ხორხე ვალდანო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი | ||
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ლას-პარეხასი, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1971–1972 | ნიუელს ოლდ ბოისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1975 | ნიუელსი | 46 | (11) |
1975–1979 | ალავესი | 107 | (21) |
1979–1984 | რეალ სარაგოსა | 143 | (46) |
1984–1987 | რეალ მადრიდი | 85 | (40) |
სულ | 381 | (118) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1990 | არგენტინა | 23 | (7) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1991–1992 | რეალ მადრიდი (ახალგ.) | ||
1992–1994 | ტენერიფე | ||
1994–1996 | რეალ მადრიდი | ||
1996–1997 | ვალენსია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი (ესპ. Jorge Alberto Francisco Valdano Castellanos; დ. 4 ოქტომბერი, 1955, ლას-პარეხასი, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხორხე ვალდანო. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ალავესის“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მადრიდის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2][3][4]
ზოგჯერ ვალდანოს მეტსახელად „ფეხბურთის ფილოსოფოსს“ უწოდებენ. იგი ერთ-ერთია იმ შვიდ არგენტინელ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გოლის გატანა შეძლეს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალდანო „ნიუელს ოლდ ბოისის“ გუნდის წარმომადგენლებმა მოზარდ ფეხბურთელთა ერთ-ერთ ტურნირზე შენიშნეს და გუნდში მიიწვიეს. იგი ჯერ 17 წლისაც არ იყო, როდესაც „ნიუელსის“ პირველი გუნდის ძირითადში ითამაშა. ადრეული ასაკიდანვე მას გამოარჩევდა ორივე ფეხით კარგად დარტყმისა და თავით კარგად თამაშის, ასევე შეტევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავების და საჭიროების შემთხვევაში — ნახევარდაცვაშიც მაღალ დონეზე თამაშის უნარი. გარდა ამისა, თავდამსხმელი არ იყო თანაგუნდელებს შორის თავის წარმოჩენისა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი და უმთავრესად გუნდური თამაშით გამოირჩეოდა. 1974 წელს მისი დახმარებით, კლუბმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო. სულ, „ნიუელსის“ მაისურით 1973–1975 წლების განმავლობაში ეროვნული პირველობის ფარგლებში ჩატარებულ 46 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
1975 წელს ვალდანომ ევროპაში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც იმ დროისთვის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ალავესში“ დაიწყო თამაში. საერთო ჯამში მის რიგებში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 107 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 21 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი საკმაოდ სწრაფად გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე და გულშემატკივართა სიმპათიებიც მალე მოიპოვა, „ალავესმა“ ოთხი წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხა სათამაშო კლასის იმ დონეზე ამაღლება, რაც კლუბს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში აღზევების საშუალებას მისცემდა.
შედეგად, 1979 წელს, 24 წლის ასაკში, ვალდანომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ სარაგოსას“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1984 წლების განმავლობაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 143 მატჩში 46 გოლი გაიტანა. მართალია, გუნდი მისი რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე პრეტენზიებს არ აცხადებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესპანეთის საფეხბურთო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ყოველწლიურად ახერხებდა. კლუბის შემადგენლობაში არგენტინელის ყველაზე წარმატებული 1982–83 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „სარაგოსა“ ესპანეთის პრიმერის მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო ხორხე კლუბის მაისურით გატანილი 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
„სარაგოსას“ რიგებში საკმაოდ შედეგიანმა და გამორჩეულად სტაბილურმა თამაშმა მას შესაძლებლობა მისცა 1984 წლიდან ესპანური გრანდის მადრიდის „რეალის“ რიგებში განეგრძო საკლუბო კარიერა. პირველივე სეზონის ბოლოს (1984–85), არგენტინელი 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ, რაც მადრიდელთა გუნდს მექსიკელი უგო სანჩესი შეუერთდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ევროპული და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა — ვალდანოს, სანჩესისა და ემილიო ბუტრაგენიოს შემადგენლობით.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და 7 ბურთი გააქვს.[5]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი (1) | საერთ (2) | ჯამში (3) | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||||||
