ბუდენბროკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი გამოცემა

ბუდენბროკებითომას მანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანი. ამ რომანში მოთხრობილია ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება და მათი გადაშენების ამბავი. ბუდენბროკების ოჯახის ბედი მკითხველისათვის თავიდანვე ცნობილია ქვესათაურით „ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი“. რომანი თომას მანის სიცოცხლეში გამოიცა ათასორასჯერ. ის არის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ნათარგმნი, ასევე მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს კლასიკურ ლიტერატურაში. თავად თომას მანი ამ წიგნს იუმორით გაჟღენთილ წიგნს უწოდებდა. ასე წერდა თომას მანი ამ წიგნის გმირებზე „რომანის პერსონაჟები ნაწილობრივ ცოცხალი პიროვენებების მიხედვით არიან შექმნილნი, რადგან მე სხვადასხვა სახის მშობლიური მოგონებანი იმ ადამიანებსა და ურთიერთობებზე,რომლებსაც კი ჩემს მგრძნობიარე ყრმობაზე შთაბეჭდილება მოუხდენია,მათ შორის პატივისაცემიც და სასაცილოც,ჩემს რომანში ასე თუ ისე გავაცოცხლე“.

რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავური საოჯახო რომანების და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ ჩააგონა. რომში ძმები გონკურების რომანის კითხვისას მანს გაუჩნდა იდეა, რომ მასაც შეეძლო გერმანული სინამდვილის ფონზე მსგავსი რომანი შეექმნა. ასევე ნიმუშად გამოადგა სკანდინავური საოჯახო რომანები, ვინაიდან მათში ასახული სავაჭრო ქალაქების ყოფა ახლოს იდგა მისთვის ახლობელ ლიუბეკისეულ სინამდვილესთან. რომანის ფორმატი თომას მანს კილანდისა და იონას ლის რომანებმა უკარნახა. რომანი 15 თავისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი და 250 გვერდს არ უნდა ასცილებოდა.

ოჯახის დაკნინებისა და გადაშენების ტემა ნატურალისტების საყვარელი თემაა და იგი ევროპული რომანტიკისათვის ახალი თემა არ იყო, მაგრამ „ბუდებროკებში“ ეს ტემა ნატურალისტური რომანებისგან განსხვავებულად ვითარდება, სხვაგვარადაა გადაწყვეტილი და დასაბუთებული.