპიონთა თასის მფლობელი 1991/1992(„ბარსელონა“).

ევროპის სუპერთასის მფლობელი 1992(„ბარსელონა“).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე