შინაარსზე გადასვლა

ფინური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფინური ენაფინურ-უნგრული ოჯახის ბალტიურ-ფინურ ჯგუფს. ფინურის დიალექტია კარელიური, რომელიც რუსეთის ფედერაციის კარელიის რესპუბლიკაშია გავრცელებული.

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5 მლნ
  • ენის კოდი: fi
  • სახელწოდება: fi suomi; en Finnish; eo finna
  • დამწერლობა: ლათინური

ფინური ენა იყოფა დასავლურ და აღმოსავლურ კილოებად და 7-8 დიალექტად.

ოფიციალური ენა:

  1. ფინეთი - შვედურთან ერთად.
  2. ევროპის კავშირი

გავრცელების არეალი:

შვედეთი, აშშ, კანადა

ფონოლოგიურ სისტემას ქმნის 8 ხმოვანი და 13 თანხმოვანი, რომელთაგან თითოეულს აქვს მოკლე და გრძელი ფორმა, გარდა თანხმოვნებისა: j, v, h, d. ხმოვნების რაოდენობა იზრდება 16 დიფთონგის ხარჯზე: аi, оi, аu, оu და ა.შ. ზმნებს აქვთ უღლების 2 ფორმა: აქტიური (განსაზღვრულპირიანი) და პასიური (განუსაზღვრელპირიანი), 4 კილო (თხრობითი, პირობითი, ბრძანებითი, შესაძლებელი), პირის 3 ფორმა მხოლობით და მრავლობით რიცხვებში, 4 ინფინიტივი, რომლებშიც შეხამებულია არსებითი სახელების ცალკეული ნიშნები (ბრუნვების და კუთვნილების სუფიქსები). სინტაქსისთვის დამახასიათებელია სიტყვათა შედარებით თავისუფალი რიგი.

ფრაზები და სიტყვები

რიცხვები

  • 1 - yksi, 2 - kaksi, 3 - kolme, 4 - neljä, 5 - viisi, 6 - kuusi, 7 - seitsemän, 8 - kahdeksan, 9 - yhdeksän, 10 - kymmenen