მაასტრიხტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მაასტრიხტი
ნიდერლ. Maastricht
Helpoort06.JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
პროვინცია ლიმბურგის პროვინცია
კოორდინატები 50°52′ ჩ. გ. 5°41′ ა. გ. / 50.867° ჩ. გ. 5.683° ა. გ. / 50.867; 5.683
ფართობი 60.06 კმ²
მოსახლეობა 121,164 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2,017 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2

მაასტრიხტი მდებარეობა ნიდერლანდი

Red pog.svg

მაასტრიხტი (ნიდერლ. Maastricht) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდში, მდინარე მაასის ნაპირზე. ლიმბურგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ბელგიის სახელმწიფო საზღვრიდან 3 კილომეტრში. შიგა წყლის გზების კვანძი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა უდრის 121,164 ადამიანს.

ძველი ქალაქი განვითარდა ორი ძირითადი ცენტრის — ონზე-ლივე-ვრაუსა (X-XVI საუკუნეები, უმთავრესად XII საუკუნე) და სინტ-სერვასკერკის (მთავარი მშენებლობა — X-XV საუკუნეები) ეკლესიების, აგრეთვე სავაჭრო ცენტრის — მარქტის მოედნის ირგვლივ.

რომის ეპოქაში მაასტრიხტის ადგილას მოქმედებდა მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი მდინარე მაასზე. ამ მხარეების პირველმა ეპისკოპოსმა სერვაას მაასტრიხელმა თავის რეზიდენციად მაასტრიხტი 382 წელს არჩია. როგორც ქვემო მიწების რელიგიური ცენტრი მნიშვნელობას ინარჩუნებდა 721 წლამდე, მანამ სანამ არ იქნა მოკლული ეპისკოპოსი ლამბერტ მაასტრიხელი, რის შედეგადაც კათედრა ქალაქ ლიეჟში გადაიტანეს. შუა საუკუნეებში მაასტრიხტის სენიორებად მიიჩნეოდნენ ერთდროულად ლიეჟის საეპისკოპოსოს თავადი და ბრაბანტის ჰერცოგი. 1632 წელს ქალაქი გაათავისუფლეს ჰოლანდიელებმა და იგი ნიდერლანდის შეერთებული პროვინციების რესპუბლიკაში შევიდა, თუმცა მმართველობას მასზე ამსტერდამიც ახორციელებდა და ლიეჟიც. ბელგიის რევოლუციის (1830-1832) დროს ლამის ბელგიის შემადგენლობაში შევიდა. ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობის გამო რესპუბლიკის პირველი ქალაქი გახდა.

1940 წელს ქალაქს თავს დაესხა ფაშისტური გერმანია, თუმცა ერთი წლის შემდეგ მაასტრიხტი გაათავისუფლეს. 1992 წლის 7 თებერვალს მაასტრიხტში ხელი მოაწერეს ევროპის გაერთიანების 13 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთი ირლანდიის წარმომადგენლებმა, რის შედეგად ევროკავშირს ჩაეყარა საფუძველი.

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: გოტიკური — დომინიკელთა და სინტ-იანსკერკის ეკლესიები, ძველი რატუშა. ბაროკული — იეზუიტების და ავგუსტინელების ეკლესიები; ბაროკულ-კლასიცისტური — ბონეფანტენის მონასტერი.

დამახასიათებელია ზომიერად რბილი კლიმატი. განვითარებულია ტურიზმი. ქალაქში არის მაასტრიხტის უნივერსიტეტი (1976), აეროპორტი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]