გრონინგენის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრონინგენის პროვინცია
Groningen
დროშა
Flag of Groningen.svg
გერბი
Groningen provincie wapen.svg
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი გრონინგენი
მოსახლეობა (2006)
574,042 კაცი (9 ადგილი)
სიმჭიდროვე 250 კაცი/კმ²
რელიგია პროტესტანტები 18%
კათოლიკები 4.6%
მუსლიმები 2.5%
ფართობი 2329 კმ² (7 ადგილი)
გრონინგენის პროვინცია რუკაზე
კოდი ISO 3166-2 NL-GR
[provinciegroningen.nl ოფიციალური საიტი]
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Groningen

გრონინგენის პროვინცია (ნიდერლ. Groningen) — პროვინცია ჩრდიოლოეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში. სამხრეთით ესაზღვრება დრენთეს პროვინცია, დასავლეთით ფრისლანდია, ჩრდილოეთით ვადენზეე, ხოლო აღმოსავლეთით გერმანიის მხარე — ქვემო საქსონია. პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია გრონინგენი. 2006 წლის აღწერის მონაცემებით გრონინგენის პროვინციის მოსახლეობა უდრიდა 574,042 ადამიანს. გადაკვეთილია მრავალრიცხოვანი არხებითა და პატარა მდინარეებით. ეკუთვნის ფრიზის კუნძულებში შემავალი პატარა კუნძული როტიუმეროგი.

ადრეული პერიოდში გრონინგენი უწყვეტ კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა გარემომცველ რეგიონში არსებულ დასახლებულ პუნქტთან — ომელანდენთან. მოგვიანებით გრონინგენი რეგიონში მოწინავე ქალაქი გახდა, თუმცა უთანხმოება მათ შორის არ შემწყდარა. 1579 წელს ომელანდენი გაერთიანდა უტრეხტის უნიაში და ჩაება ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო გრონინგენი რჩებოდა ესპანეთის მმართველობის ქვეშ. 1594 წლის შემდეგ აღნიშნული ორი დასახლებული პუნქტი ერთ რესპუბლიკად გაერთიანდა, ხოლო 1795 წელს შეერწყნენ ერთ პროვინციად.

პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილის ზედაპირი ბრტყელია და აგებულია ზღვიური წარმოშობის თიხებით. განვითარებულია სოფლის მეურნეობა; მოჰყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი, ზეთოვანი კულტურები. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში XVI საუკუნის ბოლომდე განვითარებული იყო მძლავრი ტორფნარები. მელიორაციის შედეგად მიწები ათვისებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო მიზნებში. მიწის ინტენსიური დამუშავება ქმნის ჩალის ნარჩენებს, რომლებსაც ადგილობივ ქარხნებში იყენებენ. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია აგებულია ქვიშაქვებით, რომელზედაც განვითარებულია შერეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშინაურება. პროვინციის სხვადასხვა რაიონში პუპულარულია საცხენოსნო სპორტი.

გრონინგენის პროვინციის უდიდესი ქალაქი — გრონინგენი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, ხოლო მის რაიონშია ბუნებრივი აირის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბადო. არის გრონინგენის უნივერსიტეტი (1614).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]