ლევ ტოლსტოი
ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 აგვისტო], 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 20 ნოემბერი [ ძვ. სტ. 7 ნოემბერი], 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა — გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა — მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.
1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ (1871-1872), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.
60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზეკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.
ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა „კრეიცერის სონატა“ (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა „მეუფება წყვდიადისა“ (1866), კომედია „განათლების ნაყოფი“ (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“ (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი „აღდგომა“ (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“ (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.
1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით „ლევ ტოლსტოის სიკვდილზე“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ომი და მშვიდობა (1869)
- ანა კარენინა (1877)
- აღდგომა (1899)
ნოველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოჯახური ბედნიერება (1859)
- ივან ლიჩის სიკვდილი (1886)
- კრეიცერის სონატა (1889)
- ჰაჯი-მურატი (1917)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასათიანი ლ., ლევ ტოლსტოი და საქართველო, ტფ., 1936;
- ლორთქიფანიძე ო., ლევ ტოლსტოი, თბ., 1979;
- ნაკაშიძე ნ., ლევ ტოლსტოის ახლოს, თბ., 1954;
- ღუდუშაური პ., დიდი რუსი მწერალი ლ. ნ. ტოლსტოი, თბ., 1953;
- ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
- Гусев Н. Н., Летопись жизни и творчества Льва Николаевича Толстого. 1828-1890, М., 1958; т. 2, 1891-1910, М., 1960;
- Мотылева Т. Л., О мировом знаыени Л. Н. Толстого, М., 1957;
- Мышковская Л. М., Творчество Л. Н. Толстого, М., 1958;
- Талиашвили Г. М., Лев Толстой в Грузии, Тб., 1951;
- ტალიაშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 14-15, თბ., 1986
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 22 ტომიანი კრებული.
- თხზულებები და სტატიები მწერლის შესახებ დაარქივებული 2023-05-11 საიტზე Wayback Machine.
- ზღაპრები.
- უკანასკნელი სტატია.
კინოქრონიკა და აუდიო-ჩანაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინოქრონიკის კადრები.
- მწერალი კითხულობს ზღაპარს „მგელი“ დაარქივებული 2011-02-05 საიტზე Wayback Machine.
- მწერალი კითხულობს 23 წერილს.
- მწერალი კითხულობს პროზასა და სტატიებს.
- 1908 წლის აუდიო-ჩანაწერები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bashkir Encyclopedia — Башкирская энциклопедия, 2005. — 4344 с.
- ↑ 2.0 2.1 Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
- ↑ 3.0 3.1 С. Венгеров Толстой, Лев Николаевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1901. — Т. XXXIII. — С. 448–457.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Лакшин В. Я. Толстой Л. Н. // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 7.
- ↑ C. H. W. Tolstoy, Leo // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 26. — P. 1053–1061.
- ↑ 6.0 6.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ 7.0 7.1 Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ Толстой Лев Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Morson G. S. Encyclopædia Britannica
- ↑ 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 Catalog of the German National Library
- ↑ http://www.biography.com/people/leo-tolstoy-9508518
- ↑ 12.0 12.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ Л. Н. История моего детства // Современник / под ред. А. С. Пушкин, П. А. Плетнёв, А. А. Краевский и др. — СПб: Иван Иванович Панаев, Николай Алексеевич Некрасов, 1852. — Т. XXXI, вып. 9. — С. 5–104.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11864291X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 15.0 15.1 BeWeB
- ↑ 16.0 16.1 16.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00472336.2012.740984
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00905999708408490
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/13507486.2011.574682
- ↑ 21.0 21.1 https://www.biography.com/people/leo-tolstoy-9508518
- ↑ https://web.archive.org/web/20130511000305/http://historymania.info/view_post.php?id=141
- ↑ Rodovid — 2005.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- დაბადებული 9 სექტემბერი
- დაბადებული 1828
- გარდაცვლილი 20 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1910
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- ლევ ტოლსტოი
- რუსი მწერლები
- XIX საუკუნის ესეისტები
- XIX საუკუნის რუსი დრამატურგები
- XIX საუკუნის რუსი ჟურნალისტები
- XIX საუკუნის რუსი რომანისტები
- XIX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის რუსი დრამატურგები
- XX საუკუნის რუსი ჟურნალისტები
- XX საუკუნის რუსი რომანისტები
- XX საუკუნის ქრისტიანები
- XX საუკუნის ესეისტები
- ეპისტემოლოგები
- მეტაფიზიკოსები
- ქრისტიანი მწერლები
- სოციალური კრიტიკოსები
- კულტურის კრიტიკოსები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ლიტერატურის ფილოსოფოსები
- რელიგიის ფილოსოფოსები
- სოციალური მეცნიერების ფილოსოფოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- რუსი ფილოსოფოსები
- რუსი საბავშვო მწერლები
- რუსი რომანისტები
- რუსი მამაკაცი რომანისტები
- რუსი მამაკაცი დრამატურგები
- რუსი მამაკაცი ესეისტები
- რუსი მამაკაცი ჟურნალისტები