სესარ ლუის მენოტი
![]() მენოტი ფიფა-ს თასით 1978 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სესარ ლუის მენოტი | ||
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1938 | ||
დაბადების ადგილი |
როსარიო არგენტინა | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1960–1963 | როსარიო | 86 | (47) |
1964 | რასინგი | ? | (?) |
1965–1966 | ბოკა ხუნიორსი | 18 | (6) |
1967 | ჯენერალსი | ? | (?) |
1968 | სანტოსი | ? | (?) |
1969 | ჟუვენტუსი | ? | (?) |
ეროვნული ნაკრები | |||
1962–1968 | არგენტინა | 11 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1970 | ნიუელს ოლდ ბოისი | ||
1970–1973 | ურაკანი | ||
1974–1982 | არგენტინა | ||
1983–1984 | ბარსელონა | ||
1986–1987 | ბოკა ხუნიორსი | ||
1987–1988 | ატლეტიკო მადრიდი | ||
1988–1989 | რივერ პლეიტი | ||
1990–1991 | პენიაროლი | ||
1991–1992 | მექსიკა | ||
1993–1994 | ბოკა ხუნიორსი | ||
1996–1997 | ინდეპენდიენტე | ||
1997 | სამპდორია | ||
1998–1999 | ინდეპენდიენტე | ||
2002 | როსარიო სენტრალი | ||
2005 | ინდეპენდიენტე | ||
2006 | პუებლა | ||
2007–2008 | ტეკოსი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სესარ ლუის მენოტი (ესპ. César Luis Menotti; დ. 5 ნოემბერი, 1938, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1978 წლის არგენტინისა და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატებზე.[1][2]
არგენტინული სპორტული პრესის შეფასებით, არგენტინაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტადაა მიჩნეული.[3][4][5][6]
სექციების სია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სესარ ლუის მენოტი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ როსარიოში. ფეხბურთის თამაშსაც აქვე იწყებს. ადგილობრივი ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში გამოსვლისას, იგი „როსარიო სენტრალის“ ერთ-ერთი აგენტის ყურადღებას იპყრობს. უნივერსიტეტში სწავლისას, ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირებში იღებს მონაწილეობას. უნივერსიტეტს ქიმიკოს-ტექნოლოგის დიპლომით ამთავრებს. ამის შემდეგ, თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს.
სათამაშო კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს იცავდა: აველიანედას „რასინგის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ნიუ-იორკ ჯენერალსის“, „სანტოსისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას.
საკლუბო კარიერას 1969 წელს, სან-პაულუს „ჟუვენტუსის“ რიგებში ასრულებს.[7]
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1962–1968 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 11 შეხვედრას ატარებს და 2 ბურთი გააქვს.[9][10]
სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, თავის მეგობარ მწვრთნელთან, მიგელ ხიტანო ხუარესთან ერთად, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება, სადაც მისი ყოფილი „სანტოსელი“ თანაკლუბელის — პელესა და მისი პარტნიორების ტრიუმფალური გამოსვლა ბრაზილიის ნაკრების რიგებში, იმდენად შთამბეჭდავ გავლენას ახდენს მასზე, რომ ჩემპიონატიდან დაბრუნებისთანავე მწვრთნელად გახდომის გადაწყვეტილებას იღებს.
სამწვრთნელო საქმიანობას 1970 წელს, „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს. პირველ სერიოზულ წარმატებას კი „ურაკანის“ მთავარი მწვრთნელის რანგში აღწევს, როდესაც გუნდთან ერთად 1973 წლის არგენტინის პრიმერა დივიზიონის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატში იმარჯვებს. ახალგაზრდა მწვრთნელის ეს მიღწევა და საქმისადმი მისი უაღრესად პროფესიონალური მიდგომა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება და 1974 წელს, სესარ ლუის მენოტის, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ.[11][12]
„ალბისელესტეს“ პირველი ტურნირი ახალი მთავარი მწვრთნელისთვის წარუმატებლობით იწყება. ქვეყნის წამყვანი კლუბები „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ უარს ამბობენ ნაკრებში გამოძახებული თავიანთი მოთამაშეების გაშვებაზე. კლუბების მესვეურთა მხრიდან, ამგვარი დამოკიდებულება კონტინენტის უპირველესი ტურნირისა და ქვეყნის ნაკრების მიმართ, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას ახდენს ნაკრების მდგომარეობაზე, როგორც ტექნიკური, ასევე, ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით. 1975 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე ვენესუელელთა ეროვნულ გუნდთან შთამბეჭდავი გამარჯვებების (5–1; 11–0) მიუხედავად, არგენტინელები ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩს თითო ბურთის სხვაობით (1–2; 0–1) თმობენ ბრაზილიელებთან და ტურნირს ჯგუფურ ეტაპზევე ეთიშებიან.
