ზელანდიის პროვინცია
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | მიდელბურგი |
| მოსახლეობა (2006) |
380,186 კაცი (12 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 210 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | პროტესტანტები 30% კათოლიკები 20% მუსლიმები 1.5% |
| ფართობი | 1,788 კმ² (10 ადგილი) |
| კოდი ISO 3166-2 | NL-ZE |
| [www.Zeeland.nl ოფიციალური ვებ-გვერდი] | |
| Zeeland | |
ზელანდიის პროვინცია (ნიდერლ. Zeeland) — პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ნიდერლანდში. უკავია მდინარეების შელდისა და მაასის დელტები. დედაქალაქი მიდელბურგი. მოიცავს მრავალრიცხოვან კუნძულებს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. უკანასკნელად დიდი წყალდიდობა 1953 წელს დაფიქსირდა. ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია ტურიზმზე. ზაფხულში განსაკუთრებით პუპულარულია პლაჟები.
ზელანდია იყო დავის საგანი ფლანდრიისა და ჰოლანდიის გრაფებს შორის; უკანასკნელმა 1323 წელს მოახერხდა და შემოიერთა ტერიტორია. უილიამ III-ის (1672–1702) დროს იგი პროვინციებად გაერთიანდა. პროვინციის სანაპირო ზოლი მუდამ იცვლებოდა. კუნძულები ზრდას ალუვიური მოქმედების ხარჯზე განიცდიდნენ, ზოგჯერ იტბორებოდნენ. განსაკუთრებით ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა 1953 წლის 1 თებერვალს, რის შედეგადაც დაიღუპა 1800 ადამიანი. შედეგად დაიწყეს მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემის — დელტაპროექტის განხორცილება, რათა თავითად აეცილებინათ ტრაგედიის განმეორებითი შემთხვევები. ამასთანავე მოხდა კუნძულების დაკავშირება მატერიკთან. სოფლის მეურნეობა ამჟამად მაღალ დონეზეა მექანიზირებული და მეტად ეფექტურია. ნიადაგების დიდი ნაწილი სახნავად ვარგისიანია. მოჰყავთ კარტოფილი, შაქრის ჭარხალი და სხვ. განვითარებულია მებაღეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მსხვილი რქოსანი საქონლის მომრავლება. ზელანდია ცნობილია ხამანწკებისა და კრევეტების ტრადიციული კულტურით.
მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ნიდერლანდის ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა. 2006 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა უდრიდა 380,186 ადამიანს. დიდი ქალაქებია: ფლისინგენი, მიდელბურგი, გუსი, ტერნეზენი, სას-ვან-გენტი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ნიდერლანდური)
- ზელანდიის პროვინცია – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
|
||||||||

