ლიონელ მესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიონელ მესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი [1]
დაბადების
თარიღი
24 ივნისი, 1987 (1987-06-24) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, სანტა-ფე,
არგენტინა
სიმაღლე 170 სმ[2][3][4][5][6][7][8]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი მაიამი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1994–2000 ნიუელს ოლდ ბოისი
2000–2003 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 ბარსელონა C 10 (5)
2004–2005 ბარსელონა B 22 (6)
2004–2021 ბარსელონა 520 (474)
2021–2023 პარი სენ-ჟერმენი 58 (22)
2023– ინტერი მაიამი 9 (4)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 არგენტინა 20-წლ. 18 (14)
2008 არგენტინა 23-წლ. 5 (2)
2005– არგენტინა 180 (106)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი.[9][10] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.[11][12][13][14][15][16][17]

„ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილი. 17 წლის ასაკში უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის შვიდგზის და ესპანეთის სუპერთასის რვაგზის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის ოთხგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასის სამგზის მფლობელი „ბარსელონას“ შემადგენლობაში. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა.

მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა. ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი — დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა — როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1994 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 1994: „ნიუელსის“ შემადგენლობაში გატარებულ პირველ წელს, 6 წლის მესიმ 29 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 1995: 30 შეხვედრაში გატანილი 35 გოლი. 1996: 8 წლის ასაკში, მესიმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. 1997: 36 შეხვედრაში გატანილი 40 გოლი. 1998: 10 წლის ასაკში მესიმ 25 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. 1999: „ნიუელსში“ გატარებულ უკანასკნელ სეზონში 11 წლის ლეო მესიმ 29 მატჩში 55 გოლი გაიტანა. 1994-დან 1999 წლის ჩათვლით, „ნიუელსის“ მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა.[18]

11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკმარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში 900$-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში „ესპანიოლთან“ მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ „ბარსელონასთვის“ მისი პირველი გოლი „ალბასეტეს“ წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა „ბარსელონას“ მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.

2005–2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 16 სექტემბერს „ბარსელონამ“ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.

2005–06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დაამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონა“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2006–2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.

2006–07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995–96 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ შედეგიანობას უმატა — 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.

მესი „ხეტაფესთვის“ გოლის გატანამდე

მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი — „ახალი მარადონა“ — არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ — 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა — 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.

2007–2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007–08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3–0 — აქედან ერთი გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით.

მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77 % მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა — „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

2008–2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „დეპორტივოსთან“ შეხვედრაში. 31 მარტი, 2007

რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0–1-იანი წაგება 2–1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6–1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2–0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით.

2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3–1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0–1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6–0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4–0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1–0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“.

სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6–2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4–1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

2009–2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „კამპ ნოუზე“ ხოან გამპერის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ

2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჟოზეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9,5 მილიონი ევროთი წელიწადში. კონტრაქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2–0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6–1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში.

2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.

მესი 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩის დროს

19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4–0 მოიგო.

ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2–1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2–2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3–0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4–2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს.

2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4–1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996–97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010–2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი 2015 წლის უეფა-ს სუპერთასზე, თბილისი

2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1–3 ჰქონდა წაგებული.[19] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5–1 მოიგო.

2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[20] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[21] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

2011–2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013–2014 წლების სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა, ოთხჯერ შეასრულა ჰეტ-ტრიკი. 2012 წელს მან დაამყარა რეკორდი და ერთი წლის განმავლობაში გაიტანა 91 გოლი.[22]

2014 წელს კი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინასთან ერთად მოგების საშუალება, თუმცა მათ გერმანიამ მარიო გეცეს გოლით დამატებით დროში 1–0 აჯობა. მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მან 4 გოლი გაიტანა.

2014–2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014–2015 წლების სეზონი ლიონელ მესისთვის წარმატებული გამოდგა. ბარსელონასთან ერთად მან ტრიპლეტი შეასრულა. ყველა ტურნირზე მესიმ 58 გოლი გაიტანა, ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმართან ერთად. ფიფა-ს მიერ აღიარებული იქნა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