კოპა ამერიკაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, სესარ ლუის მენოტის უპირველეს საზრუნავს ქვეყნის ნაკრების მომავალი მუნდიალისთვის მზადება წარმოადგენს. ნაკრებში შექმნილ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის წნეხი, რომ ქვეყანა თავად მასპინძლობს ჩემპიონატს, სადაც უკლებლივ ყველა გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას მოელის თავიანთი გუნდისგან. მწვრთნელის წინაშე ნაკრების შემადგენლობის საკითხი იმდენად მწვავედ დგას, რომ იგი თავისი პრინციპული და შეუპოვარი ხასიათის მიუხედავად, იძულებულია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და ზოგიერთი მოთამაშე ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტისა თუ სხვა უწყებათა გავლენიანი წარმომადგენლების „მეგობრული რეკომენდაციის“ გათვალისწინებით შეიყვანოს სანაკრებო განაცხადში. თუმცა, დიდი მოთმინებისა და ნებისყოფის დაძაბვის ფასად, საბოლოოდ, მაინც ახერხებს მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას, როგორც ნაკრების შემადგენლობის, ისე, გუნდის მზადების ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით.
მენოტის საფეხბურთო ფილოსოფიის შემფასებლები ერთხმად აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შემტევი ფეხბურთის მიმართ. თავად მას არაერთხელ განუცხადებია, რომ შეტევა — ეს არც თვითმიზანია, არც საფეხბურთო გემოვნების საგანი და არც ბანალური ახირება. მენოტის აზრით, საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმარჯვებს ის, ვინც გოლს იტანს, ხოლო გოლს იტანს ის, ვინც უტევს. „შეტევა კი მხოლოდ თავდამსხმელების საქმე არ გახლავთ, ისევე როგორც თავდაცვა — მცველების. უტევს მთელი გუნდი და ასევე, მთელი გუნდივე იცავს თავს. განსხვავება იმაშია, რომ დაცვასა და თავდასხმას შორის არსებული ბალანსი ერთ მიზანს, გოლის გატანას ემსახურება. თუ გუნდს გოლის გატანის დაუოკებელი სურვილი არ ამოძრავებს, ის ღირებულს ვერაფერს შექმნის. გამარჯვება არა საკუთარ საჯარიმო მოედანზე, არამედ მეტოქის კართან უნდა ეძებო. ფეხბურთი სპორტის იმ განსაკუთრებულ სახეობას ეკუთვნის, რომელიც აღმაფრენის გარეშე არაფერია, ის უბრალოდ, ბურთის წინ და უკან ან აქეთ-იქით გორებას ემსგავსება, რასაც არაფერი აქვს საერთო არც სპორტთან, არც ხელოვნებასთან და არც მაყურებელთან. აქ, არგენტინაში, შუალედური არაფერი არსებობს და ჩვენ უფლება არ გვაქვს ეს არ გავითვალისწინოთ“.[13]
ჩემპიონატის დაწყებამდე, არგენტინისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპორტული ჟურნალ-გაზეთებისთვის თუ რადიო და სატელევიზიო გადაცემებისთვის მიცემულ არაერთ ინტერვიუში იგი თითქმის უცვლელად იმეორებს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ არგენტინული ფეხბურთი, არა მხოლოდ ამ ჩემპიონატზე, არამედ, საერთოდ ვერასდროს იქნება დაცვაზე ორიენტირებული, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს მის ბუნებაში, მის ხასიათში არ დევს. მენოტის ამგვარი პათოსი, რომელსაც სპორტული ჟურნალისტების, ფეხბურთის სპეციალისტებისა და განსაკუთრებით კი მისი არგენტინელი კოლეგების ნაწილი — შეტევის ხარჯზე თავდაცვითი კომპონენტის უგულვებელყოფის მცდელობად და „ფეხბურთის რომანტიზმით“ ზღვარგადასულ გატაცებად შეაფასებს, სულ სხვა დატვირთვას შეიძენს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც არგეტინული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მცველი, გუნდის კაპიტანი დანიელ პასარელა ფიფა-ს ოქროს თასს აღმართავს ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“, რომლის ტრიბუნებზე შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებსა და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი მოევლინება. იგივე მსოფლიო პრესა, იმავე საღამოს გამოცემის ფურცლებზე სესარ ლუის მენოტის არგენტინელების უპირველეს გმირად შერაცხავს.
