ენსო ტროსერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენსო ტროსერო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ენსო ექტორ ტროსერო [1]
დაბადების
თარიღი
23 მაისი, 1953 (1953-05-23) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1972 სპორტივო ბელგრანო ? (?)
1972–1975 კოლონი 101 (3)
1975–1986 ინდეპენდიენტე 308 (55)
1979–1981   ნანტი 69 (12)
1986 ტოლუკა ? (?)
1986–1987 ესტუდიანტესი 20 (4)
1987–1988 სიონი ? (?)
1989 ესტუდიანტესი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1979–1985 არგენტინა 26 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1987–1989 არგენტინა 20-წლამდე (ასისტენტი)
1989–1990 არგენტინა 16-წლამდე (ასისტენტი)
1990–1992 სიონი
1992–1994 ურაკანი
1994–1995 ესტუდიანტესი
1995–1997 კოლონი
1997–1998 სან-მარტინი
1999 ლუგანო
1999–2000 ინდეპენდიენტე
2000–2001 შვეიცარია
2002 ტალერესი
2004–2007 მუნისიპალი
2007–2009 ალ-შაბაბი
2009 გოდოი-კრუსი
2009 ალ-იტიჰადი
2009 ალ-შაბაბი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ენსო ექტორ ტროსერო (ესპ. Enzo Héctor Trossero; დ. 23 მაისი, 1953, ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[2][3][4]

სათამაშო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტივო ბელგრანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კარიერა 1971 წელს, საფეხბურთო კლუბ „სპორტივო ბელგრანოს“ რიგებში დაიწყო.

კოლონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972–1975 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კოლონის“ შემადგენლობაშია. „კოლონის“ მაისურით პირველად 1972 წლის 21 აპრილს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში გამოვიდა მინდორზე.[5][6][7] პირველი ბურთი 1973 წლის 29 აპრილს, მეტროპოლიტანოს მე-10 ტურის მატჩში „ფერო კარილ ოესტეს“ გაუტანა.[8][9] ბოლოჯერ მეტოქის კარი 1974 წლის 24 მარტს მეტროპოლიტანოს მე-9 ტურის შეხვედრაში აიღო. ამ დღეს ტროსეროს გუნდმა „ბოკა ხუნიორსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4–1 დაამარცხა.[10][11] უკანასკნელად „კოლონის“ რიგებში 1975 წლის 5 მარტს, სტუმრად, „ურაკანის“ წინააღმდეგ გამართულ მეტროპოლიტანოს მე-5 ტურის მატჩში გამოვიდა.[12][13] საერთო ჯამში არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში „კოლონის“ შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.

ინდეპენდიენტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1986 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 24 სექტემბერს, კორდოვის „ბელგრანოს“ წინააღმდეგ ნასიონალის ჩემპიონატის მე-2 ტურის გასვლით შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე.[14] მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[15] პირველი გოლი 1976 წლის 15 თებერვალს, მეტროპოლიტანოს პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში „ურაკანს“ გაუტანა.[16] მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[17] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1976 წლის 13 მაისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[18] მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.[19] „ინდეპენდიენტე“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: კიროგა, სორია, ვილავერდე, ტროსერო, პავონი, როხასი, სემენევიჩი, ბოჩინი, ბერტონი, ასტეგიანო და საგიორატო. მეტოქე გუნდის შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფილოლი, პასარელა, ალონსო და ლუკე თამაშობდნენ.[20] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ მაისურით პირველი გოლი 1978 წლის 30 ივნისს, ეკვადორული საფეხბურთო კლუბის კიტოს „ელ ნასიონალის“ კარში გაიტანა.[21][22] მატჩი კიტოში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[23] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში უკანასკნელად 1984 წლის 27 ივლისს, საკუთარ მოედანზე, „გრემიოს“ წინააღმდეგ გამართულ ტურნირის განმეორებით ფინალურ მატჩში გამოვიდა.[24][25]

ნანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ინდეპენდიენტედან“ იჯარით საფრანგეთში გადაინაცვლა და საფრანგეთის პირველი დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ნანტის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1981 წლების განმავლობაში საფრანგეთის პირველი დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 69 მატჩში 12 გოლი გაიტანა.[26][27]

