ოვერეისელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოვერეისელი
Overijssel
დროშა
Flag of Overijssel.svg
გერბი
Overijssel wapen.svg
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი ზვოლე
მოსახლეობა (2006)
1 113 529 კაცი (7 ადგილი)
სიმჭიდროვე 330 კაცი/კმ²
რელიგია პროტესტანტები 29%
კათოლიკები 26%
მუსლიმები 2%
არარელიგიურები 37%
ფართობი 3 327 კმ² (4 ადგილი)
ოვერეისელი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 NL-OV
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Overijssel

ოვერეისელი (ნიდერლ. Overijssel) — პროვინცია ნიდერლანდში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ოვერეისელი „მდინარე ისელის გასწვრივ მდებარე მიწებს“ ნიშნავს. დედაქალაქია ზვოლე, უდიდესი ქალაქი კი ენსხედე. 2006 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 113 529 ადამიანს შეადგენს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინციის რელიეფი ძირითადად ქვიშიანია. მიედინება რამდენიმე პატარა მდინარე, მათ შორის რეგე და დინკელი. ჩრდილოეთ ნაწილი ერთ დროს ტორფნარით ყოფილა დაფარული, რომელიც მშრალ და უფრო ნაყოფიერ სამხრეთს დრენთესგან გამოყოფდა. ამჟამად მისი, როგორც საწვავის ფართო ექსპლუატაცია ხდება. უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში დომინირებს ტბების სისტემა.

პროვინციის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 89 მეტრზე მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება]

თავის ისტორიის საწყისებზე, ოვერეისელი ოვერსტიხტის სახელით იყო ცნობილი და თანამედროვე დრენთეს დიდ ნაწილსაც მოიცავდა. 1336 წელს ის გელდერნის საჰერცოგოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა 1347 წელს უტრეხტის საეპისკოპოსოს გადაეცა. 1528 წელს საეპისკოპოსომ ის იმპერატორ კარლოს V-ს გადასცა. სწორედ ამ დროს ეწოდა პროვინციას თანამედროვე სახელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]