ლაროვანისწყალი
Jump to navigation
Jump to search
ლაროვანისწყალი | |
---|---|
![]() მდინარეები პირიქითი ალაზანი (ქვემოთ) და ლაროვანისწყალი (ზემოთ) | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | აწუნთის ქედი |
სიგრძე | 19,2 კმ |
აუზის ფართობი | 59,9 კმ² |
ლაროვანისწყალი, ნაროვანი — მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითი ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთზე, 3390 მ სიმაღლეზე. სიგრძე 19,2 კმ, აუზის ფართობი 59,9 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომაზე და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,7 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 131.