გაბრიელ კალდერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გაბრიელ კალდერონი
Persepolis V Pars Jam FC, 22 August 2019 1112.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაბრიელ უმბერტო კალდერონი
დაბადების
თარიღი
7 თებერვალი, 1960 (1960-02-07) (61 წლის)
დაბადების
ადგილი
რავსონი, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1974–1975 ჟერმინალ დე რავსონი
1975–1976 ელ-პორვენირი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1977 ელ-პორვენირი 25 (3)
1977–1981 რასინგ კლუბი 113 (16)
1978   ლანუსი 24 (0)
1981–1983 ინდეპენდიენტე 74 (15)
1983–1987 რეალ ბეტისი 131 (38)
1987–1990 პარი სენ-ჟერმენი 102 (20)
1990–1992 სიონი 47 (17)
1992–1993 სტად მალერბ კანი 36 (2)
1993–1994 ლოზან-სპორტი 31 (5)
სულ 583 (116)
ეროვნული ნაკრები
1979 არგენტინა 20-წლამდე 6 (3)
1980–1990 არგენტინა 23 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1997 სტად მალერბ კანი
1997 სტად მალერბ კანი (გენ. დირ. მ.)
1997–2002 სტად მალერბ კანი (ახალგ.)
2003 ლოზან-სპორტი
2004–2005 საუდის არაბეთი
2007–2008 ომანი
2008–2010 ალ-იტიჰადი
2010–2011 ალ-ჰილიალი
2011–2012 ბანი იასი
2012–2013 ბაჰრეინი
2014 რეალ ბეტისი
2014–2016 ალ-ვასლი
2017 კატარი სკ
2019–2020 პერსეპოლისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაბრიელ უმბერტო კალდერონი (ესპ. Gabriel Humberto Calderón; დ. 7 თებერვალი, 1960, რავსონი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.[1] თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 1979 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4] 1989 წლის კოპა ამერიკის ბრინჯაოს პრიზიორი[5] და 1990 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[6][7][8] 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[9][10][11][12][4]

სათამაშო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ კალდერონი 1960 წლის 7 თებერვალს, ჩუბუტის პროვინციის ქალაქ რავსონში, ხოსე მარია და ისაბელ კალდერონების ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. გაბრიელი ყველაზე უფროსი იყო ცხრა და-ძმას შორის და ხუთი წლის ასაკიდან აქტიურად ეხმარებოდა მშობლებს უმცროს და-ძმებზე ზრუნვასა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.[13]

საფეხბურთო კარიერა 1974 წელს, მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „ჟერმინალ დე რავსონის“ რიგებში დაიწყო.[13] მომდევნო წელს საფეხბურთო კლუბ „ელ-პორვენირის“ ჯერ მეორე გუნდში, ხოლო შემდეგ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში განაგრძო თამაში. „ელ-პორვენირის“ ღირსებას 1976 წლის ჩათვლით იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 25 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

რასინგ კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს 17 წლის ასაკში „რასინგ კლუბის“ რიგებში ჩაირიცხა.[13] იმ პერიოდში კლუბს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ალფიო ბასილე ედგა სათავეში, რომელიც ახალწვეული ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. კალდერონს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას ნამდვილად გაუმართლა, როდესაც კარიერის დასაწყისში მას ასეთ მწვრთნელთან მოუწია მუშაობა, რომლის მხრიდანაც იგი ყოველთვის გრძნობდა თანადგომასა და მხარდაჭერას.[14]

1978 წელს იჯარით გადავიდა არგენტინის მეორე დივიზიონში მოასპარეზე ქალაქ ლანუსის ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „ლანუსში“,[14] რომლის მაისურითაც 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1979 წელს კვლავ „რასინგს“ დაუბრუნდა, სადაც 1981 წლის ჩათვლით ითამაშა. საერთო ჯამში მის რიგებში 113 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 16 გოლი გაიტანა.

ინდეპენდიენტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981–1983 წლებში „ინდეპენდიენტეს“ რიგებში თამაშობდა. აქ მან 74 მატჩი ჩაატარა და 15-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება. „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში იგი 1981 წელს ნასიონალის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1982 წელს მეტროპოლიტანოს ვიცე-ჩემპიონი ხდება.[15] 1983 წელს საკლუბო კარიერაში თავის პირველ საჩემპიონო ტიტულს ისაკუთრებს, როდესაც კლუბთან ერთად მეტროპოლიტანოს ჩემპიონატში იმარჯვებს. იმავე წელს იგი ნასიონალის ვიცე-ჩემპიონობას ამატებს თავის საკლუბო მიღწევებს.[16]

