ისლანდიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლანდიური
íslenska
გავრცელებულია ისლანდიის დროშა ისლანდია
დანიის დროშა დანია
აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
მოლაპარაკეთა რაოდენობა 310,000
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა: ისლანდიის დროშა ისლანდია

არეგულირებს: ისლანდიური ენის ინსტიტუტი

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული
გერმანიკული
სკანდინავიური
ისლანდიური
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-1: is
ISO 639-2: isl
ISO/FDIS 639-3: isl


ისლანდიური ენა (íslenska [islεnska]) — ისლანდიის ოფიციალური ენა, გავრცელებულია ისლანდიაში, საუბრობს დაახლოებით 300 000 ადამიანი. მიეკუთვნება სკანდინავიურ ენათა ოჯახს. უახლოესი მონათესავე ენაა ფარერული.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველისლანდიური ენა ჩამოყალიბდა ერთ-ერთი დასავლეთ სკანდინავიური დიალექტის საფუძველზე. თანამედროვე ისლანდიური ენა ე.წ. კუნძულოვან სკანდინავიურ ენებს განეკუთვნება, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სხვა ენებისგან იზოლირებულად ვითარდებოდა.

არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლანდიურ ენაზე მოლაპარაკეთა უდიდესი ნაწილი ისლანდიაში ცხოვრობს, დაახლოებით 300 000 კაცი (2010). დანიაში დაახლოებით 8165 კაცი ფლობს ისლანდიურს, რომელთაგან 3000-3500 სტუდენტია. ისლანდიურად ლაპარაკობს აგრეთვე 5655 კაცი აშშ-ში, (2000 წლის აღწერით) და 2385 კანადაში (2001 წლის აღწერით) ძირითადად გიმლისა და მანიტობაში. ისლანდიის გარეთ ემიგრანტთა კომუნებში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მცირდება.

მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა 310 ათასი კაცია 2009 წლის აღწერით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]