დრენთე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრენთე
Drenthe
დროშა
Flag Drenthe.svg
გერბი
Drenthe wapen.jpg
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი ასენი
მოსახლეობა (2010) 489 918 კაცი
სიმჭიდროვე 190 კაცი/კმ²
რელიგია პროტესტანტები 22.7%
კათოლიკები 7.6%
მუსლიმები 1.7%
ფართობი 2 642 კმ²
დრენთე რუკაზე
კოდი ISO 3166-2 NL-DR
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Drenthe

დრენთე (ნიდერლ. Drenthe) — პროვინცია ნიდერლანდში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ასენი. სამხრეთით ესაზღვრება ოვერეისელი, დასავლეთით — ფრისლანდია, ჩრდილოეთით — გრონინგენი, აღმოსავლეთით კი გერმანია.

პროვინციის ფართობი 2 642 კმ-ია, მოსახლეობა 489 918 ადამიანი (2010). რელიეფში სჭარბობს ვაკეები.

ისტორია[რედაქტირება]

ნიდერლანდის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების პერიოდამდე დრენთე მეჩხერად დასახლებული სასოფლო არეალი იყო.

ადამიანთა დასახლება დრენთეს ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანიდან იწყება. 150 000 წლის წინანდელი აღმოჩენილი არტეფაქტები უძველესია მთელს ნიდერლანდში. ბრინჯაოს ხანამდე ეს ტერიტორია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ყოფილა ნიდერლანდის ტერიტორიაზე. ამის ყველაზე ხელშესახები გამოვლინებებია ძვ. წ. 3500 წელს აშენებული დოლმენები.

წერილობით წყაროებში დრენთე პირველად 820 წელს იხსენიება. 1024-1025 წლის არქივებში მოხსენიებულია დრენთეს საგრაფო, როდესაც იმპერატორმა ჰაინრიხ II-მ ის უტრეხტის ეპისკოპოსს გადასცა.

1528 წელს უტრეხტის საეპისკოპოსომ ის იმპერატორ კარლ V ჰაბსბურგს დაუთმო, რომელმაც ტერიტორია ჰაბსბურგების ნიდერლანდში გააერთიანა. 1581 წელს დრენტე ახლადჩამოყალიბებულ გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკას შეუერთდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სულ მალე, ნიდერლანდის მთავრობამ ქალაქ ჰოჰგალენის მახლობლად, გერმანიიდან დევნილ ებრაელთა შესაფარებლად ბანაკი ააშენა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

დასამქების მნიშვნელოვანი სექტორია სოფლის მეურნეობა, თუმცა ქალაქებში განვითარებულია მრეწველობაც. საგრძნობლად იზრდება ტურიზმის ინდუსტრია.

ზედმეტსახელად დრენთეს „ველოსიპედთა პროვინციასაც“ უწოდებენ. გაყვანიალია ასობით კილომეტრის სიგრძის ველოტრასები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]