რეალ ბეტისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ინდეპენდიენტეს“ შემდეგ არგენტინიდან ესპანეთში გადაინაცვლა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ ბეტისის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1983–1987 წლების განმავლობაში ჩატარებულ 131 მატჩში 38 გოლი გაიტანა.[17] ესპანურ კლუბთან ერთად მან ესპანეთის ლიგის თასის ფინალში გასვლა შეძლო, სადაც სევილიელებს ორმატჩიან დაპირისპირებაში „ბარსელონასთან“ უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. ფინალის პირველი შეხვედრა 1986 წლის 11 ივნისს, სევილიაში, „ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე“ გაიმართა. მატჩის მე-16 წუთზე კალდერონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალის მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ 14 ივნისს, ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ შედგა. გადამწყვეტ შეხვედრაში კატალონიელებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს სტუმართა კარში და არგენტინელის გუნდი ლიგის თასის გარეშე დატოვეს, რომლის ესპანურ კარიერაშიც ესპანეთის ლიგის თასის ფინალში თამაში ყველაზე დიდ მიღწევად დარჩა.[18]

პარი სენ-ჟერმენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა კვლავ ევროპაში, ამჯერად, საფრანგეთში, საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში განაგრძო. პირველად პარიზული კლუბის მაისურით მოედანზე 1987 წლის 15 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ „ნიორის“[კომ. 1] წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო ბოლო შეხვედრა — მარსელის „ოლიმპიკთან“ 1990 წლის 21 აპრილს ითამაშა.[19] სულ 1987–1990 წლების განმავლობაში ჩატარებულ საფრანგეთის ჩემპიონატის 102 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ევროთასების ჩათვლით — 113 შეხვედრა ჩაატარა და 23-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[19]

კალდერონის პირველი ფრანგული საფეხბურთო სეზონი მისი კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ სატურნირო ცხრილში 34 ქულით 20 გუნდს შორის მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა,[20][21] ხოლო არგენტინელმა 38 საჩემპიონატო მატჩიდან 32 შეხვედრა ითამაშა და 4 ბურთი შეაგდო.

გაცილებით წარმატებული გამოდგა პარიზელთათვის მომდევნო 1988–89 წლების სეზონი. კლუბმა მოახერხა ორწლიანი კრიზისის დაძლევა და კალდერონმაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.[22][23] ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“, რომელმაც 38 მატჩიდან 19 მოიგო, 6 დათმო, 13 ფრედ დაამთავრა და 70 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა — მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა ქვეყნის ჩემპიონ მარსელის „ოლიმპიკს“, სადაც იმ დროს სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჟან-პიერ პაპენი და ერიკ კანტონაც გამოდიოდნენ.

სიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პარი სენ-ჟერმენის“ შემდეგ საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადავიდა და ქალაქ სიონის შვეიცარიის სუპერლიგის მონაწილე, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „სიონში“ განაგრძო გამოსვლა, სადაც მთავარ მწვრთნელად მისი თანამემამულე, „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი ენსო ტროსერო მუშაობდა.[14] აქ მან 1990–1992 წლების განმავლობაში ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი შეაგდო. 1991 წელს გუნდთან ერთად მან შვეიცარიის თასისა[24] და შვეიცარიის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონობის მოპოვება შეძლო,[25] ხოლო მომდევნო 1992 წელს შვეიცარიის სუპერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა. ამასთან ერთად, ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.[14]

შვეიცარიის თასის ფინალი 1991 წლის 20 მაისს ბერნის „ვანკდორფის“ სტადიონზე შედგა, სადაც კალდერონის „სიონს“ და ადგილობრივი „იანგ ბოიზი“ დაუპირისპირდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, რომლებიც შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ „სიონის“ ნახევარმცველის ალვარო ლოპესის ავტოგოლისა და დარიო ზუფის გოლის წყალობით ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „სიონმა“ ჯერ დევიდ ორლანდოს დუბლით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ალექსანდრე რეის გამარჯვების მომტანი გოლით — 3–2 დაამარცხა მეტოქე და ქვეყნის თასს დაეუფლა. სპეციალისტთა შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანახაობრივი და მეტად დრამატული ფინალი შვეიცარიის თასის გათამაშების ისტორიაში.[26][27][28]

კანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992–1993 წლების სეზონი ქალაქ კანის საფეხბურთო კლუბ „სტად მალერბ კანის“ რიგებში გაატარა, სადაც 36 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ლოზან-სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა 34 წლის ასაკში, შვეიცარიაში, ამჯერად ქალაქ ლოზანის საფეხბურთო კლუბ „ლოზან-სპორტის“ შემადგენლობაში დაასრულა. 1993–1994 წლების სეზონში მან გუნდის მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და ხუთჯერ შეძლო გოლის გატანა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977–1980 წლებში არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სადაც 20 მატჩში ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 1979 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე გუნდთან ერთად ტურნირის გამარჯვებული ხდება.[3] პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში კალდერონს ორი ბურთი გააქვს პოლონელთა კარში. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება.[29] კიდევ ერთი ბურთი ალჟირის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გააქვს. მატჩს კვლავ არგენტინელები იგებენ (5–0).[30] ნახევარფინალში ურუგვაის (2–0),[31] ხოლო ფინალში სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრების დამარცხების შემდეგ (3–1), კალდერონი თანაგუნდელებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს.[32]

1980–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[33] რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს. ეს ერთადერთი სანაკრებო გოლი მან გფრ-ს ეროვნულ ნაკრებთან ბუენოს-აირესში, 1982 წლის 24 მარტს[34] გამართულ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის 67-ე წუთზე, გერმანელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ჰარალდ შუმახერის კარში მარადონასთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ გაიტანა.[35][36][37]

