ჩრდილოეთი ბრაბანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთი ბრაბანტი
Noord-Brabant
დროშა
North Brabant-Flag.svg
გერბი
Noord-Brabant wapen.svg
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი ჰერტოგენბოსი
მოსახლეობა (2006)
2,415,946 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 490 კაცი/კმ²
რელიგია პროტესტანტები 6%
კათოლიკები 57%
მუსლიმები 4,5%
ფართობი 4,919 კმ² (2 ადგილი)
ჩრდილოეთი ბრაბანტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 NL-NB
[www.brabant.nl ოფიციალური საიტი]
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Noord-Brabant

ჩრდილოეთი ბრაბანტი (ნიდერლ. Noord-Brabant) — პროვინცია სამხრეთ ნიდერლანდებში. სამხრეთით ესაზრვრება ბელგიის ლიმბურგის პროვინცია, აღმოსავლეთით ნიდერლანდის ლიმბურგის პროვინცია, დასავლეთით ზელანდიის პროვინცია, ჩრდილოეთით მდინარე მაასის ხეობა. დედაქალაქი ჰერტოგენბოსი, უდიდესი ქალაქია ეინდჰოვენი. ტერიტორია უმეტესად დაბლობია, თუმცა ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ჩრდილოეთი ბრაბანტის მოსახლეობა უდრიდა 2,415,946 ადამიანს.

ადრეულ დროში პროვინციის ტერიტორიაზე მდინარე მაასის გასწვრივ იყო რომაული ბანაკები. XVII საუკუნემდე დღევანდელ ფარგლებში ბრაბანტის საჰერცოგოს ნაწილს წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი მონაკვეთი ამჟამად ბელგიის ტერიტორიაზეა. XIV-XV საუკუნეებში რეგიონის ცხოვრება ოქროს ხანის პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებით შეეხო ლევენს, ანტვერპენს, ბრედასა და ჰერტოგენბოსს. 1579 წელს უტრეხტის უნიაში გაწევრიანების შემდეგ, ბრაბანტი გახდა ბრძოლის ველი ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც სამხრეთი ნიდერლანდი ეკავა. ჩრდილოეთ ბრაბანტში პროტესტანტიზმის გავრცელება მთლიანობაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც რეგიონი რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხედრო ბუფერული ზონა. 1815 წელს ბელგია და ნიდერლანდი გაერთიანდნენ ნიდერლანდის გაერთიანებულ სამეფოში და სამხრეთ ბრაბანტთან განსხვავებისთვის პროვინციას ჩრდილოეთი ბრაბანტი ეწოდა.

ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას. მოჰყავთ ხორბალი, შაქრის ჭარხალი; განვითარებულია მეძროხეობა და მეღორეობა. მრეწველობის მთავარი დარგია ავტომობილების, ტექსტილისა და ფეხსაცმლის წარმოება, ელექტონიკა. ეინდჰოვენი სარკინიგზო კვანძი და ნავსადგურია. ამუშვებენ ხე-ტყეს. XX საუკუნიდან ფართოდ მოიკიდა ფეხი ტურიზმმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]