დანიელ პასარელა
პასარელა ფიფა-ს თასით 1978 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დანიელ ალბერტო პასარელა | ||
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1973 | სარმიენტო | 36 | (9) |
1974–1982 | რივერ პლეიტი | 226 | (90) |
1982–1986 | ფიორენტინა | 109 | (26) |
1986–1988 | ინტერი | 44 | (9) |
1988–1989 | რივერ პლეიტი | 32 | (9) |
სულ | 447 | (140) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1986 | არგენტინა | 70 | (23) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1989–1994 | რივერ პლეიტი | ||
1994–1998 | არგენტინა | ||
1999–2001 | ურუგვაი | ||
2001 | პარმა | ||
2002–2004 | მონტერეი | ||
2005 | კორინთიანსი | ||
2006–2007 | რივერ პლეიტი | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დანიელ ალბერტო პასარელა (ესპ. Daniel Alberto Passarella; დ. 25 მაისი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იგი ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.[1][2]
1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საკლუბო და სანაკრებო მატჩებში გატანილი აქვს 175 გოლი, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მცველებს შორის მეორე ადგილს იკავებს რონალდ კუმანის შემდეგ.[3] არაერთხელ შედიოდა მსოფლიოს სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.
პასარელა, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე, ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო გულშემატკივრებმა მას „დიდი კაპიტანი“ (ესპ. El Gran Capitán), ხოლო ელეგანტური და არისტოკრატული თამაშის სტილის გამო ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად „ელ კაიზერი“ (ესპ. El Kaiser) შეარქვეს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პასარელა საკლუბო კარიერას 1971 წელს არგენტინულ საფეხბურთო კლუბ ხუნინის „სარმიენტოში“ იწყებს, სადაც 1973 წლის ჩათვლით გამოდის. მის შემადგენლობაში ჩემპიონატის 36 შეხვედრას ატარებს და ცხრა ბურთი გააქვს.
1974–1982 წლებში ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 226 მატჩს თამაშობს და 90 გოლის გატანას ახერხებს. „რივერ პლეიტთან“ ერთად არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხჯერ მეტროპოლიტანოს — 1975,[4] 1977,[5] 1979,[6] 1980,[7] ხოლო სამჯერ ნასიონალის — 1975,[8] 1979,[9] 1981[10] გამარჯვებული ხდება. 1976 წელს აღიარეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.[11]
1982–1986 წლებში იტალიის „ფიორენტინაში“ გამოდის, სადაც 109 შეხვედრაში და 26 ბურთი გაქვს.
მილანის „ინტერის“ მაისურით პასარელა ორი საფეხბურთო სეზონის (1986–1988) განმავლობაში გამოდის.
1986–87 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონატის 30 შეხვედრიდან 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამი გოლი გააქვს. მიმდინარე ჩემპიონატში „ინტერი“ 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება გათამაშების გამარჯვებულს — „ნაპოლის“, რომელიც მარადონას წყალობით კლუბის ისტორიაში თავის პირველ სკუდეტოს იგებს.
შედეგიანობის მხრივ უფრო იღბლიანი და ერთგვარად დრამატულიც გამოდგა მისი გამოსვლა იტალიის თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 8 შეხვედრაში — ოთხჯერ მეტოქეთა კარის, ხოლო ერთხელ — საკუთარი კარის აღებასაც ახერხებს.[კომ. 1]
იმავე სეზონში „ინტერის“ რიგებში უეფას თასის გათამაშების ტურნირზეც ასპარეზობს, სადაც შვიდ შეხვედრაში იცავს კლუბის ღირსებას და ერთი გოლი გააქვს. 1987–88 წლის სეზონში გასულ სეზონთან შედარებით სერია A-ს გათამაშებაში ორი მატჩით ნაკლებს ატარებს და სულ 21-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე, თუმცა ამჯერად წინასგან განსხვავებით ორჯერ მეტი — ექვსი გოლი გააქვს მეტოქეთა კარში. ამას გარდა იტალიის თასის გათამაშებაში, წინა სეზონის მსგავსად, ახლაც 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, თუმცა მეტოქეთა კარის აღებას ამჯერად მხოლოდ ერთხელ ახერხებს. ამ სეზონში „ინტერის“ რიგებში კვლავ ასპარეზობს უეფას თასის გათამაშებაში, სადაც ექვს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში მილანის „ინტერის“ ღირსებას იტალიის სერია A-ს 44 შეხვედრაში იცავს და ცხრა ბურთი გააქვს.