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 30.04.1980
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ირლანდიის დროშა ირლანდია[კომ. 2]
ამხანაგური
[კომ. 3]
[38]
2 16.05.1980
დუბლინი
ირლანდია ირლანდიის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა
ამხანაგური
შეცვლაზე შესვლა after 73 წუთი 73'
[39]
3 09.03.1982
მარ-დელ-პლატა
არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
ამხანაგური
[40]
4 24.03.1982
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 გერმანიის დროშა გფრ
ამხანაგური
გოლი 67'
[41][42]
5 18.06.1982 ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი ესპანეთი 82
შეცვლაზე შესვლა after 24 წუთი 24'
[43]
6 23.06.1982 ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სალვადორის დროშა სალვადორი ესპანეთი 82
შეცვლაზე გამოყვანა after 78 წუთი 78'
[44][45]
7 29.06.1982 ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 იტალიის დროშა იტალია
ესპანეთი 82
შეცვლაზე შესვლა after 58 წუთი 58'
[46][47]
8 02.07.1982 ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ესპანეთი 82
[48][49]
9 12.05.1983
სანტიაგო
ჩილე ჩილეს დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა
დიტბორნის თასი
შეცვლაზე გამოყვანა after 68 წუთი 68'
[50][51]
10 23.06.1983
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩილეს დროშა ჩილე
დიტბორნის თასი
[52]
11 14.07.1983
ასუნსიონი
პარაგვაი პარაგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ბოგადოს თასი
(1)
[53][54]
12 12.10.1988
სევილია
ესპანეთი ესპანეთის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა
ამხანაგური
[55][56]
13 02.07.1989
გოიანია
არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩილეს დროშა ჩილე
კოპა ამერიკა
[57][58]
14 04.07.1989
გოიანია
არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ეკვადორის დროშა ეკვადორი
კოპა ამერიკა
[59]
15 08.07.1989
გოიანია
ურუგვაი ურუგვაის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა
კოპა ამერიკა
შეცვლაზე გამოყვანა after 80 წუთი 80'
[60]
16 12.07.1989
რიო-დე-ჟანეირო
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა
კოპა ამერიკა
შეცვლაზე გამოყვანა after 55 წუთი 55'
[61]
17 16.07.1989
რიო-დე-ჟანეირო
არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 პარაგვაის დროშა პარაგვაი
კოპა ამერიკა
შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46'
[62]
18 28.03.1990
გლაზგო
შოტლანდია შოტლანდიის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ამხანაგური
[63][64]
19 08.06.1990 მილანი არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 კამერუნის დროშა კამერუნი იტალია 90
შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'
[65][66]
20 24.06.1990 ტურინი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
იტალია 90
შეცვლაზე შესვლა after 62 წუთი 62'
[67][68]
21 30.06.1990 ფლორენცია არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
იტალია 90
(2) შეცვლაზე გამოყვანა after 87 წუთი 87'
[69][70]
22 03.07.1990 ნეაპოლი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 იტალიის დროშა იტალია
იტალია 90
(3) შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46'
[71][72]
23 08.07.1990 რომი არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 გერმანიის დროშა გფრ
იტალია 90
შეცვლაზე შესვლა after 53 წუთი 53'
[73][74]
(1)[75][76][77][კომ. 4] [78] (2) (პენ.) 3–2[79] (3) (პენ.) 4–3[80]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სატელევიზიო კომენტატორად. ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

1997 წლიდან 2000 წლამდე ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „სტად მალერბ კანში“ ეწეოდა მოღვაწეობას. თავიდან მთავარი მწვრთნელის რანგში 1997 წლის ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, შემდეგ, წლის ბოლომდე, როგორც კლუბის გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო ბოლოს, როგორც კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომზადების ხელმძღვანელი.

2003 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით შვეიცარულ საფეხბურთო კლუბ „ლოზან-სპორტში“ ეკავა მთავარი მწვრთნელის პოსტი. კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 15 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ხუთი მატჩი მოიგო, ხუთი დათმო და ხუთიც ფრედ დაამთავრა.

საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ნოემბრის ბოლოს კალდერონი საუდის არაბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[14][81][82] ეს იყო პირველი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მის სამწვრთნელო კარიერაში. პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც კალდერონის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა იყო კატარში გამართული სპარსეთის ყურის ერთა თასის B ჯგუფის მატჩი ქუვეითის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა 2004 წლის 11 დეკემბერს კატარის ქალაქ ერ-რაიანის „აჰმედ ბინ ალის“ სტადიონზე[კომ. 5] შედგა და ქუვეითელთა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[83] B ჯგუფის მომდევნო შეხვედრა იემენის ეროვნულ ნაკრებთან საუდელებმა 2–0 მოიგეს,[84] თუმცა ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტი მატჩი ბაჰრეინის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 0–3 დათმეს[85] და ტურნირს გამოეთიშნენ.[86]

სპარსეთის ყურის ერთა თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განვლო 2005 წლის 9 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებული 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდი და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.[87] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორივე რაუნდის ფარგლებში წაუგებლად ჩატარებულ 12 შეხვედრაში,[კომ. 6] რომელთაგან საუდელებმა 10 მოიგეს და ორი ფრედ დაამთავრეს, საუდელთა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 59 ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.[81][88]

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღწეული ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა საუდელთა ეროვნული გუნდის წარუმატებელი გამოსვლა დასავლეთ აზიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე, რომელიც კვლავ კატარში გაიმართა 2005 წლის პირველიდან ათი დეკემბრის ჩათვლით. ჩატარებული ოთხი მატჩიდან საუდელებმა სამი დათმეს და მხოლოდ ერთი მოიგეს.[89][90] აღნიშნულ ტურნირზე ასეთი სუსტი გამოსვლა გახდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კალდერონის წასვლის უმთავრესი მიზეზი. სულ საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 19 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან რვა მატჩი მოიგო — იემენთან (2–0),[84] ტაჯიკეთთან (3–0),[91] თურქმენეთთან (1–0),[92] ორჯერ სამხრეთ კორეასთან (2–0)[93] და (1–0),[94] ქუვეითთან (3–0),[95] უზბეკეთთან (3–0)[96] და პალესტინასთან (2–0);[89] შვიდი დათმო — ქუვეითთან (1–2),[83] ბაჰრეინთან (0–3),[85] ეგვიპტესთან (0–1),[97] ფინეთთან (1–4),[98] განასთან (1–3),[99] ორჯერ ერაყის ეროვნულ ნაკრებთან (1–5)[100] და (0–2)[101] და ოთხიც ფრედ დაამთავრა — უნგრეთთან (0–0),[102] უზბეკეთთან (1–1),[103] ქუვეითთან (0–0)[104] და ბაჰრეინთან (1–1).[105] ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მის ნაცვლად ბრაზილიელი სპეციალისტი მარკოს პაკეტა დაინიშნა.

ომანის ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის აპრილის დასაწყისში კალდერონმა ომანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.[14] მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2007 წლის აზიის საფეხბურთო თასის გათამაშებაზე იასპარეზა, რომელსაც პირველად ტურნირის ისტორიაში ერთდროულად ოთხმა ქვეყანამ ინდონეზიამ, მალაიზიამ, ტაილანდმა და ვიეტნამმა 7-დან 29 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა.[106] პირველი მატჩი, რომელიც არგენტინელი სპეციალისტის თავკაცობით ომანის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა აღნიშნულ ტურნირზე იყო A ჯგუფის მატჩი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4] შეხვედრა 2007 წლის 8 ივლისს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის „რაჯამანგალას“ სტადიონზე[კომ. 7] შედგა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დამთავრდა.[107][კომ. 8] A ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ტაილანდის ეროვნულ ნაკრებთან ომანელებმა 0–2 დათმეს.[108] ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კალდერონის გუნდს A ჯგუფის მესამე და გადამწყვეტ შეხვედრაში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა ერაყის ეროვნული ნაკრები, თუმცა შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა[109] და ომანელები, რომლებმაც მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, ტურნირს გამოეთიშნენ.[110]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ელ-პორვენირი
დროშა: არგენტინა არგენტინა
D2 1976 25 3 - - - - 25 3
სულ 25 3 0 0 0 0 25 3
რასინგ კლუბი
დროშა: არგენტინა არგენტინა
D1 1977 28 3 - - - - 28 3
სულ 28 3 0 0 0 0 28 3
ლანუსი
დროშა: არგენტინა არგენტინა
D2 1978 24 0 - - - - 24 0
სულ 24 0 0 0 0 0 24 0
რასინგ კლუბი
დროშა: არგენტინა არგენტინა
D1 1979 40 5 - - - - 40 5
1980 45 8 - - - - 45 8
სულ 85 13 0 0 0 0 85 13
ინდეპენდიენტე
დროშა: არგენტინა არგენტინა
D1 1981–83 74 15 - - - - 74 15
სულ 74 15 0 0 0 0 74 15
რეალ ბეტისი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
[111][112]
D1 1983–84 33 7 5 1 - - 38 8
1984–85 29 5 11 2 0 0 40 7
1985–86 32 8 8 2 - - 40 10
1986–87 37 18 5 2 - - 42 20
სულ 131 38 29 7 0 0 160 45
პარი სენ-ჟერმენი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
[19]
D1 1987–88 32 4 2 0 - - 34 4
1988–89 38 7 4 2 - - 42 9
1989–90 32 9 1 0 4 1 37 10
სულ 102 20 7 2 4 1 113 23
სიონი
დროშა: შვეიცარია შვეიცარია
D1 1990–91 22 8 - - - - 22 8
1991–92 25 9 - - 2 0 27 9
სულ 47 17 0 0 2 0 49 17
სტად მალერბ კანი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
D1 1992–93 36 2 3 1 2 0 41 3
სულ 36 2 3 1 2 0 41 3
ლოზან-სპორტი
დროშა: შვეიცარია შვეიცარია
D1 1992–93 31 5 - - - - 31 5
სულ 31 5 0 0 0 0 31 5
სულ ჯამში 583 116 39 10 8 1 630 127
(1) ესპანეთის თასის, ესპანეთის ლიგის თასისა და საფრანგეთის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) უეფა-ს თასისა და ევროპის თასების მფლობელთა თასის მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
1980 2 0 - - - - - - 2 0
1982 2 1 4 0 - - - - 6 1
1983 0 0 - - - - 3 0 3 0
1988 1 0 - - - - - - 1 0
1989 0 0 - - 5 0 - - 5 0
1990 1 0 5 0 - - - - 6 0
სულ ჯამში 6 1 9 0 5 0 3 0 23 1

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი -დან -მდე მონაცემები
გბ მბ ბს მ %
საფრანგეთის დროშა სტად მალერბ კანი 01/07/1997 31/10/1997 118 43 39 36 158 131 +27 36.44
შვეიცარიის დროშა ლოზან-სპორტსი 20/03/2003 30/06/2003 15 5 5 5 23 22 +1 33.33
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 26/11/2004 19/12/2005 20 9 4 7 26 22 +4 45.00
ომანის დროშა ომანი 04/04/2007 14/01/2008 28 13 11 4 34 27 +7 46.43
საუდის არაბეთის დროშა ალ-იტიჰადი 22/05/2008 08/11/2009 63 44 11 8 153 76 +77 69.84
საუდის არაბეთის დროშა ალ-ჰილიალი 05/11/2010 18/06/2011 37 25 9 3 73 31 +42 67.57
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ბანი იასი 27/11/2011 30/05/2012 24 11 7 6 40 33 +7 45.83
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი 27/10/2012 13/08/2013 21 9 8 4 22 16 +6 42.86
ესპანეთის დროშა რეალ ბეტისი[113] 20/01/2014 16/06/2014 21 6 3 12 23 37 −14 28.57
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ალ-ვასლი[114][115] 14/10/2014 25/05/2016 19 7 6 6 32 31 +1 36.84
კატარის დროშა კატარი სკ 04/07/2017 25/11/2017 9 1 1 7 8 21 −13 11.11
ირანის დროშა პერსეპოლისი 01/07/2019 12/01/2020
19 14 1 4 24 7 +17 73.68
ჯამში 394 187 105 102 621 454 +167 47.46
წყარო: FootballDatabase.eu - Transfermarkt - ksa-team.com.

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ კალდერონმა მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13] მათ შორის იტალიის 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით 0–1 დათმეს გფრ-ს ნაკრებთან. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0–0 იყო, გერმანელთა კაპიტნის ლოთარ მათეუსისა და კალდერონის ორთაბრძოლისას, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმო მოედანზე წაიქცა, რის გამოც სპეციალისტების უმრავლესობის შეფასებით, მატჩის არბიტრს თავისუფლად შეეძლო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, თუმცა შეხვედრის მექსიკელმა მსაჯმა ედგარდო კოდესალმა არგენტინელის წაქცევა პენალტის დადების საკმარის მიზეზად არ მიიჩნია და მატჩი განაგრძო.[116][117]

ქვემოთ მოყვანილია 1982 წლის ესპანეთისა[118][119][120] და 1990 წლის იტალიის[121][122][123] მსოფლიო ჩემპიონატების სტატისტიკა და მატჩები მისი მონაწილეობით.[124]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი არგენტინის დროშა 5 თავდამსხმელი 4 0 2 0 2
მეორე რაუნდი
1990 იტალიის დროშა იტალია არგენტინის დროშა 6 ნახევარმცველი 5 0 1 2 2
ვიცე-ჩემპიონი

ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალდერონის საგოლე დარტყმა. 02.09.1979[125]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდეპენდიენტე
რეალ ბეტისი
პარი სენ-ჟერმენი
სიონი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინა 20-წლამდე
არგენტინა

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-იტიჰადი
ალ-ჰილიალი
  • საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგა: 2010–11
  • კრონპრინცის თასი: 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საფეხბურთო კლუბი „ნიორი“ (ფრანგ. Niort) ამჟამად გამოდის საფრანგეთის მეორე დივიზიონში სახელწოდებით „შამუა ნიორტე“ (ფრანგ. Chamois Niortais Football Club) — ჩამოყალიბდა 1925 წელს და არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი სეზონის (1987–88) განმავლობაში იასპარეზა საფრანგეთის პირველ დივიზიონში, რა დროსაც მე-18 ადგილი დაიკავა და კვლავ საფრანგეთის მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
  2. ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
  3. მატჩი გაიმართა „რივერ-პლეიტის“ „ელ მონუმენტალზე“ (ესპ. Monumental de Nuñez, ან უბრალოდ El Monumental) ამ სახელწოდებას სტადიონი ატარებდა 1938–86 წლებში. 1986 წლის 29 ნოემბერს სტადიონს მიენიჭა ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტის სახელი და მას შემდეგ სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti).
  4. აღნიშნულ წყაროში შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
  5. Ahmed bin Ali Stadium (არაბ. ملعب أحمد بن علي) — მრავალფუნქციური სტადიონი კატარის ქალაქ ერ-რაიანში, ცნობილია აგრეთვე, როგორც Al-Rayyan Stadium, აშენდა 2003 წელს.
  6. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის 6 შეხვედრა, რომელთაგან 4 მოიგო და ორი ფრედ დაამთავრა, საუდელთა ეროვნულმა გუნდმა კალდერონის ხელმძღვანელობით ჩაატარა. რაც შეეხება შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის 6 შეხვედრას (რომელთაგან საუდელებმა ექვსივე მოიგეს), აქედან პირველი სამი მატჩი (2004 წლის 18 თებერვალს, 31 მარტს და 9 ივნისს) მათ ნიდერლანდელი სპეციალისტის ხერარდ ვან დერ ლემის (ნიდერლ. Gerard van der Lem), ხოლო მომდევნო სამი შეხვედრა (2004 წლის 8 სექტემბერს, 12 ოქტომბერს და 17 ნოემბერს) საუდელი სპეციალისტის ნასერ ალ-ჯოჰარის (არაბ. ناصر الجوهر) ხელმძღვანელობით ჩაატარეს.
  7. Rajamangala National Stadium (ტაი. ราชมังคลากีฬาสถาน) — მრავალფუნქციური სტადიონი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 6 დეკემბერს.
  8. აღსანიშნავია, რომ ომანის ნაკრები ბადარ ალ-მაიმანის მატჩის 32-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა ამ შეხვედრას და ავსტრალიელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე ტიმ კეჰილის ზუსტი დარტყმის შედეგად შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gabriel Calderon of Argentina poses during the Technical Study Group Photo Session. FIFA. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  2. 1979: La Revista del Juvenil Campeón Mundial. El Gráfico. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  3. 3.0 3.1 3.2 Ciullini, Pablo; Garin, Erik; Villa Martínez, Héctor. (28 თებერვალი, 2013) World Youth Cup (U-20) 1979 (Japan). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  4. 4.0 4.1 4.2 Lynch, Michael. (8 ივლისი, 2007) Coach vows Oman will attack. The Age. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  5. 5.0 5.1 Tabeira, Martín. (2 მაისი, 2013) Copa América 1989. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  6. Argentina's World Cup squad 1990. Planet World Cup. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  7. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1990). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  8. Argentina's World Cup squad 1990. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  9. Argentina's World Cup squad 1982. Planet World Cup. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  10. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  11. World Cup 1982 finals. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  12. არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. Solofutbol.cl. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Grosso, Cristian. (2 ნოემბერი, 2020) Los secretos de Gabriel Calderón: del piso de tierra en Rawson a los palacios en el Golfo Pérsico. La Nación. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Albacete, Agustina; Galeano, Gerónimo. (29 დეკემბერი, 2012) La vida de Gabriel Calderón en Medio Oriente. Diario Jornada. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  15. Ciullini, Pablo. (13 დეკემბერი, 2018) Campeonato Metropolitano 1982 (Metropolitano Championship). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  16. Gorgazzi, Osvaldo José. (2 ოქტომბერი, 2005) Argentina 1983 - Campeonato Nacional. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  17. Gabi Calderón's unforgettable magic!. Real Betis Balompié / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  18. 18.0 18.1 Torre, Raúl. (29 იანვარი, 2009) Spain - List of League Cup Finals. 1986: FC Barcelona – Real Betis. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  19. 19.0 19.1 19.2 Gabriel Calderón. Histoire du PSG. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  20. Saison 1987/1988 Ligue 1. Pari-et-gagne.com. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
  21. Classement Ligue 1 1987-1988. L’Équipe. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
  22. Saison 1988/1989 Ligue 1. Pari-et-gagne.com. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
  23. Classement Ligue 1 1988-1989. L’Équipe. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
  24. Garin, Erik. (10 ოქტომბერი, 2006) Switzerland 1990/91 · Cup 1990/91. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  25. Garin, Erik. (10 ოქტომბერი, 2006) Switzerland 1990/91 · Nationalliga A - Final Group. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  26. Stokkermans, Karel. (1 სექტემბერი, 2020) Switzerland Cup Finals. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  27. 27.0 27.1 Perruchoud, Ludovic. (3 ივნისი, 2015) Coupe de Suisse: Orlando et Rey, les héros du rêve de 1991. Radio Télévision Suisse. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  28. 28.0 28.1 Finale Coupe Suisse 1991: BSC Young Boys - FC Sion 2:3. Commentaires: Pierre Mercier. infog / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  29. Poland 1–4 Argentina, 30 August 1979. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  30. Algeria 0–5 Argentina, 02 September 1979. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  31. Argentina 2–0 Uruguay, 04 September 1979. AFS. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021
  32. 32.0 32.1 Argentina 3–1 USSR, 07 September 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  33. გაბრიელ კალდერონი ეროვნულ ნაკრებში (უკანა რიგში: მარცხნიდან მესამე). Getty Images. ციტატა: „Argentina, qualified for the final round of the 1982 World Cup. Standing, from L to R: Daniel Passarella, Jorge Olguin, Gabriel Calderon, Luis Galvan, Alberto Tarantini and Ubaldo Fillol. First row: Ruben Americo Gallego, Juan Barbas, Ramon Diaz, Diego Maradona and Mario Kempes.“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  34. FIFA Friendlies · Matches · 1982-03-24. Global Sports Archive. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  35. Friendly Match 1982: Argentina vs Germany. Pedro Nedved / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  36. გაბრიელ კალდერონის საკლუბო და სანაკრებო სტატისტიკა. National Football Teams.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  37. Vandenberghe, Luc. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Players 1964-1998: Calderón Gabriel Humberto. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  38. Argentina v League of Ireland, 30 April 1980. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  39. Republic of Ireland v Argentina, 16 May 1980. AFS. ციტატა: „მატჩი გაიმართა „ლენსდაუნ როუდზე“ (ინგლ. Lansdowne Road).“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  40. Argentina v Czechoslovakia, 09 March 1982. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  41. Argentina v West Germany, 24 March 1982. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  42. Argentina v Germany 24th Mar 1982. Thomas Häßler TV / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  43. Argentina v Hungary, 18 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  44. Argentina v El Salvador, 23 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  45. Gabriel Calderon of Argentina during the FIFA World Cup 1982 match between Argentina and El Salvador, at Estadio Jose Rico Perez, Alicante on 23 June 1982. Photo by Alain de Martignac / Onze / Icon Sport. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  46. Italy 2–1 Argentina, 29 June 1982. Estadio Sarriá. AFS. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021.
  47. Sport, Football, pic: 29th June 1982, 1982 World Cup Finals in Spain, Italy 2 v Argentina 0 in Barcelona, Argentina's Gabriel Calderon on the ball challenged by Italy's Fulvio Collovati. Bob Thomas Sports Photography. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  48. Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982. Estadio Sarriá. AFS. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021.
  49. Gabriel Calderon of Argentina during the World Cup match between Argentina and Brazil in Stade de Saria at Barcelona on the 02 july 1982. Photo by Michel Barrault / Onze / Icon Sport via Getty Images. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  50. Chile v Argentina, 12 May 1983. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  51. Amistoso Internacional - Chile vs. Argentina (Completo, 12 de Mayo de 1983). Asierde / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  52. Argentina v Chile, 23 June 1983. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  53. Paraguay » Fixtures & Results 1983. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021.
  54. Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina). International-football.net. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  55. Spain v Argentina, 12 October 1988. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  56. 1988 (October 12) Spain 1-Argentina 1 (Friendly). sp1873 / YouTube. ციტატა: „მატჩი გაიმართა „რამონ სანჩეს პისხუანზე““ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  57. Argentina v Chile, 02 July 1989. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  58. 02/07/1989 Argentina v Chile. gr8footy / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  59. Argentina v Ecuador, 04 July 1989. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  60. Uruguay v Argentina, 08 July 1989. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  61. Brazil v Argentina, 12 July 1989. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  62. Argentina v Paraguay, 16 July 1989. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  63. Scotland v Argentina, 28 March 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  64. Lyall, Jamie. (28 მარტი, 2020) Scotland 1-0 Argentina: When Roxburgh's side humbled world champions. BBC Scotland. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  65. Argentina v Cameroon, 08 June 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  66. Argentina v Cameroon · 1990 FIFA World Cup · Full Match. FIFATV / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  67. Brazil v Argentina, 24 June 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  68. 1990 World Cup Finals, Second Phase, Turin, Italy, 24th June, 1990, Argentina 1 v Brazil 0, Argentina's Gabriel Calderon moves away from Brazil's Dunga with the ball. Photo by Bob Thomas Sports Photography via Getty Images. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  69. Argentina v Yugoslavia, 30 June 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  70. 1990 World Cup Quarter Final, Florence, Italy, 30th June, 1990, Argentina 0 v Yugoslavia 0 (Argentina win 3-2 on penalties), Yugoslavia's Dragan Stojkovic is chased for the ball by Argentina's Gabriel Calderon. Photo by Bob Thomas Sports Photography via Getty Images. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  71. Italy v Argentina, 03 July 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  72. 1990 World Cup Semi Final, Naples, Italy, 3rd July, 1990, Italy 1 v Argentina 1 (Argentina win 3-2 on penalties), Argentina's Gabriel Calderon on the ball watched by Italy's Paolo Maldini. Photo by Bob Thomas Sports Photography via Getty Images. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  73. Germany v Argentina, 08 July 1990. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  74. Germany vs Argentina 1990 FIFA World Cup Final. FIFA World Cup / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  75. Pierrend, José Luis. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  76. World Football Elo Ratings: Paraguay. World Football Elo Ratings. ციტატა: „Date: July 14 1983. Match: Paraguay 1-0 Argentina. Tournament: Bogado Cup in Paraguay“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  77. Paraguay v Argentina, 15 July 1983. AFS. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  78. 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg. sp1873/YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  79. Argentina 0–0 Yugoslavia. Argentina win on penalties (3–2). FIFA.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  80. Argentina 1–1 Italy. Argentina win on penalties (4–3). FIFA.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  81. 81.0 81.1 Gabriel Calderon Coach Statistics. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  82. Mubarak, Hassanin. (21 აგვისტო, 2019) Saudi Arabia National Team Coaches. 2004-2005: Gabriel Calderón (Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  83. 83.0 83.1 Saudi Arabia (1–2) Kuwait. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  84. 84.0 84.1 Yemen (0–2) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  85. 85.0 85.1 Bahrain (3–0) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  86. Qayed, Mohammed. (19 იანვარი, 2007) Gulf Cup 2004 (in Qatar). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  87. Stokkermans, Karel; Aarhus, Lars; Goloboy, Jim. (26 ნოემბერი, 2009) World Cup 2006 Qualifying (Asia). RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  88. Flash Facts by team and group for the 2006 FIFA World Cup Germany™. FIFA.com. ციტატა: „Saudi Arabia. No other coach has tried out more players in the 2006 FIFA World Cup™ preliminary competition than Gabriel Calderon: no fewer than 57 players were lined up in their 12 games, but none of them played more than nine matches.“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  89. 89.0 89.1 Saudi Arabia (2–0) Palestine. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2021
  90. Mubarak, Hassanin. (28 ივლისი, 2006) West Asian Games (Qatar) 2005. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  91. Saudi Arabia (3–0) Tajikistan. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  92. Saudi Arabia (1–0) Turkmenistan. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  93. Saudi Arabia (2–0) Korea Republic. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  94. Korea Republic (1–0) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  95. Saudi Arabia (3–0) Kuwait. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  96. Saudi Arabia (3–0) Uzbekistan. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  97. Saudi Arabia (0–1) Egypt. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  98. Saudi Arabia (1–4) Finland. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  99. Saudi Arabia (1–3) Ghana. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  100. Saudi Arabia (1–5) Iraq. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  101. Iraq (2–0) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  102. Hungary (0–0) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  103. Uzbekistan (1–1) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  104. Kuwait (0–0) Saudi Arabia. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  105. Saudi Arabia (1–1) Bahrain. ksa-team.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  106. Zlotkowski, Andre; Riaz Hai Naveed, Malik. (3 ივლისი, 2008) Asian Nations Cup 2007. RSSSF. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  107. Australia (1–1) Oman. 08.07.2007. AFC.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  108. Oman (0–2) Thailand. 12.07.2007. AFC.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  109. Oman (0–0) Iraq. 16.07.2007. AFC.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  110. Oman national football team statistic at the Asian Nations Cup 2007. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  111. Del Castillo, Alfonso. (9 ივნისი, 2016) Gabriel Humberto Calderón. Manquepierda.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  112. Del Castillo, Alfonso. (2 მაისი, 2016) Entrevista Gabriel Humberto Calderón 1984. Manquepierda.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  113. Gabriel Calderón takes over from Garrido at Betis. LaLiga official website. ციტატა: „The Andalusian club announces that the Argentine coach will take charge of the Liga BBVA side for the rest of the season, after the Valencian manager was sacked.“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  114. Read, Barnaby. (14 ოქტომბერი, 2014) Al Wasl confirm Calderon as Jorginho replacement. Sport360. ციტატა: „Argentine Gabriel Calderon has today been confirmed as the tenth Al Wasl manager in four years following the sacking of Brazilian Jorginho yesterday evening.“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  115. Monaghan, Matt. (12 მაისი, 2016) Comment: Al Wasl risk slipping back by sacking Calderon. Sport360. ციტატა: „The impending official acknowledgement of Gabriel Calderon’s demise at Al Wasl will mark a sad return to form.“ ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  116. Penal no cobrado a Calderón - Final Mundial Italia '90. Diario Sierras / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  117. Gabriel Calderón recordó el polémico penal que no le cobrar en la final del Mundial de 1990. Diario Panorama / YouTube. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  118. Argentina national football team at the 1982 FIFA World Cup Spain™. FIFA. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  119. Football statistics of the country Argentina in the year 1982. National Football Teams.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  120. Argentina National Team » Squad World Cup 1982 Spain. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  121. Argentina national football team at the 1990 FIFA World Cup Italy™. FIFA. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  122. Football statistics of the country Argentina in the year 1990. National Football Teams.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  123. Argentina National Team » Squad World Cup 1990 Italy. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  124. Gabriel Calderon in the World Cups. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  125. არგენტინისა და ალჟირის ახალგაზრდულ ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩის ფრაგმენტი. ტოკიო, ეროვნული სტადიონი. 2 სექტემბერი, 1979.
  126. არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩის ფრაგმენტი. მარჯვნიდან მეორე: №5 გაბრიელ კალდერონი. ბარსელონა, „ესტადიო დე სარია“. 2 ივლისი, 1982.
  127. The Argentina national football team before playing Italy at the 1990 World Cup. Players are: fltr (up): Ricardo Giusti, José Serrizuela, Sergio Goycochea, Oscar Ruggeri, Juan Simón, Diego Maradona; (down): Jorge Burruchaga, Claudio Caniggia, Julio Olarticoechea, José Basualdo, Gabriel Calderón. 3 July 1990.