პალიასტომი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
|ვიკისაწყობი =
}}
'''პალიასტომი''' — გამდინარე ტბა [[ოდიშ-გურიის დაბლობი|ოდიშ-გურიის დაბლობზე]], ქალაქ [[ფოთი|ფოთთან]]. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე [[ფიჩორი (მდინარე)|ფიჩორი]], გამოედინება მდინარე [[კაპარჭინა (მდინარე)|კაპარჭინა]]. მაღალი დონე იცის [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], ზაფხულსა და [[შემოდგომა]]ზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია [[ივლისი|ივლის]]-[[აგვისტო]]ში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი [[ქარი|ქარების]] გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში [[გაძგიფვა|გაძგიფულია]] და ჩნდება ყინულნაპირისი. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის [[კოლხეთის ნაკრძალი| კოლხეთის ეროვნული პარკის]] შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
 
==ეტიმოლოგია==

სანავიგაციო მენიუ