თავის უკანასკნელ საფეხბურთო სეზონს (1988–1989) პასარელა კვლავ სამშობლოში — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ ატარებს (32 მატჩი და ცხრა გოლი).
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა არგენტინის, იტალიის, მექსიკის და ბრაზილიის საფეხბურთო კლუბებში. 1994–1998 წლებში სათავეში ედგა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო 1998–2001 წლებში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1997 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად. 2009 წლის დეკემბრიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და ტიტულოვანი არგენტინული კლუბის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა,[12][13][14][15] რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 20 მარტს,[16] სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო ორლანდო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, ოსვალდო არდილესი, რიკარდო ბოჩინი, მარსელო ტრობიანი, მარიო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე და ამერიკო გალიეგო. მატჩი კიევში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 4 მაისს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ნერი პუმპიდო, ოსკარ გარე, ხულიო ოლარტიკოეჩეა, ოსკარ რუჯერი, სერხიო ბატისტა, კლაუდიო ბორგი, ხორხე ბურუჩაგა, რიკარდო ჯუსტი, დიეგო მარადონა, სერხიო ომარ ალმირონი და დანიელ პასარელა. მატჩი თელ-ავივში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 7–2 დასრულდა.[17]
სანაკრებო მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | დივ. | სეზონი | ლიგა | თასი(1) | საერთ(2) | ჯამში | გსმ(3) | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||||||
სარმიენტო არგენტინა | |||||||||||||||
3.ª | 1973 | 36 | 9 | — | — | 36 | 9 | 0,25 | |||||||
სულ | 36 | 9 | 0 | 0 | 0 | 0 | 36 | 9 | 0,25 | ||||||
რივერ პლეიტი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1974 | 22 | 5 | — | — | 22 | 5 | 0,22 | |||||||
1975 | 29 | 9 | — | — | 29 | 9 | 0,31 | ||||||||
1976 | 35 | 24 | — | 9 | 1 | 44 | 25 | 0,56 | |||||||
1977 | 40 | 13 | — | 2 | 1 | 42 | 14 | 0,33 | |||||||
1978 | 19 | 4 | — | 9 | 1 | 28 | 5 | 0,17 | |||||||
1979 | 38 | 9 | — | — | 38 | 9 | 0,23 | ||||||||
1980 | 41 | 12 | — | 7 | 0 | 48 | 12 | 0,25 | |||||||
1981 | 42 | 14 | — | 6 | 1 | 48 | 15 | 0,31 | |||||||
სულ | 226 | 90 | 0 | 0 | 33 | 4 | 259 | 90 | 0,34 | ||||||
ფიორენტინა იტალია | |||||||||||||||
1.ª | 1982–83 | 27 | 3 | 5 | 0 | 2 | 0 | 34 | 3 | 0,22 | |||||
1983–84 | 27 | 7 | 7 | 1 | — | 34 | 8 | 0,23 | |||||||
1984–85 | 26 | 5 | 6 | 3 | 3 | 1 | 35 | 9 | 0,25 | ||||||
1985–86 | 29 | 11 | 7 | 4 | — | 36 | 15 | 0,41 | |||||||
სულ | 109 | 26 | 25 | 8 | 5 | 1 | 139 | 35 | 0,25 | ||||||
ინტერი იტალია | |||||||||||||||
1.ª | 1986–87 | 23 | 3 | 8 | 4 | 7 | 1 | 38 | 8 | 0,21 | |||||
1987–88 | 21 | 6 | 8 | 1 | 6 | 0 | 35 | 7 | 0,20 | ||||||
სულ | 44 | 9 | 16 | 5 | 13 | 1 | 73 | 15 | 0,20 | ||||||
რივერ პლეიტი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1988–89 | 32 | 9 | — | 0 | 0 | 32 | 9 | 0,28 | ||||||
სულ | 32 | 9 | 0 | 0 | 0 | 0 | 32 | 9 | 0,28 | ||||||
სულ ჯამში | 447 | 134 | 41 | 13 | 50 | 6 | 538 | 153 | 0,28 | ||||||
(1) იტალიის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასისა და უეფა-ს თასის მონაცემების ჩათვლით.
