ბანატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანატის მდებარეობა ევროპაში (აღნიშნულია მუქ მწვანედ)

ბანატი (რუმ. Banat, სერბ. Банат) — ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მოქცეულია აღმოსავლეთიდან ტრანსილვანიას, დასავლეთიდან მდინარე ტისას, ჩრდილოეთიდან მდინარე მურეშს და სამხრეთიდან მდინარე დუნაის შორის. XII საუკუნიდან შედიოდა უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში, XVI საუკუნისთვის დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. 1718 წლის პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებით გადავიდა ჰაბსბურგების ხელში. XVIII–XIX საუკუნეების კოლონიზაციის პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა მოსახლეობის მრავალეროვნული შემადგენლობა: რუმინელები, სერბები, ხორვატები, უნგრელები, სლოვაკები, გერმანელები და სხვ. 1920 წლის ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით გაიყო რუმინეთს (აღმოსავლეთი ნაწილი) და სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს (1929 წლიდან — იუგოსლავია; დასავლეთი ნაწილი) შორის; დღეს ბანატის ტერიტორია სერბეთისა და რუმინეთის შემადგენლობაშია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Банат // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 739.