ებრაული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ივრითი)
ებრაული ენა
ებრ. עִבְרִית
გავრცელებულია ისრაელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 7 მლნ.
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა ისრაელში
ლინგვისტური კლასიფიკაცია აფრაზიული ენები
სემიტური ენები
დასავლურ სემიტური ენები
დამწერლობის სისტემა ებრაული ანბანი
ენის კოდები ISO 639-1: he
ISO 639-2: heb
ISO/DIS 639-3: heb
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-he}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაებრაული ენა

ებრაული ენა (ებრ. עִבְרִית [Ivrit] — „ივრით“) — განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს. ებრაული ენის უძველესი ძეგლებია: ბიბლია, ეპიგრაფიკული ძეგლები (გეზერის კალენდარი - ძვ. წ. X ს., შილოახის წარწერა - ძვ. წ. VII ს.), ოსტრაკა (სამარიიდან - ძვ. წ. VIII ს., ლახიშიდან - ძვ. წ. VI ს.), პალიმფსესტი იუდას უდაბნოდან (ძვ. წ. VIII - VII სს.), მონეტები, წარწერიანი საწონები. ძვ. წ. VI საუკუნემდე ებრაული ენა საერთო-სახალხო ენა იყო პალესტინაში, რის შემდეგაც დაიწყო მისი არამეიზაცია (პირველყოვლისა - ქალაქებში). ამ პერიოდში (ძვ. წ. XII-II სს.) ებრაული ენა ცნობილია როგორც ბიბლიის ებრაული ან ძველი ებრაული. ახ. წ. III საუკუნემდე ებრაული ენა ჯერ კიდევ იხმარებოდა სოფლის მოსახლეობაში; ქალაქად მას იყენებდნენ მხოლოდ სწავლულები - რაბინები, რომლებაც შექმნეს „აკადემიური“ ლიტერატურა: ბიბლიის კომენტარები და ბიბლიური კანონების დამატებანი („მიშნა“, „თოსეფთა“, „მიდრაშები“). უფრო გვიან - იერუსალიმისა და ბაბილონის „თალმუდები“ (IV-V სს.), ბიბლიის ტექსტების კითხვის წესებისა და ვოკალიზაციის ნიშნების კრებული „მასორა“ (VI-VII სს.). ამ ლიტერატურის ენა ცნობილია როგორც რაბინული ებრაული ან მიშნის ებრაული. ძვ. წ. III - ახ. წ. II საუკუნეების ხანისაა იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაბათის ხეობები) აღმოჩენილი გრაგნილები, ოსტრაკა, ასევე ნახალ-ხევერში ნაპოვნი კორესპონდენცია. ბიბლიის შემდგომი ებრაული ლიტერატურის ენა საშუალო ებრაულადაა ცნობილი. ამის შემდეგ იწყება თანამედროვე ებრაულის ხანა (ზოგჯერ მას უსწოროდ „ძველებრაულს“, „ივრითს“ უწოდებენ, რაც ებრაულად „ებრაულ ენას“ ნიშნავს). თანამედროვე ებრაული ენა გაცოცხლებული ბიბლიის ენაა, რომელზედაც XIX საუკუნის ბოლოდან სისტემატურად იქმნება ლიტერატურა (მხატვრული, სასწავლო, პერიოდიკა), ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948) ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები, ლექსიკონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი, კონსტანტინე: ბიბლიის ებრაული – Biblical hebrew: გრამატიკა, ქრესტომათია, ლექსიკონი : სახელმძღვანელო / [რედ.: მ. გოცირიძე] - თბილისი  : თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2001 - ეძღვნება საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 2600 წლისთავს . ISBN 99928-58-37-0
  • მალერი, ისრაელ: ალეფბეთი: ებრაული ანბანი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის [მთარგმნ. გურამ ბათიაშვილი, მხატვ. მ. ჟერებჩევსკი] - თბილისი 2004
  • ებრაული ანთოლოგია / პროექტის ავტ. სოსო ჯინჯიხაშვილი ; [შემდგ. ირმა აბაშიძე ; რედ. მამუკა ბუცხრიკიძე] - თბილისი 2008. შპს ჟურნ. "თბილისელები"

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]