(3)ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.
|
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1976 | 3 | 2 | - | - | - | - | 3 | 0 | 6 | 2 |
1977 | 6 | 3 | - | - | - | - | 1 | 0 | 7 | 3 | |
1978 | 4 | 2 | 7 | 1 | - | - | 2 | 1 | 13 | 4 | |
1979 | 7 | 3 | - | - | 4 | 2 | - | - | 11 | 5 | |
1980 | 9 | 3 | - | - | - | - | - | - | 9 | 3 | |
1981 | 2 | 1 | - | - | - | - | 2 | 0 | 4 | 1 | |
1982 | 4 | 1 | 5 | 2 | - | - | - | - | 9 | 3 | |
1985 | 2 | 0 | - | - | - | - | 6 | 2 | 8 | 2 | |
1986 | 3 | 0 | - | - | - | - | - | - | 3 | 0 | |
სულ ჯამში | 40 | 15 | 12 | 3 | 4 | 2 | 14 | 3 | 70 | 23 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პასარელამ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.[101][102][103]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 19 | მცველი | 7 | 1 | 5 | 1 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 15 | მცველი | 5 | 2 | 2 | 0 | 3 | |
1986 | მექსიკა | 6 | მცველი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დიეგოსა და ბერტონისთან, 1982.
-
შვილთან ერთად, 1979.
-
დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1986.
-
მარადონა და პასარელა „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის წინ, 1985.
-
ენსო ტროსეროსთან ერთად, 1982.
-
მარადონა და პასარელა, 1985.
-
დიეგოსა და ლალო მარადონასთან ერთად, 15 აპრილი, 1979.
-
პასარელა „რივერის“ მაისურით, 1981.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროპოლიტანო: 1975, 1977, 1979, 1980
- ნასიონალი: 1975, 1979, 1981
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1976[106]
- სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1997
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999[107]
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1978[108]
- არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015[109]
- ფიფა-ს ასეულის წევრი: 2004[110]
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრიმერა დივიზიონი: 1989–90
- აპერტურა: 1991, 1993
- კლაუსურა: 1993
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · BDFutbol · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · Football Top.com · Footballplayers.ru · National Football Teams.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Solofutbol.cl · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net |
National Football Teams |
---|
1976 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982 · 1985 · 1986 |
Planet World Cup |
---|
1978 · 1982 · 1986 · 1978 · 1982 · 1986 |
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იტალიის თასის გათამაშების პირველი წრის ამ ღირსახსოვარ შეხვედრას „ინტერი“ 1986 წლის 24 აგვისტოს, სტუმრად, სალერნოს პროვინციის ქალაქ კავა-დე-ტირენის სიმონეტა ლამბერტის სახელობის სტადიონზე ატარებს, სადაც ადგილობრივ „კავეზეს“ უპირისპირდება. პირველი ბურთი მასპინძელთა კარში შეხვედრის მე-20 წუთზე, „ინტერის“ მცველს — რიკარდო ფერის გააქვს. ამის შემდეგ, ანგარიში არ იცვლება მომდევნო 51 წუთის განმავლობაში, რამდენადაც „კავეზეს“ ფეხბურთელებს, როგორც პირველი ტაიმის დარჩენილი 25 წუთის, ასევე, მეორე ტაიმის საწყისი 26 წუთის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებისთვის, საფეხბურთო იღბალთან ერთად, არც სათანადო ოსტატობა და არც შესაბამისი მონდომება უწყობთ ხელს. ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც თანაბრდება, როდესაც შეხვედრის 71-ე წუთზე პასარელას „საპასუხო“ გოლი გააქვს საკუთარ კარში. სახელოვანი არგენტინელის ასეთ „ქველმოქმედებას“ პარტნიორები სწრაფი შეტევით პასუხობენ და სამიოდე წუთში კარლ-ჰაინც რუმენიგეს დარტყმული ბურთი მეორედ არხევს „კავეზეს“ კარის ბადეს. 90-ე წუთზე კი, ალესანდრო ალტობელის მესამე გოლი შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს — 3–1 „ინტერის“ სასარგებლოდ. ტურნირის პირველი წრის მომდევნო შეხვედრას — 1986 წლის 27 აგვისტოს ქალაქი კატანია მასპინძლობს, სადაც ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონზე „ინტერი“ ადგილობრივ „კატანიას“ ეთამაშება. აქაც, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ანგარიშს კვლავ სტუმრები ხსნიან — მე-10 წუთზე პასარელას „ინტერის“ მაისურით თავისი მეორე სათასო გოლი გააქვს, ამჯერად მოწინააღმდეგის კარში — 1–0. 35-ე წუთზე მილანელთა ნახევარმცველი — ადრიანო პირაჩინი კიდევ უფრო აწინაურებს თავის გუნდს — 2–0. ამის შემდეგ, ხუთიოდე წუთში კატანიელები ერთი ბურთის გაქვითვას ახერხებენ — გოლი კარლო ბორგის ანგარიშზეა — 2–1. თუმცა, რუმენიგეს (მე-60 წუთზე) და ალტობელის (75-ე წუთზე) ზუსტი დარტყმები ამჯერად სამბურთიანი სხვაობით აწინაურებენ „ინტერს“. ანგარიში შეხვედრის ბოლომდე უცვლელი რჩება — 4–1 „ნერაძურის“ სასარგებლოდ.