„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, ენსო ტროსერო, მაქსიმ ბოსი, პატრის რიო, ოსკარ მიულერი, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ჟილ რამპიონი, ვიქტორ ტროსერო, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[28] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 19.09.1979 „კლიფტონვილი“ ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა 0–1 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [29]
2 03.10.1979 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 7–0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა „კლიფტონვილი“ [30]
3 24.10.1979 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 3–2 რუმინეთის დროშა „სტიაუა“ [31]
4 05.03.1980 „დინამო“ მოსკოვი რსფსრ-ის დროშა 0–2 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [32]
5 19.03.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–3 რსფსრ-ის დროშა „დინამო“ მოსკოვი [33]
6 09.04.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–1 ესპანეთის დროშა „ვალენსია“ [34]
7 23.04.1980 „ვალენსია“ ესპანეთის დროშა 4–0 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [35]

არგენტინელი მცველისთვის წარმატებული გამოდგა ნანტელთა რიგებში გატარებული პირველივე 1979–80 წლების სეზონი, როდესაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 26 მოიგო, 7 დათმო, 5 ფრედ დაამთავრა, 57 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და ორწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოსვლის უფლება კვლავ მოიპოვა.[36]

პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1980–81 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველი წრის განმეორებით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „ლინფილდის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ფაბრის პულანი, ჟილ რამპიონი, ჟოზე ტურე, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1980 წლის 1 ოქტომბერს ნანტში, „ბოჟუარის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[37] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ ჩემპიონთა თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 01.10.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა „ლინფილდი“
გოლი 49'
[38]
2 22.10.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 1–2 იტალიის დროშა „ინტერი“ მილანი [39][40]
3 05.11.1980 „ინტერი“ მილანი იტალიის დროშა 1–1 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [41][42]

1980–81 წლების სეზონზე გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი ხდება. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 22 მოიგო, 5 დათმო, 11 ფრედ დაამთავრა, 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და სულ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონატის გამარჯვებულ „სენტ-ეტიენს“, ამასთან უეფა-ს თასზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, სადაც კლუბმა ბოლოს 1978–79 წლების გათამაშებაზე იასპარეზა.

ტოლუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტუდიანტესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979–1985 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1979 წლის 22 მაისს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფიფა-ს საიუბილეო თარიღისადმი[43] მიძღვნილ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბერნის სტადიონ „ვანკდორფზე“ გაიმართა, რომლის ძირითად და დამატებითი დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო პენალტების სერიაში, სადაც პირველი გოლი სწორედ ენსო ტროსერომ გაიტანა,[44][45] არგენტინელებმა ანგარიშით 8–7 გაიმარჯვეს.[46][47] მომდევნო შეხვედრა იმავე წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[48][49] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1985 წლის 17 ნოემბერს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პუებლაში გაიმართა და მისი სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ფრედ — ამჯერად, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[50]

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 22.05.1979 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
(1)შეცვლაზე შესვლა after 85 წუთი 85'
[51]
2 29.05.1979 ირლანდია ირლანდიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა
Booked after ? minutes ?'
[52]
3 02.06.1979 შოტლანდია შოტლანდიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე შესვლა after 20 წუთი 20'
[53]
4 09.03.1982 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია [54]
5 12.05.1983 ჩილე ჩილეს დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა [55][56]
6 23.06.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩილეს დროშა ჩილე [57]
7 14.07.1983 პარაგვაი პარაგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ბოგადოს თასი
(2)
[58][59]
8 24.08.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია [60]
9 07.09.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 ეკვადორის დროშა ეკვადორი [61]
10 14.09.1983 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა [62]
11 17.06.1984 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა [63]
12 18.07.1984 ურუგვაი ურუგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
(3)
[64][65]
13 02.08.1984 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი
(4)
[66][67]
14 24.08.1984 კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
[68]
15 05.09.1984 ბელგია ბელგიის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა
[69]
16 12.09.1984 გფრ გერმანიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა [70]
17 18.09.1984 მექსიკა მექსიკის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა
[71]
18 25.10.1984 არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 მექსიკის დროშა მექსიკა
[72]
19 05.05.1985 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'
[73]
20 26.05.1985 ვენესუელა ვენესუელის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა [74][75]
21 02.06.1985 კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა [76][77]
22 09.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ვენესუელის დროშა ვენესუელა [78][79]
23 16.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია [80][81]
24 23.06.1985 პერუ პერუს დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა [82][83]
25 30.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 პერუს დროშა პერუ [84][85]
26 17.11.1985 მექსიკა მექსიკის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა [86]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 1987–1989 წლებში არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 1989–1990 წლებში არგენტინის 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
კოლონი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1972 29 0 - - - - 29 0
1973 35 2 - - - - 35 2
1974 33 1 - - - - 33 1
1975 5 0 - - - - 5 0
სულ 102 3 0 0 0 0 102 3
ინდეპენდიენტე
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1975 14 0 - - - - 14 0
1976 41 3 - - 7 0 48 3
1977 59 14 - - - - 59 14
1978 33 9 - - 7 1 40 10
1979 15 3 - - 10 0 25 3
1981 26 10 - - - - 26 10
1982 34 11 - - - - 34 11
1983 46 3 - - - - 46 3
1984 30 2 - - 13 0 43 2
1985 9 0 - - - - 9 0
1985-86 1 0 - - - - 1 0
სულ 308 55 0 0 37 1 345 56
ნანტი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1.ª 1979-80 35 6 3 0 7 0 45 6
1980-81 34 6 5 1 3 1 42 8
სულ 69 12 8 1 10 1 87 14
ტოლუკა
მექსიკის დროშა მექსიკა
1.ª 1985-86 1 0 - - - - 1 0
სულ 1 0 0 0 0 0 1 0
ესტუდიანტესი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1986-87 20 4 - - - - 20 4
სულ 20 4 0 0 0 0 20 4
სულ ჯამში 500 74 49 2