„ჩვენ უზარმაზარი შრომა გავწიეთ, უკან რომ ვიხედები, ახლაც მიკვირს, როგორ შევძელით ამდენი სირთულის დაძლევა. ვერ გეტყვით, მართლაც საუკეთესონი ვართ თუ არა მსოფლიოში, მაგრამ იმაში, რომ ჩვენც ვიცით ფეხბურთის თამაში — თქვენ უკვე დარწმუნდით" — ასეთ მოკლე კომენტარს გააკეთებს იგი ფინალური მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ერთი წლის შემდეგ, 1979 წლის იაპონიის მსოფლიოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე, მენოტის თავკაცობით და არგენტინელთა ამომავალი ვარსკვლავის დიეგო მარადონას უნაკლო თამაშის წყალობით არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ხდება.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პაულისტას ჩემპიონატი: 1968
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეტროპოლიტანო: 1973
- ესპანეთის სამეფო თასი: 1983
- ესპანეთის ლიგის თასი: 1983
- ესპანეთის სუპერთასი: 1983
- ჩემპიონი: 1979
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამოყენებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
რეკომენდებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სესარ ლუის მენოტი“ ვიკისაწყობში.
- FIFA Tournaments · Players & Coaches · César Luis Menotti · Getty Images
- Association of Football Statisticians (AFS) · César Luis Menotti · FCBarcelona.com
- Argentina national team archive (1974–1982) · RSSSF · IMDb · RedArg · Scribd
- 1978 FIFA World Cup Argentina · FIFA · 1982 FIFA World Cup Spain · FIFA
- FIFA World Cup · Argentina 78 · RSSSF · FIFA World Cup · España 82 · RSSSF
- FIFA World Cup 1978 · Planet World Cup · FIFA World Cup 1982 · Planet World Cup
- NFT · 1974 · 1975 · 1976 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982
- Alamy · Base de Datos del Futbol Argentino (BDFA) · Getty Images · Worldfootball.net
ვიდეოარქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Cátedra del Flaco Menotti en Líbero (Completo) · River Late TV
- César Luis Menotti – Director de Selecciones Nacionales
- César Luis Menotti en Sin Cassette – Entrevista 2004
- César Luis Menotti en Fox Sports Radio Argentina
- César Luis Menotti – su historia y su filosofia del futbol
- César Luis Menotti junto a Graciela Fernández Meijide en Cada Noche
- Entrevista a Cesar Luis Menotti antes del partido Ecuador vs Argentina
- Entrevista completa de Menotti en Estudio Fútbol
- La historia del fútbol: César Luis Menotti · Archivo Histórico RTA
- La Llave Del Gol – Programa Completo con César Luis Menotti
- La Llave Del Gol – Programa Completo con César Luis Menotti
- Menotti en Líbero (Completo) – para escuchar y aprender
- Reportaje a Menotti, Larrosa, Houseman y Basile (1973) · DiFilm
- Tecnicos - El Flaco Menotti en una Catedra Imperdible
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
- ↑ FIFA. El Flaco Menotti raised Argentina's game. Argentine football, recognised among the finest in the world, owes its lofty standing in no small measure to Cesar Luis Menotti. The arrival of El Flaco ('The Thin One'), as he was known from an early age, was a turning point in both the organisation and planning of international football in Argentina. Under his expert tutelage, the Albiceleste won both their first FIFA World Cup ™ and their first FIFA World Youth Championship. fifa.com. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
- ↑ Todo-Argentina.net. César Menotti. Cesar Luis Menotti en 1978 se convirtio en el entrenador que ganó el primer Campeonato del mundo con la Selección argentina, en el Mundial '78. También logró el primer título mundial de un Juvenil, con el sub 19 que compitió por el torneo de la FIFA en Japón, en 1979. todo-argentina.net. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
