სარდინია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
სარდინია
Sardegna
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 40°00′00″ ჩ. გ. 9°00′00″ ა. გ. / 40.00000° ჩ. გ. 9.00000° ა. გ. / 40.00000; 9.00000
ფართობი 24 090 კმ²
მოსახლეობა 1 675 411 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 69,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.sardegna.it

სარდინია (იტალ. Sardegna) — მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს ტურისტული ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო).

უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა პიემონტს და ეს ორმაგი სამეფო 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ სარდინიულადაც ლაპარაკობენ.

სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა.[1] კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძულით.

კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები პალეოზოური პერიოდით თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1 834 მ).

სარდინიაზე გაედინება ხუთი მთავარი მდინარე, რომელთა შორისაც უდიდესია ტრისო (151 კმ). წარმოქმნილია 54 ხელოვნური ტბა, რომელთა მთავარი ფუნქციაც წყალმომაგარება და ელექტროენერგიის წარმოებაა. მათ შორის უმთავრესებია ომოდეოსა და კოგინასის ტბები. ერთადერთი ბუნებრივი, მტკნარი ტბაა ლაგო-დი-ბარაცი.

კუნძულის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია. წელიწადის განმავლობაში 300 დღე მზიანია, ნალექების ძირითადი რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. საშუალო ტემპერატურაა 11 — 17 °C (52 to 63 °F).[2] გაბატონებული ქარია მისტრალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ ის როგორც წესი მშრალი და ცივია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარდინიის რეგიონის პროვინციების რუკა

სარდინიის რეგიონი ადმინისტრაციულად რვა პროვინციად იყოფა:

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად./კმ²)
კალიარის პროვინცია 4 570 559 416 122,4
კარბონია-იგლეზიასის პროვინცია 1 495 130 538 87,3
მედიო-კამპიდანოს პროვინცია 1 516 103 107 68
ნუოროს პროვინცია 3 934 161 453 41
ოლიასტრის პროვინცია 1 854 58 088 31,3
ოლბია-ტემპიოს პროვინცია 3 399 153 886 45,2
ორისტანოს პროვინცია 3 040 167 357 55
სასარის პროვინცია 4 282 336 374 78,5

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]