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური შესარჩევი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
1979 3 0 - - - - - - 3 0
1982 1 0 - - - - - - 1 0
1983 0 0 - - 3 0 3 0 6 0
1984 8 0 - - - - - - 8 0
1985 2 0 6 0 - - - - 8 0
სულ ჯამში 14 0 6 0 3 0 3 0 26 0

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდეპენდიენტე
ნანტი

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიონი
მუნისიპალი
  • გვატემალის ეროვნული ლიგა: 2004, 2005, 2006
  • გვატემალის თასი: 2004
ალ-შაბაბი
  • საუდის არაბეთის ჩემპიონთა სამეფო თასი: 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Instagram
თემატური საიტები
AFS · BDFA · BeSoccer · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · Football World Rankings · Global Sports Archive · National Football Teams.com · Pari-et-gagne.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Soccerway · Solofutbol.cl · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net
მედია
BBC · El Gráfico

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
  2. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ნიუტონის თასი (Competition: Copa Newton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ნიუტონის თასზე ბოლო შეხვედრა არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის შედგა 1976 წლის 9 ივნისს, მონტევიდეოს „სენტენარიოზე“ და არგენტინელთა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა. ბურთები ლუკემ (2'), კემპესმა (11') და ჰაუსმანმა (28') გაიტანეს.
  3. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ლიპტონის თასი (Competition: Copa Lipton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ლიპტონის თასზე 1976–1992 წლებს შორის არცერთი შეხვედრა არ შემდგარა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Enzo Trossero (born 23 May 1953) — Argentina NFT Defender (1977–1985). Panini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  2. არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. Solofutbol.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  3. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982). RSSSF. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  4. Enzo Trossero in the World Cups. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  5. Enzo Héctor Trossero · Debut en Colon (Santa Fe): 21-4-1972 · River Plate: 4 vs Colon (Santa Fe): 0. Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  6. La previa de River Plate vs. Colón. Club Atlético River Plate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტატა: „Torneo Metropolitano de 1972 · River Plate 4 (Oscar Más (3) y Carlos López) Colón 0“ ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  7. Gorgazzi, Osvaldo José. (21 დეკემბერი, 2006) Argentina - First Level 1972 · Campeonato Metropolitano. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  8. Enzo Héctor Trossero · Primer Gol:29-4-1973 (M) (10°F) Colon (Santa Fe):2 vs Ferro Carril Oeste:0 (1 gol) (P:41'). Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  9. Roimiser, Javier. (2 ოქტომბერი, 2005) Argentina 1973 · Metropolitano Championship · 10th Round. Colón (SF) 2-0 Ferro Carril Oeste. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  10. Enzo Héctor Trossero · Ultimo Gol:24-3-1974 (M) (9°F) Colon (Santa Fe):4 vs Boca Juniors:1 (1 gol) (ST:5'). Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  11. Gorgazzi, Osvaldo José. (15 ოქტომბერი, 2005) Argentina 1974 · Campeonato Metropolitano · Round 9. Colón 4–1 Boca Juniors. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  12. Enzo Héctor Trossero · Ultimo Partido:5-3-1975 (M) (5°F) Huracan:1 vs Colon (Santa Fe):0. Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  13. Gorgazzi, Osvaldo José. (3 აპრილი, 2014) Argentina - Domestic Championships 1975 · Metropolitan Championship · Round 5. Huracán (Buenos Aires) 1–0 Colón. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  14. Enzo Héctor Trossero · Debut en Independiente:24-9-1975 (N) (2°F) Belgrano (Cordoba):0 vs Independiente:2.. Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  15. Gorgazzi, Osvaldo José. (3 აპრილი, 2014) Argentina - Domestic Championships 1975 · Nacional Championship · Round 2. Belgrano (Córdoba) 0–2 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  16. Enzo Héctor Trossero · Primer Gol:15-2-1976 (M) (1°F) Huracan:2 vs Independiente:1 (1 gol) (ST:2'). Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  17. Ciullini, Pablo; Gorgazzi, Osvaldo José. (2 სექტემბერი, 2009) Argentina 1976 · Campeonato Metropolitano 1976 (Metropolitan Championship) · Round 1. Huracán (Buenos Aires) 2–1 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  18. Enzo Héctor Trossero · Debut en Copa Libertadores:13-5-1976 River Plate:0 vs Independiente:0. Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  19. Beuker, John; Ciullini, Pablo. (28 თებერვალი, 2013) Copa Libertadores de América 1976 · May 13: River Plate 0–0 Independiente. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  20. 1976 Copa Libertadores · River 0–0 Independiente. Estadisticas CA Independiente. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-09. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  21. „ელ ნასიონალი“ (ესპ. Club Deportivo El Nacional) — ეკვადორული საფეხბურთო კლუბი ქალაქ კიტოდან.
