უტრეხტის პროვინცია
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | უტრეხტი |
| მოსახლეობა (2006) |
1,180,039 კაცი (5 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 850 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | პროტესტანტები 27% კათოლიკები 20% |
| ფართობი | 1,386 კმ² (12 ადგილი) |
| კოდი ISO 3166-2 | NL-UT |
| [www.provincie-utrecht.nl ოფიციალური ვებ-გვერდი] | |
| Utrecht (province) | |
უტრეხტის პროვინცია (ნიდერლ. Utrecht) — პროვინცია ცენტრალურ ნიდერლანდში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემერის ტბა, აღმოსავლეთით გელდერლანდი, სამხრეთით მდინარე რაინის ხეობა, დასავლეთით სამხრეთი ჰოლანდია, ჩრდილოეთ-დასავლეთით ჩრდილოეთი ჰოლანდია. დედაქალაქი უტრეხტი.
ტერიტორიას კვეთს მდინარეები ნიდერ-რაინი, ლეკი, ვეხტი და ემი. აღმოსავლეთით შედარებით შემაღლებულ ქვიშიან ნიადაგებზე ამრავლებენ ღორსა და შინაურ ფრინველს. ამერსფორტისა და უტრეხტის სიახლოვეს განვითარებულია მებაღეობა. ტერიტორიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში არის პოლდერები და ტბები, სადაც მნიშვნელოვანია მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით გვხვდება მდინარეული წარმოშობის თიხოვანი მიწები, რომელიც ხილის მოსაყვანად არის ათვისებული. მთავარი ქალაქებია უტრეხტი და ამერსფორტი. პროვინციის მთავარი ქალაქი უტრეხტი — არის დიდი სავაჭრო-სატრანსპოტო ცენტრი. მეტალურგიული, მანქანათსამშენებლო, ქიმიური, საფეიქრო, სამკერვალო მრეწველობა. საერთაშორისო ბაზრობების ჩატარების ადგილი.
არქიტექტურული ძელგებიდან აღსანიშნავია: სინტ-პიტერსკერკის ეკლესია და სხვ. არის უტრეხტის უნივერსიტეტი; უტრეხტში დაიდო ხელშეკრულება უტრეხტის ზავი და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი — უტრეხტის უნია.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ნიდერლანდური)
- უტრეხტის პროვინცია – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
|
||||||||