ივანე ტბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ივანე ტბელიქართლის დიდი აზნაური X საუკუნის I მეოთხედში, ტბელების საგვარეულოდან.

სოფელ ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერაში ის მოხსენიებულია როგორც ქართლის უფალი (აფხაზთა მეფის ძის კონსტანტინეს შიდა ქართლში ბატონობის დროს). მის მიერ აშენებულ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის სამშენებლო წარწერაში იხსენიება ერისთავად. ქართლის ერისთავად ალბათ აფხაზთა მეფის მიერ იყო დანიშნული.

920-იან წლებში ტბელებმა (ალბათ ივანემ და მისმა ხუთმა ძემ) მონაწილეობა მიიღეს ქართლის გამგებლის კონსტანტინეს აჯანყებაში მისი მამის, აფხაზთა მეფე გიორგი II-ის წინააღმდეგ. აჯანყებულები დამარცხდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. შოშიაშვილი, ქსე, ტ. 9, გვ. 680. თბ., 1985