ნობელის ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნობელის ფონდი (შვედურად: Nobelstiftelsen) დაარსდა 1900 წლის 29 ივნისს როგორც კერძო დაწესებულება ნობელის პრემიების ფინანსირების და ადმინისტრირების მიზნით.[1] ნობელის ფონდი დაფუძნებულია ალფრედ ნობელის, დინამიტის გამომგონებლის ანდერძით.[2]

იგი ასევე ატარებს ნობელის სიმპოზიუმებს მეცნიერებაში მნიშვნელოვან მიღწევებსა და კულტურული ან სოციალური მნიშვნელობის თემებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ნობელი Alfred Bernhard Nobel  დაიბადა 1833 წლის 21 ოქტომბერს შვედეთში. ის იყო ქიმიკოსი, ინჟინერი, ინოვატორი, იარაღის მწარმოებელი და დინამიტის გამომგონებელი. ის ფლობდა ბოფორს, რომელიც იყო შეიარაღების ძირითადი მწარმოებელი და რომელიც მან თავდაპირველი საქმიანობიდან რკინის და ფოლადის გადასამუშავებლად გადააკეთა. ნობელი ფლობდა 355 სხვადასხვა პატენტს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია დინამიტი. ნობელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა ძირითადად, ამ გამოგონების წყალობით. [3] 1896 წელს ნობელი გარდაიცვალა ინსულტით იტალიაში, საკუთრ ვილაში, სან რემოში, სადაც ის სიცოცხლის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა. [4][5]

ნობელმა თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რამაც ბევრი ადამიანი გააოცა. მას მოითხოვა მისი ფული გამოეყენებინათ პრიზებად ფიზიკის, ქიმიის, მშვიდობის, ფიზიოლოგიის ან მედიცინისა და ლიტერატურის დარგში გაწეული ღვაწლისთვის.[5][6] მიუხედავად იმისა, რომ ნობელს სიცოცხლის განმავლობაში დაწერილი ჰქონდა რამდენიმე ანდერძი, მან უკანასკნელი დაიწერა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, რომელიც დადასტურებულია პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში 1895 წლის 27 ნოემბერს.[7] ნობელმა ისურვა თავისი მთლიანი აქტივების 94%-ით, ანუ 31 მილიონი შვედური კრონით ხუთი ნობელის პრემია დაეფინანსებინა. 2008 წლის მდგომარეობით ეს თანხა შეადგენდა 186 მილიონ აშშ დოლარს.

ალფრედ ნობელის ანდერძი 1895 წლის 25 ნოემბერი
ჩემი დარჩენილი უძრავი ქონება უნდა გაიყოს შემდეგნაირად:

ჩემი ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას.

აღნიშნული პროცენტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობის ან არსებული ჯარების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონგრესების დაარსებას და მუშაობას.

ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია; ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტი; ლიტერატურაში – სტოკჰოლმაკის აკადემია; მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, განურჩევლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა.

ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ.

ალფრედ ნობელის ანდერძი

მისი ანდერძის შემსრულებლები იყვნენ რაგნარ სოლმანი და რუდოლფ ლილეჟისტი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ნობელის ფონდი ნობელის ანდერძის და პრიზების ორგანიზების მიზნით. ამის შემდეგ პრიზი გადაეცემა ლაურეატებს 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად.

ნობელის ფონდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ნობელის პორტრეტი. by Gösta Florman

ნობელის ფონდი დაარსდა 1900 წლის 29 ივნისს როგორც კერძო ორგანიზაცია, სპეციალურად, ნობელის პრემიების ფინანსებისა და ადმინისტრირების მიზნით.[8] ის და6ფუძნებულია ნობელის უკანასკნელ ანდერძსა და სურვილზე.[2] ანდერძის გამო გამოწვეული სკეპტიციზმის გამო, მისი დამტკიცება ვერ მოხდა 1897 წლის 26 აპრილამდე ნორვეგიის პარლამენტის, სტორტინგის მიერ.[9]

ნობელის სიმპოზიუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს ფონდმა წამოიწყო ნობელის სიმპოზიუმები. პროგრამა, რომლის ფარგლებში ტარდება სიმპოზიუმები, ეძღვნება მეცნიერების ისეთ სფეროებს, სადაც ხდება მსოფლიო მასშტაბის მიღწევები ან ეხება პირველადი კულტურული ან სოციალური მნიშვნელობის სხვა თემებს.[10] სიმპოზიუმები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ქიმიური კინეტიკა, შაქრიანი დიაბეტი, სიმების თეორია, ფიზიკური კოსმოლოგია და ცივი ომი 1980-იან წლებში. [11]

ნობელის სიმპოზიუმის კომიტეტის შემადგენლობაში შედის ნობელის კომიტეტები ქიმიაში, ლიტერატურაში, ფიზიკაში, ფიზიოლოგიში, მედიცინასა და მშვიდობის დარგებში, ასევე, ეკონომიკის პრიზის კომიტეტი, შვედეთის ბანკის ფონდი და ვალენბერგის ფონდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lemmel, Birgitta. (2000-06-29) The Nobel Foundation: A Century of Growth and Change. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  2. 2.0 2.1 The Nobel Foundation. Nobel Foundation. ციტატა: „The Nobel Foundation is a private institution established in 1900 based on the will of Alfred Nobel. The Foundation manages the assets made available through the will for the awarding of the Nobel Prize in Physics, Chemistry, Physiology or Medicine, Literature and Peace. It represents the Nobel Institutions externally and administers informational activities and arrangements surrounding the presentation of the Nobel Prize.“ ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  3. Biography of Alfred Nobel – Succeed through Studying Biographies. School for Champions (2001-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2012. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  4. Si-Facts_FS15b_ENG.bak. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  5. 5.0 5.1 History – Historic Figures: Alfred Nobel (1833–1896). BBC. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  6. Guide to Nobel Prize. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  8. Lemmel, Birgitta. (2007-06-29) The Nobel Foundation: A Century of Growth and Change. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-26. ციტირების თარიღი: 2007-10-30.
  9. The Nobel Foundation – History. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-12. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  10. Nobel Symposia. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2007-10-28.
  11. Complete List of Nobel Symposia from 1965 – present. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-14. ციტირების თარიღი: 2007-10-30.