ნიუელს ოლდ ბოისი არგენტინა |
პრიმერა დივიზიონი | 1973 | 2 | 1 | - | - | - | - | 2 | 1 | |||||
1974 | 19 | 4 | - | - | - | - | 19 | 4 | |||||||
1975 | 25 | 6 | - | - | 4 | 3 | 29 | 9 | |||||||
სულ | 46 | 11 | 0 | 0 | 4 | 3 | 50 | 14 | |||||||
ალავესი ესპანეთი |
სეგუნდა დივიზიონი | 1975-76 | 26 | 4 | - | - | - | - | 26 | 4 | |||||
1976-77 | 30 | 8 | ? | ? | - | - | 30 | 8 | |||||||
1977-78 | 26 | 4 | ? | ? | - | - | 26 | 4 | |||||||
1978-79 | 25 | 5 | ? | ? | - | - | 25 | 5 | |||||||
სულ | 107 | 21 | 0 | 0 | 0 | 0 | 107 | 21 | |||||||
რეალ სარაგოსა ესპანეთი |
პრიმერა დივიზიონი | 1979-80 | 34 | 9 | 6 | 4 | - | - | 40 | 13 | |||||
1980-81 | 17 | 3 | - | - | - | - | 17 | 3 | |||||||
1981-82 | 29 | 9 | 9 | 9 | - | - | 38 | 18 | |||||||
1982-83 | 34 | 17 | 10 | 7 | - | - | 44 | 24 | |||||||
1983-84 | 29 | 8 | 4 | 5 | - | - | 33 | 13 | |||||||
სულ | 143 | 46 | 29 | 25 | 0 | 0 | 172 | 71 | |||||||
რეალ მადრიდი ესპანეთი |
პრიმერა დივიზიონი | 1984-85 | 26 | 17 | 4 | 2 | 10 | 4 | 40 | 23 | |||||
1985-86 | 32 | 16 | 4 | 1 | 11 | 7 | 47 | 24 | |||||||
1986-87 | 27 | 7 | 2 | 1 | 4 | 1 | 33 | 9 | |||||||
სულ | 85 | 40 | 10 | 4 | 25 | 12 | 120 | 56 | |||||||
სულ ჯამში | 381 | 118 | 39 | 29 | 29 | 15 | 449 | 162 | |||||||
(1) ესპანეთის თასისა (1975-87) და ესპანეთის ლიგის თასის (1982-85) მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის (1975), უეფა-ს თასისა (1984-86) და ევროპის ჩემპიონთა თასის (1986-87) მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.
|
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1975 | 0 | 0 | - | - | 1 | 0 | 1 | 2 | 2 | 2 |
1982 | 3 | 0 | 2 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | |
1985 | 0 | 0 | - | - | - | - | 5 | 1 | 5 | 1 | |
1986 | 1 | 0 | 7 | 4 | - | - | - | - | 8 | 4 | |
1987 | 1 | 0 | - | - | - | - | - | - | 1 | 0 | |
1990 | 2 | 0 | - | - | - | - | - | - | 2 | 0 | |
სულ ჯამში | 7 | 0 | 9 | 4 | 1 | 0 | 6 | 3 | 23 | 7 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.[6][7][8]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 20 | თავდამსხმელი | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | |
1986 | მექსიკა | 11 | თავდამსხმელი | 7 | 4 | 6 | 1 | 0 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 1985–86, 1986–87
- ესპანეთის ლიგის თასი: 1985
- უეფა-ს თასი: 1984–85, 1985–86[9]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 1994–95
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Valdano, Jorge (2016). Fútbol: El juego infinito. Penguin Random House Grupo Editorial España. ISBN 6073-14450-4
- Valdano, Jorge (2013). Los 11 poderes del lider. El futbol como escuela de exito (Spanish Edition). Conecta. ISBN 6073-11867-8
- Valdano, Jorge (1998). Cuentos de fútbol. Alfaguara. ISBN 8420-48200-5
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი · Jorge Valdano · Web Oficial · Real Madrid CF
- Argentina · World Cup · Argentina National Team · Unofficial Matches · Match Details
- Argentina National Team Players 1964–1998 ·
AFS · BDFA · BBC Sport · BDFutbol · FBref.com · FootballDatabase.eu · Kooora · L’Équipe · National Football Teams · Soccerbase (player) · Soccerway · Transfermarkt (player) · Transfermarkt (manager) · WorldFootball.net |
Alamy · #CharlasConCafé con Jorge Valdano · Gorka A fondo con Jorge Valdano · El Grafico |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Biografía Deportiva de Jorge Valdano. Valdano.es.
- ↑ Interview with Football Philosopher Jorge Valdano.
- ↑ Jorge Valdano. level-k.com
- ↑ Valdano: „El fútbol nunca ha tenido corazón“. elpais.com
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1982
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1986
- ↑ Jorge Valdano in the World Cups
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- დაბადებული 1955
- დაბადებული 4 ოქტომბერი
- არგენტინელი ფეხბურთელები
- ნიუელს ოლდ ბოისის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- ალავესის ფეხბურთელები
- რეალ სარაგოსას ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- 1975 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები
- ტენერიფეს მწვრთნელები
- მადრიდის რეალის მწვრთნელები
- ვალენსიის მწვრთნელები