ალან შირერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალან შირერი
Alan Shearer
Alan Shearer 2008.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი Alan Shearer
დაბადების
თარიღი
13 აგვისტო, 1970
დაბადების
ადგილი
ნიუკასლი, ინგლისი
სიმაღლე 183
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
Wallsend Boys Club
1986-1988 საუთჰემპტონი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1992 საუთჰემპტონი 118 (23)
1992–1996 ბლექბერნ როვერსი 138 (112)
1996-2006 ნიუკასლ იუნაიტედი 303 (148)
ეროვნული ნაკრები
1992-2000 ინგლისი 63 (30)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: - 21 მარტი, 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
- 21 მარტი, 2013.

ალან შირერი (ინგლ. Alan Shearer; დ. 13 აგვისტო, 1970) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი. ის თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონის კლუბებში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.

კარიერა[რედაქტირება]

ალან შირერმა კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო, სადაც ამავე კლუბის ახლაგაზრდული აკადემიიდან ჩაირიცხა, 1992 წელს ბლექბერნ როვერსში გადავიდა, სადაც 1995 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა და 34 გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირიც შეიქნა. წარმარტებული სეზონის შემდეგ შირერზე ნადირობა გამოაცხადეს მსოფლიოს უმდიდრესმა კლუბებმა, თუმცა ალანმა მშობლიურ ქალაქში, ნიუკასლში არჩია დაბრუნება და ნიუკასლ იუნაიტედში ჩაირიცხა სადაც 10 წელი გაატარა და ყველა დროის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი შეიქნა კლუბის ისტორიაში. 2006 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შირერი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა ტელეკომპანია BBC-ში. 2009 წელს დატოვა ტელეკომპანია და ნიუკასლ იუნაიტედში დაბრუნდა დროებითი მწვრთნელის სტატუსით. შირერმა უხელმძღვანელა ყოფილ კლუბს ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 8 ტურში, თუმცა ნიუკასლ იუნაიტედის გადარჩენა ვერ შეძლო და რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: