იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუგოსლავია
ემბლემა
ასოციაცია იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი
კონფედერაცია უეფა
პირველი საერთაშორისო
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 7 – 0 იუგოსლავია იუგოსლავიის სამეფოს დროშა
(ანტვერპენი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920)
უდიდესი გამარჯვება
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 10 – 0 ვენესუელა ვენესუელის დროშა
(კურიტიბა, ბრაზილია; 14 ივნისი, 1972)
უდიდესი დამარცხება

ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 7 – 0 იუგოსლავია იუგოსლავიის სამეფოს დროშა
(ანტვერპენი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920) ურუგვაის დროშა ურუგვაი 7 – 0 იუგოსლავია იუგოსლავიის სამეფოს დროშა
(პარიზი, საფრანგეთი; 26 მაისი, 1924)

ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 7 – 0 იუგოსლავია იუგოსლავიის სამეფოს დროშა
(პრაღა, ჩეხოსლოვაკია; 28 ოქტომბერი, 1925)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 9 (1992 წლამდე, იუგოსლავიის დაშლამდე) (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი მე-3 ადგილი: 1930
ევროპის ჩემპიონატი
გამოსვლა 4 (1992 წლამდე, იუგოსლავიის დაშლამდე) (პირველად 1960)
საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილი: 1960, 1968

იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარმოადგენდა იუგოსლავიას საერთაშორისო ასპარეზზე. ფუნქციონირება შეწყვიტა 1992 წელს, იუგოსლავიის ომების მიმდინარეობის დროს. ფიფა-ს და უეფა-ს მიერ იუგოსლავიის ნაკრების მემკვიდრედ განიხილება სერბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შეიქმნა სერბთა,ხორვატთა და სლოვენთა სამეფო. 1919 წელს ზაგრებში ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ბაზაზე დაარსდა იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი. ერთი წლის შემდეგ შეიქმნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო იმ წელს ბელგიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში. ტურნირზე და ისტორიაში პირველი მატჩი იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრებმა ითამაშა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, რომელშიც 0:7 დამარცხდა.

1930 წელს იუგოსლავიის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ურუგვაიში გაიმართა. ბოშკო სიმონოვიჩის ხელმძღვანელობით იუგოსლავიის ნაკრებმა მე-3 ადგილზე გავიდა.

1948, 1952 და 1956 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე იუგოსლავიის ნაკრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, აქედან მესამე ტურნირზე მელბურნში ნაკრებში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, მათ შორის იყვნენ მეკარე პეტარ რადენკოვიჩი და ნახევარმცველი დრაგან შეკულარაცი. მათმა გამოჩენამ გაამართლა, რადგან იუგოსლავიის ნაკრებმა ფინალამდე მიაღწია, სადაც დაძაბულ ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გუნდთან დამარცხდა 0:1.

1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკვა. იმავე წელს გუნდმა გაიმარჯვა რომის ოლიმპიურ თამაშებზე, რაც გახდა იუგსლავიის ნაკრებისთვის ისტორიაში პირველი მოგებული საერთაშორისო ტურნირი. 1962 წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო 30 წელიწადში იუგოსალვიის ნაკრებმა პირველად მიაღწია ნახევარფინალს, სადაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან დამარცხდა 1:3.1964 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 1966 წლის მსოფლიოს პირველობაზე იუგოსლავიის ნაკრები ვერ გავიდა. ამ იმედგაცრუებების შემდეგ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა რაიკო მიტიჩი, რომელიც აქამდე ექვსი წელი „ცრვენა ზვეზდაში“ მუშაობდა. 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში იუგოსლავიამ საფრანგეთი (ორი მატჩის ჯამში 6:2), ხოლო ნახევარფინალში ინგლისი (1:0) დაამარცხა. ფინალში იუგოსლავიის ნაკრები მასპინძელ იტალიის ნაკრებს უნდა შეხვედროდა.ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა გაიმარჯვეს 3:1 და ტიტულს დაეუფლნენ.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრები ვერ გავიდა.ორი წლის შემდეგ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავები ასპარეზობას გამოთიშა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მეოთხედფინალურ სტადიაზე. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ბელგრადში უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო მოსკოვში „წითელმა არმიამ“ 3:0 დაამარცხა მეტოქე.

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი იუგოსლავიის ნაკრებმა წარმატებით დაძლია. ჯგუფის პირველ მატჩში იუგოსლავთა გუნდმა 0:0 ითამაშა ბრაზილიისთან, შემდეგ გაანადგურა ზაირის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 9:0, ხოლო ბოლო შეხვედრაში დაუზავდა შოტლანდიას 1:1. ნაჩვენები შედეგების წყალობით იუგოსლავიის ნაკრებმა ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკვა, რითაც მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდები კვლავ ჯგუფებად დაიყვნენ, იუგოსლავთა გუნდს მეტოქეებად ერგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვედეთის და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები. იუგოსლავიის ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკვა და ტურნირს გამოეთიშა.

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა

ხორვატიის სოციალისტური რესპუბლიკა

ბოსნია და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკა

ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა

სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა

მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]