შინაარსზე გადასვლა

ერედვის ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერედვის ბაზილიკა

ერედვის ბაზილიკაწმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ერედვში (გორის მუნიციპალიტეტი), ქ. ცხინვალიდან ჩრდილო–დასავლეთით, 7 კილომეტრში. ერედვის ბაზილიკა X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო თეოდორე თაფლაისძე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ერედვის სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია.

ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია თარიღიანი სამშენებლო წარწერა.

ვიკიციტატა

სახელითა ღმრთისათა, მამისა და ძისა და სოლისა წმიდისა თა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმ
შობელისათა, წმიდისა გიორგისითა, ხელმწიფობასა ღმრთივ და-მყარე
ბოლისა წმიდისა კონსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერე
თს შიგან, ჰერთა მეფე გაქცია და მონით მშოიდობით იქცა. ცისკრადა
ლავერდს ილოცა; მწიხრი ბრეძას გადაჰხთა. მეორედ კულა ავიდა, ვეჯინ.
ისა ციხე დალეწა. ქართლს შინა ოფლობასა ტბელისა ივანესა, მთავა
რებისკოსობასა სანატროელისა ყ სა, ჯვრითა მისითა, განზრახვითა ნიქოზ
ელისა სანატრელისა სტეფანე ეპისკოსისა თა ძალითა შეწევ-ნითა მოყოას

თა თა მე თეოდორე თაფლა სძემან დავდე საძირკველი, ლენი იყ-ნეს ხფი ქრონიკ.[2]

წარწერის მიხედვით, 906 წელს, ქართლში ივანე ტბელის უფლობის დროს („ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა“), ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანეს „განზრახვით, და მოყვასთა შეწევნით“, ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია („დავდე სარძირკველი“) ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. იქვე იხსენიება აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III (893–922 წწ.). მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.

ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არ აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.

  • რ. მეფისაშვილი, ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერა, სმამ. V, №10, 1944.
  • რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, ქხ, 4. 1955.
  • ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ხუროთმოძღვრები, თბილისი, 1956.
  • ლაპიდარული წარწერები, I,(V-X სს), შეადგინ და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-14.
  2. შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, გვ.60, თბ., 2002