  22. Enzo Héctor Trossero · Primer Gol:30-6-1978 El Nacional (Ecuador):1 vs Independiente:2 (1 gol). Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  23. Beuker, John; Ciullini, Pablo. (28 თებერვალი, 2013) Copa Libertadores de América 1978 · Jun 30: El Nacional 1–2 Independiente. RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  24. Enzo Héctor Trossero · Ultimo Partido:27-7-1984 (Final) (Ida) Independiente:0 vs Gremio (Brasil):0. Futbolistas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021.
  25. Beuker, John; Ciullini, Pablo. (7 მარტი, 2013) Copa Libertadores de América 1984 · Final (Jul 24 & 27) · Grêmio (Bra) 0–1 0–0 Independiente (Arg). RSSSF. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021
  26. Enzo Trossero. pari-et-gagne.com. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  27. Enzo Trossero. FC Nantes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-18. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  28. Cliftonville 0–1 FC Nantes / 19.09.1979 // sharkscores.com
  29. Cliftonville FC 0–1 FC Nantes / 19.09.1979 // Transfermarkt
  30. FC Nantes 7–0 Cliftonville FC / 03.10.1979 // Transfermarkt
  31. FC Nantes 3–2 Steaua Bukarest / 24.10.1979 // Transfermarkt
  32. Dynamo Moskau 0–2 FC Nantes / 05.03.1980 // Transfermarkt
  33. FC Nantes 2–3 Dynamo Moskau / 19.03.1980 // Transfermarkt
  34. FC Nantes 2–1 FC Valencia / 09.04.1980 // Transfermarkt
  35. FC Valencia 4–0 FC Nantes / 23.04.1980 // Transfermarkt
  36. Enzo Trossero · Champion (1): 1979/80 (FC Nantes). Pari-et-gagne.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-18. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  37. FC Nantes 2–0 Linfield, 1 Oct 1980. UEFA.com. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  38. FC Nantes 2–0 Linfield, 01.10.1980. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  39. FC Nantes 1–2 FC Internazionale, 22.10.1980. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  40. Nantes 1–2 Internazionale, 22 Oct 1980. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  41. FC Internazionale 1–1 FC Nantes, 05.11.1980. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  42. Internazionale 1–1 Nantes, 5 Nov 1980. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2021.
  43. ეს იყო ფიფა-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული საფეხბურთო შეხვედრა.
  44. შენიშვნა: სატელევიზიო ჩანაწერში ენსო ტროსეროს ნაცვლად შეცდომით მითითებულია ოვიედოს გვარი (18 Oviedo).
  45. Note: On Televsion scrolls, the substitute Trossero was mistakingly referred as Miguel Oviedo.
  46. Argentina 0-0 (pen. 8-7) Netherlands, 22 May 1979. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
  47. 22/05/1979 Argentina v Netherlands. gr8footy / YouTube. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
  48. Byrne, Damian; Nygård, Jostein. (26 ნოემბერი, 2020) Ireland - International Results · 29.05.1979. Dublin. Ireland 0–0 Argentina. Not considered a full international. RSSSF. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021
  49. Republic of Ireland vs Argentina. 29-May-79. yourfootballprogramme.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-11. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021.
  50. 1985 (November 17) Mexico 1-Argentina 1 (Friendly). sp1873 / YouTube. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  51. Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
  52. Republic of Ireland 0–0 Argentina, 29 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021.
  53. Scotland 1–3 Argentina, 02 June 1979. AFS. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021.