- ↑ ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
- ↑ აღნიშნულ წყაროში გოლების გრაფაში დანიელ პასარელას ნაცვლად შეცდომით მითითებულია რიკარდო გარეკა (Ricardo Gareca).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-04-11.
- ↑ The Highest Scoring Defenders of All Time - Ranked // 90min.com
- ↑ Campeonato Metropolitano 1975.
- ↑ Campeonato Metropolitano 1977.
- ↑ Campeonato Metropolitano 1979.
- ↑ Campeonato Metropolitano 1980.
- ↑ Campeonato Nacional 1975.
- ↑ Campeonato Nacional 1979.
- ↑ Campeonato Nacional 19817.
- ↑ Argentina - Player of the Year.
- ↑ Daniel Alberto Passarella - International Appearances.
- ↑ Argentina National Team Players 1964-1998: Passarella.
- ↑ Argentina — Record International Players: Passarella.
- ↑ Argentina at the 1978 FIFA World Cup. FIFA.
- ↑ Soviet Union - List of International Matches.
- ↑ Argentina National Team Archive 1971-1980.
- ↑ USSR 0–1 Argentina, 20 March 1976.
- ↑ Programs. USSR - Argentina 1976. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 2022-05-03.
- ↑ USSR 0–1 Argentina. RSSSF.
- ↑ Argentina 4–1 Uruguay, 08 April 1976.
- ↑ Brazil 2–0 Argentina, 19 May 1976.
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Argentina-Brazil Matches 1914-2008.
- ↑ Uruguay 0–3 Argentina, 09 June 1976.
- ↑ Peru 1–3 Argentina, 28 October 1976.
- ↑ Argentina 1–0 Peru, 10 November 1976.
- ↑ Argentina 1–3 West Germany, 05 June 1977.
- ↑ Argentina 1–1 England, 12 June 1977.
- ↑ Argentina 1–1 Scotland, 18 June 1977.
- ↑ Argentina 1–1 Scotland. El Grafico, № 3011, 1977. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 2022-05-03.
- ↑ Argentina 0–0 France, 26 June 1977.
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia, 03 July 1977.
- ↑ Argentina 2–0 East Germany, 12 July 1977.
- ↑ Argentina 2–1 Paraguay, 24 August 1977.
- ↑ Argentina 2–1 Peru, 19 March 1978.
- ↑ Peru 1–3 Argentina, 23 March 1978.
- ↑ Argentina 3–1 Bulgaria, 29 March 1978.
- ↑ Argentina 2–0 Romania, 06 April 1978.
- ↑ Argentina 3–1 League of Ireland, 20 April 1978.
- ↑ Argentina 3–0 Uruguay, 03 May 1978.
- ↑ Argentina 2–1 Hungary, 02 June 1978.
- ↑ Argentina 2–1 France, 06 June 1978.
- ↑ Argentina 0–1 Italy, 10 June 1978.
- ↑ Argentina 2–0 Poland, 14 June 1978.
- ↑ Argentina 0–0 Brazil, 18 June 1978.
- ↑ Argentina 6–0 Peru, 21 June 1978.
- ↑ Argentina 3–1 Netherlands, 25 June 1978.
- ↑ Argentina 2–1 Bulgaria, 25 April 1979.
- ↑ Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979.