- ↑ Futbolfactory.futbolweb.net. Cesar Luis Menotti. Tras su retirada impartió su filosofía de toque como entrenador y condujo a la selección Argentina a ganar su primer mundial, en 1978. Un año después obtuvo con la Selección el Mundial sub-19 en Japón. Se alejó del combinado nacional tras el Mundial de España en 1982. Su primer paso como técnico lo había dado junto a Miguel Juárez en Newells Old Boys. En el 70 pasó a Huracán en 1973, donde se proclamó campeón del Metropolitano, al frente de un equipo que quedó en la historia por su gran nivel. Luego dirigió al Barcelona (España), Sampdoria (Italia), Boca, River e Independiente, entre otros equipos. web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
- ↑ Jonathan Wilson (6 მარტი, 2011) Get-well wishes to Argentina's El Flaco whose football moved the world. Anybody dismissing tactical study as dry should watch an interview with César Luis Menotti, the much-loved chain-smoking manager and true intellectual of the game. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
- ↑ Tim Vickery (18 მარტი, 2002). Menotti goes back to his roots. One of the senior statesmen of world football goes back to work this week, at the very club where his journey began. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
- ↑ Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
- ↑ Cesar Luis Menotti – Association of Football Statisticians. სესარ ლუის მენოტის სანაკრებო სტატისტიკა მოთამაშის რანგში. AFS. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
- ↑ Cesar Luis Menotti at National Football Teams. სესარ ლუის მენოტის საკლუბო და სანაკრებო სტატისტიკა მოთამაშის რანგში. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
- ↑ Por Redacción EG (4 ნოემბერი, 2019). Lo que Carrascosa calló durante 20 años // Fue, durante varios años, un símbolo del fútbol argentino. Estimado por sus compañeros, respetado por los adversarios, Jorge Omar Carrascosa transitó los campos de juego defendiendo valores y principios que jamás abandonó. Más allá del éxito o el fracaso deportivo, privilegió otras actitudes. Aquel marcador lateral izquierdo, fuerte y aguerrido que surgió en Banfield y se consagró campeón con Rosario Central (1971) y con Huracán (1973), fue protagonista fundamental de un cambio en la Selección Nacional, cuando se inició la era de César Luis Menotti. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 4 დეკემბერი, 2019. წყარო: El Gráfico. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2019.
- ↑ César Luis Menotti // Y , como entrenador, alcanzó sus mayores éxitos con la Selección Argentina, que consiguió la Copa del Mundo llevada a cabo en Argentina en 1978, a cargo del combinado formado por jugadores como Kempes, Passarella, Ardiles y Bertoni, y ganó el Mundial juvenil de 1979 que tenía a Diego Armando Maradona como estrella. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 16 მარტი, 2017. წყარო: Redargentina.Com. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2019.
- ↑ Jonathan Wilson (6 მარტი, 2011) El Gráfico: Menotti y Lorenzo dialogan. Este diálogo ha salido en El Gráfico N° 3010, 14/06/1977. fulbofulbo.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™. The 1978 FIFA World Cup, the 11th staging of the FIFA World Cup, quadrennial international football world championship tournament, was held in Argentina between 1 and 25 June. The Cup was won by the Argentine hosts, who defeated the Netherlands 3–1 in the final, after extra time. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
|
|
- დაბადებული 1938
- დაბადებული 5 ნოემბერი
- ცოცხალი ადამიანები
- იტალიელი არგენტინელები
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელები
- ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- სანტოსის ფეხბურთელები
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები
- რივერ პლეიტის მწვრთნელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მწვრთნელები
- ბარსელონის მწვრთნელები