რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი

რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი (გერმ. Rudolf Christoph Eucken; დ. 5 იანვარი 1846, აურიხი, ჰანოვერის პროვინცია— გ. 15 სექტემბერი 1926, იენა, გერმანია) — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი.

1908 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში "ჭეშმარიტის სერიოზული ძიების, აზრის ყველგან შემღწევი ძალის, ფართო თვალსაწიერის, სიხალასისა და დამაჯერებლობისათვის, რომელთა მოშველიებითაც ის იცავდა და ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას".

1916 წლის 5 იანვარს საკუთარ დაბადების დღეზე ქალაქ იენის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. 1874 წლიდან იენის უნივერსიტეტის პროფესორად დანიშნეს ფილოსოფიის კათედრაზე.

1882 წელს დაქორწინდა ირენ პასოვზე (1863–1941). ჰყავდა ქალიშვილი და ორი ვაჟი. მისი ერთი შვილი, ვალტერ ეიკენი, ცნობილი ეკონომისტი გახდა, ხოლო მეორე - არნოლდ ეიკენი -ქიმიკოსი და ფიზიკოსი.[1]

რუდოლფ ეიკენი 1926 წლის 15 სექტემბერს, 80 წლის ასაკში, გერმანიის ქალაქ იენაში გარდაიცვალა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Beck, Friedrich Alfred. Rudolf Eucken, Deutsche Buch-Gemeinschaft, 1927.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Biografie Rudolf Christoph Eucken (German). Bayerische Nationalbibliothek. წაკითხვის თარიღი: 5 August 2015.