მოხუცი და ზღვა
„მოხუცი და ზღვა“ | |
---|---|
The Old Man and the Sea | |
| |
ავტორი | ერნესტ ჰემინგუეი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ტრაგედია, ნოველა |
გამომცემელი | Charles Scribner's Sons |
გამოცემის თარიღი | 1952 |
მედია | ბეჭდვითი (სქელ და თხელ ყდიანი) |
გვერდი | 127 |
oclc | 33134129 |
ISBN | 978-0-684-80122-3 |
მოხუცი და ზღვა (ინგლ. The Old Man and the Sea) — ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც დაიწერა კუბაში, 1951 წელს, ხოლო გამოქვეყნდა — 1952 წელს. ეს არის ავტორის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მოთხრობისთვის ჰემინგუეის ნობელის პრემია მიენიჭა.[1][2]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ალეგორიული ნაწარმოებია. მოთხრობის მთავარი გმირი, მოხუცი სანტიაგო, თითქოს მართლაც განიცდის მარცხს, მთელი ოთხმოცდახუთი დღის ტანჯვისა და წანწალის შემდეგ უშველებელ თევზს გადაეყრება, რის ვაივაგლახით დაიჭერს, მაგრამ საბოლოოდ ზვიგენები წაართმევენ, თვითონ კვლავ ხელცარიელი ბრუნდება შინ, მშიერი და გაწამებული. ამის მიუხედავად, ეს მოთხრობა მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხლობაზეა. მისი ფინალი მაინც საოცრად ოპტიმისტურია და ამით განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისაგან.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობამ სხვადასხვაგვარი შეფასება დაიმსახურა. ზოგი მას მარტოობის, ტანჯვისა და ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევდა, ზოგს კი — გმირობისა და მამაცობის საწყისად. თვითონ ჰემინგუეიმ მოთხრობაზე შემდეგი რამ თქვა:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერნესტ ჰემინგუეი - ტომი IV, "ლიტერატურა და ხელოვნება", თბილისი, 1965, 342-343 გვ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Heroes:Life with Papa“. Time. November 8, 1954. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2010. ციტირების თარიღი: 2009–12–12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ The Nobel Prize in Literature 1954. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 2009-10-04.