- ↑ Italy 2–2 Argentina, 26 May 1979.
- ↑ Scotland 1–3 Argentina, 02 June 1979.
- ↑ Argentina 1–2 Rest of the World, 25 June 1979.
- ↑ Bolivia 2–1 Argentina, 18 July 1979.
- ↑ Brazil 2–1 Argentina, 02 August 1979.
- ↑ Argentina 3–0 Bolivia, 08 August 1979.
- ↑ Argentina 2–2 Brazil, 23 August 1979.
- ↑ West Germany 2–1 Argentina, 12 Sept. 1979.
- ↑ Yugoslavia 4–2 Argentina, 16 September 1979.
- ↑ England 3–1 Argentina, 13 May 1980.
- ↑ Rep. of Ireland 0–1 Argentina, 16 May 1980.
- ↑ Austria 1–5 Argentina, 21 May 1980.
- ↑ Argentina 2–2 Chile, 18 September 1980.
- ↑ Argentina 2–0 Bulgaria, 09 October 1980.
- ↑ Argentina 2–1 Poland, 12 October 1980.
- ↑ Argentina 1–0 Czechoslovakia, 15 Oct. 1980.
- ↑ Argentina 1–1 USSR, 04 December 1980.
- ↑ Argentina 5–0 Switzerland, 16 December 1980.
- ↑ Argentina 2–1 Germany, 01 January 1981.
- ↑ Argentina 1–1 Brazil, 04 January 1981.
- ↑ Argentina 1–2 Poland, 28 October 1981.
- ↑ Argentina 1–1 Czechoslovakia, 11 Nov. 1981.
- ↑ Argentina 1–1 West Germany, 24 March 1982.
- ↑ Argentina v Germany 24th Mar 1982.
- ↑ Argentina 1–1 USSR, 04 April 1982.
- ↑ Argentina 2–1 Bulgaria, 05 May 1982.
- ↑ Argentina 1–0 Romania, 12 May 1982.
- ↑ Argentina 0–1 Belgium, 13 June 1982.
- ↑ Argentina 4–1 Hungary, 18 June 1982.
- ↑ Argentina 2–0 El Salvador, 23 June 1982.
- ↑ Italy 2–1 Argentina, 29 June 1982.
- ↑ Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982.
- ↑ Argentina 1–1 Paraguay, 09 May 1985.
- ↑ Argentina 2–0 Chile, 14 May 1985.
- ↑ Venezuela 2–3 Argentina, 26 May 1985.
- ↑ Venezuela 2–3 Argentina, 26.05.1985.
- ↑ Colombia 1–3 Argentina, 02 June 1985.
- ↑ Colombia 1–3 Argentina, 02.06.1985.
- ↑ Argentina 3–0 Venezuela, 09 June 1985.
- ↑ Argentina 3–0 Venezuela, 09.06.1985.
- ↑ Argentina 1–0 Colombia, 16 June 1985.
- ↑ Argentina 1–0 Colombia, 16.06.1985.
- ↑ Peru 1–0 Argentina, 23 June 1985.
- ↑ Peru 1–0 Argentina, 23.06.1985.
- ↑ Argentina vs. Peru 2–2 (30.06.1985).
- ↑ Argentina 2–2 Peru, 30.06.1985.
- ↑ France 2–0 Argentina, 26 March 1986.
- ↑ Norway 1–0 Argentina, 30 April 1986.
- ↑ Israel 2–7 Argentina, 04 May 1986.
- ↑ Copa Félix Bogado 1977 (24 Aug. Argentina 2-1 Paraguay).
- ↑ Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar. Argentina 2-1 Peru).
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1978
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1982
- ↑ Daniel Passarella in the World Cups
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™
- ↑ 1986 FIFA World Cup Mexico ™
- ↑ Daniel Passarella – 1976 (Argentina — Player of the Year)
- ↑ Placar's 100 Craques do Século
- ↑ 1978 World Cup All-Star Team
- ↑ La Selección de todos los tiempos
- ↑ The FIFA 100 // theguardian.com
|
|
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 25 მაისი
- დაბადებული 1953
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- რივერ პლეიტის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ფიორენტინას ფეხბურთელები
- მილანის ინტერის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1979 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები
- რივერ პლეიტის მწვრთნელები
- სერია A-ს მწვრთნელები
- პარმის მწვრთნელები
- 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში