ჰააგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააგა მდებარეობა ნიდერლანდი

Red pog.png
ჰააგა
ჰააგა ნიდერლანდის რუკაზე
ჰააგა, ბინენჰოფი და რაინდთა სასახლე

ჰააგა (’s-Gravenhage, სიტყვასიტყვით - გრაფის მესერი, იშვიათად Den Haag) — ქალაქი ნიდერლანდში, სამეფო კარისა და მთავრობის რეზიდენცია. სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა - 977 ათასი მცხოვრები (გარეუბნებიანად, 2004). წყაროებში პირველად იხსენიება 1097 წელს. XVI საუკუნის დამლევიდან გენერალური შტატების სხდომების ადგილია. XIX საუკუნის დამდეგს მიიღო ქალაქის სტატუსი. XVII საუკუნის II ნახევრიდან აქ ჩატარდა მრავალი საერთაშორისო კონფერენცია - I ინტერნაციონალური კონგრესი (1872), ჰააგის კონფერენცია 1922, ჰააგის კონფერენცია რეპარაციების საკითხში 1929-1930 და სხვ. 1940-იდან 1945 მაისამდე ოკუპირებული იყო გერმანიის ფაშისტთა ჯარების მიერ. საერთაშორისო სასამართლოს ადგილსამყოფელი. ჰააგა დიდი სატრანსპორტო კვანძია. არხებით, საავტომობილო გზებითა და რკინიგზით უკავშირდება ამსტერდამს, როტერდამს და სხვა ქალაქებს. მასთან ფაქტობრივად შეერთებულია ზღვისპირა კურორტი და თევზსაჭერი ნავსადგური სხევენინგენი (ჩრდილოეთის ზღვა). ჰააგა ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში თავმოყრილია კვების, მსუბუქი მრეწველობის, რადიო- და ტელეაპარატურის, ელექტრონული მოწყობილობის, სატელეფონო და სატელეგრაფო აპარატურის დიდი საწარმოები; გარეუბანში - საავიაციო ქარხნები. ამზადებენ ხის, მინისა და სხვა მხატვრულ ნაკეთობებს. ჰააგაში განლაგებულია სავაჭრო და სამრეწველო ფირმების გამგეობები, მომსახურების სფეროს მრავალი დაწესებულება, სამეცნიერო საზოგადოებები, სახელმწიფო არქივო და ბიბლიოთეკა, სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია, მუზეუმები.


ქალაქის ქუჩების სწორკუთხა ქსელი მოდერნიზებულია და გაფართოებულია თავისუფლად დაგეგმარებული ახალი რაიონებით (1908-1909, არქიტექტორი ჰ. ბერლაგე; 1935, არქიტექტორი ვ. დიუდოკი). ხუროთმოძღვრული ძეგლები:

  • ვეივერის ტბის ნაპირზე მდებარე ე. წ. შიგა ეზოს არქიტექტურული ანსამბლი (XIII-XVIII სს.;
  • რაინდების გოტიკური დარბაზი, დაახლოებით 1280;
  • რენენსანსული ძვ. რატუშა, 1564-1565;
  • მშვიდობის სასახლე (1913);
  • ამერიკის საელჩო (1959, არქიტექტორი ბ. ბროიერი და ა. ელზასი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 582, თბ., 1987

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰააგა&oldid=2354609“-დან