  54. Argentina 0–0 Czechoslovakia, 09 March 1982. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  55. Chile 2–2 Argentina, 12 May 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  56. Amistoso Internacional - Chile vs. Argentina (Completo, 12 de Mayo de 1983). Asierde / YouTube. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  57. Argentina 1–0 Chile, 23 June 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  58. Paraguay » Fixtures & Results 1983. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  59. Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina). International-football.net. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  60. Argentina 1–0 Brazil, 24 August 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  61. Argentina 2–2 Ecuador, 07 September 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  62. Brazil 0–0 Argentina, 14 September 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  63. Brazil 0–0 Argentina, 17 June 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  64. Uruguay 1–0 Argentina, 18 July 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  65. 1984 (July 18) Uruguay 1-Argentina 0 (Friendly). sp1873 / YouTube. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  66. Argentina 0–0 Uruguay, 02 August 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  67. 1984 (August 2) Argentina 0-Uruguay 0 (Friendly). sp1873 / YouTube. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  68. Colombia 1–0 Argentina, 24 August 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  69. Belgium 0–2 Argentina, 05 September 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  70. West Germany 1–3 Argentina, 12 September 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  71. Mexico 1–1 Argentina, 18 September 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  72. Argentina 1–1 Mexico, 25 October 1984. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  73. Brazil v Argentina, 05 May 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  74. Venezuela 2–3 Argentina, 26 May 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  75. Venezuela 2–3 Argentina, 26.05.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  76. Colombia 1–3 Argentina, 02 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  77. Colombia 1–3 Argentina, 02.06.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  78. Argentina 3–0 Venezuela, 09 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  79. Argentina 3–0 Venezuela, 09.06.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  80. Argentina 1–0 Colombia, 16 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  81. Argentina 1–0 Colombia, 16.06.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  82. Peru 1–0 Argentina, 23 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  83. Peru 1–0 Argentina, 23.06.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  84. Argentina 2–2 Peru, 30 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  85. Argentina 2–2 Peru, 30.06.1985. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  86. Mexico 1–1 Argentina, 17 November 1985. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  87. Pierrend, José Luis. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  88. World Football Elo Ratings: Paraguay. World Football Elo Ratings. ციტატა: „Date: July 14 1983. Match: Paraguay 1-0 Argentina. Tournament: Bogado Cup in Paraguay“ ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  89. Paraguay v Argentina, 15 July 1983. AFS. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021.
  90. 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg. sp1873/YouTube. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  91. Ciullini, Pablo. (9 მაისი, 2019) Copa Newton - Match Details · Uruguay 0–3 Argentina · at Centenario, Montevideo. RSSSF. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  92. Pierrend, José Luis. (9 მაისი, 2019) Copa Newton. RSSSF. ციტატა: „Played on twenty-seven occasions between 1906 and 1976 between Argentina and Uruguay. Decided by a single match. Copa Newton 1976. 9 Jun Montevideo, Uruguay 0–3 Argentina. NB: also counted for the Copa del Atlántico 1976.“ ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  93. Pierrend, José Luis. (29 მაისი, 2019) Copa Lipton. RSSSF. ციტატა: „Played on twenty-nine occasions between 1905 and 1992 between Argentina and Uruguay.“ ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
  94. Team of Argentina that played Chile in Santiago, the first match coached by Carlos Bilardo. Fltr (standing): Carlos Arregui, Julio Olarticoechea, Oscar Ruggeri, Claudio Marangoni, Enzo Trossero, Ubaldo Fillol; (down): Gabriel Calderón, Ricardo Giusti, Ricardo Gareca, Norberto Alonso, Jorge Burruchaga. The match score was 2–2 (Alonso, 2). 12 May 1983.
  95. Stokkermans, Karel. (1 სექტემბერი, 2020) Switzerland Cup Finals. RSSSF. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  96. Perruchoud, Ludovic. (3 ივნისი, 2015) Coupe de Suisse: Orlando et Rey, les héros du rêve de 1991. Radio Télévision Suisse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  97. Finale Coupe Suisse 1991: BSC Young Boys - FC Sion 2:3. Commentaires: Pierre Mercier. infog / YouTube. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021.