ანტონ ვან ლევენჰუკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ვან ლევენჰუკი

ანტონ ვან ლევენჰუკი (ინგლ. Antonie van Leeuwenhoek; დ. 24 ოქტომბერი, 1632, დელფტი — გ. 26 აგვისტო, 1723, დელფტი) — ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი, მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1680-დან). ამზადებდა ოპტიკურ ლინზებს, რომლებიც 150-300-ჯერ ადიდებდნენ. მათი საშუალებით პირველმა დაინახა და შეისწავლა სპერმატოზოიდი (1667), ბაქტერიები (1683), ერითროციტები, აგრეთვე უმარტივესები, ცალკეული მცენარეული და ცხოველური უჯრედები, ჩანასახები, კუნთოვანი ქსოვილები; შეისწავლა 200-ზე მეტი მცენარისა და ცხოველის ნაწილები და ორგანოები. ლევენჰუკმა აღნიშნა განსხვავება ერთ და ორლებლიან მცენარეთა აგებულებას შორის. პირველმა აღწერა ბუგრების პართენოგენეზი (1695-1700). ცხოველთა განვითარების საკითხში ემხრობოდა პრეფორმიზმს და ამტკიცებდა, რომ სპერმატოზოიდი თავიდანვე შეიცავს ჩამოყალიბებულ ჩანასახს. უარყოფდა თვითჩასახვას.

ლიტერატურა[რედაქტირება]