ვილემ ბარენცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილემ ბარენცი

ვილემ ბარენცი (ინგლ. Willem Barentsz; დ. 1550, ამსტერდამი — გ. 20 ივლისი, 1597, კუნძული ახალი მიწა) — ჰოლანდიელი ზღვაოსანი.

ისტორია[რედაქტირება]

1594-1597 წლებში სამჯერ იმოგზაურა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ გასასვლელის მოსაძებნად. 1596-1597 წლებში ექსპედიციამ მეორედ აღმოაჩინა დათვისა და შპიცბერგენის კუნძულები. გაუვალი ყინულების გამო ექსპედიცია იძულებული გახდა გამოსაზამთრებლად კუნძული ახალი მიწის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე დარჩენილიყო. ბარენცმა შეადგინა ახალი მიწის რუკა, პირველმა ჩაატარა მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა წლიური ციკლი, გაზომა ზღვის სიღრმე გემის კურსის გასწვრივ; ამ ზღვას შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ბარენცის სახელს ატარებს აგრეთვე კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, დაბა და ნავსადგური ბარენცბურგი კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]