შემდეგი სეზონი მესისთვის ნაკლებად წარმატებული გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ესპანეთის ლიგის და თასის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა. 2016 წლის ზაფხულში მესი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე წელიწადს დამარცხდა კოპა ამერიკას ფინალში ჩილეს ეროვნულ გუნდთან.წარდგენილი იყო ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ ნომინაციაზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2 მარტი, 2024
კლუბი სეზონი ლიგა თასი ჩემპიონთა ლიგა სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბარსელონა C 2003–04 ტერსერა დივიზიონი 10 5 10 5
ბარსელონა B 2003–04[23] სეგუნდა დივიზიონი B 5 0 5 0
2004–05[24] სეგუნდა დივიზიონი B 17 6 17 6
სულ 22 11 22 11
ბარსელონა 2004–05[24] პრიმერა დივიზიონი 7 1 1 0 1 0 9 1
2005–06[25] 17 6 2 1 6 1 0 0 25 8
2006–07[26] 26 14 2 2 5 1 3[ა] 0 36 17
2007–08[27] 28 10 3 0 9 6 40 16
2008–09[28] 31 23 8 6 12 9 51 38
2009–10[29] 35 34 3 1 11 8 4[ბ] 4 53 47
2010–11[30] 33 31 7 7 13 12 2[გ] 3 55 53
2011–12[31] 37 50 7 3 11 14 5[დ] 6 60 73
2012–13[32] 32 46 5 4 11 8 2[გ] 2 50 60
2013–14[33] 31 28 6 5 7 8 2[გ] 0 46 41
2014–15[34] 38 43 6 5 13 10 57 58
2015–16[35] 33 26 5 5 7 6 4[ე] 4 49 41
2016–17[36] 34 37 7 5 9 11 2[გ] 1 52 54
2017–18[37] 36 34 6 4 10 6 2[გ] 1 54 45
2018–19[38] 34 36 5 3 10 12 1[გ] 0 50 51
2019–20[39] 33 25 2 2 8 3 1[გ] 1 44 31
2020–21[40] 35 30 5 3 6 5 1[გ] 0 47 38
სულ 520 474 80 56 149 120 29 22 778 672
პსჟ 2021–22[41] ლიგა 1 26 6 1 0 7 5 34 11
2022–23[42] 32 16 1 0 7 4 1[ვ] 1 41 21
სულ 58 22 2 0 14 9 1 1 75 32
ინტერი
მაიამი
2023 MLS 6 1 1 0 7[ზ] 10 14 11
2024 3 3 0 0 0 0 0 0 3 3
სულ 9 4 1 0 0 0 7 10 17 14
სულ ჯამში 618 511 83 56 163 129 37 33 902 729
  1. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე
  2. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი და ორი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ორი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ესპანეთის სუპერთასზე ჩატარებული მატჩები
  4. ერთი მატჩი და ერთი გოლი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და სამი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ორი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  5. ერთი მატჩი და ორი გოლი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ერთი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი და ერთი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  6. ერთი მატჩი და ერთი გოლი საფრანგეთის სუპერთასზე
  7. შვიდი მატჩი და ათი გოლი ლიგათა თასზე

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 17 ნოემბერი, 2023
წლების მიხედვით
ნაკრები წელი შეჯიბრება ამხანაგური ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა 20 2004 2 3 2 3
2005 16[ა] 11 16 11
ჯამში 16 11 2 3 18 14
არგენტინა 23 2008 5[ბ] 2 5 2
ჯამში 5 2 5 2
არგენტინა[43] 2005 3[გ] 0 2 0 5 0
2006 3[დ] 1 4 1 7 2
2007 10[ე] 4 4 2 14 6
2008 6[გ] 1 2 1 8 2
2009 8[გ] 1 2 2 10 3
2010 5[დ] 0 5 2 10 2
2011 8[ვ] 2 5 2 13 4
2012 5[გ] 5 4 7 9 12
2013 5[გ] 3 2 3 7 6
2014 7[დ] 4 7 4 14 8
2015 6[ზ] 1 2 3 8 4
2016 10[თ] 8 1 0 11 8
2017 5[გ] 4 2 0 7 4
2018 4[დ] 1 1 3 5 4
2019 6[ზ] 1 4 4 10 5
2020 4[გ] 1 0 0 4 1
2021 14[ი] 9 0 0 14 9
2022 10[კ] 8 4 10 14 18
2023 4[ლ] 3 3 5 7 8
სულ 125 57 54 49 179 106
სულ ჯამში 146 70 56 52 202 122
  1. ცხრა მატჩი და ხუთი გოლი 2005 წლის 20-წლამდე ფეხბურთელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, შვიდი მატჩი და ექვსი გოლი 2005 წლის 20-წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე
  2. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის მატჩები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩები
  5. ექვსი მატჩი და ორი გოლი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
  6. ოთხი მატჩი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
  7. 7.0 7.1 კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩები
  8. ხუთი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხუთი მატჩი და სამი გოლი კოპა ამერიკა სენტენარიოზე (ესპ. Copa América Centenario)
  9. შვიდი მატჩი და ოთხი გოლი კოპა ამერიკაზე, ცხრა მატჩი და ხუთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
  10. ორი მატჩი და ერთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთი მატჩი არტემიო ფრანკის თასზე, შვიდი მატჩი და შვიდი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე
  11. ოთხი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგარიშებში ჯერ არგენტინის გოლია აღნიშნული.[44][45]
გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 14 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდები ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 1–0 2–0 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
2 22 ივნისი 2005 უნივე სტადიონი, ემენი, ნიდერლანდები კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
3 24 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდები ესპანეთის დროშა ესპანეთი 3–1 3–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
4 28 ივნისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
5 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ნიგერიის დროშა ნიგერია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
6 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ნიგერიის დროშა ნიგერია 2–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიონელ მესი. 26 ივნისი, 2018[46]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ბარსელონა
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
აშშ-ის დროშა ინტერი მაიამი
  • ლიგათა თასი: 2023[47]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე მეტი მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში: 180[105]
  • ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 106 გოლი[105]
  • ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი: 55 საგოლე გადაცემა
  • ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა
  • ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა: 2014, 2022[106]
  • ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნის სამკლაურით ისაპარეზა: 22 წლის და 363 დღის ასაკში[107]
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა: 27 წლის და 361 დღის ასაკში
  • ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა[105]
  • ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 34 მატჩი
  • ნაკრებისა და მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 26 მატჩი[105]
  • ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი ბურთების რაოდენობით: 13 გოლი[105]
  • ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 31 გოლი
  • სამხრეთ ამერიკის ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 31 გოლი
  • ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 49 გოლი
  • ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც კონმებოლში შემავალი ყველა ეროვნული ნაკრების კარში აქვს გოლი გატანილი[108]
  • ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ ფინალურ ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული
  • ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ფინალურ ეტაპზე აქვს გოლი გატანილი[109]
  • ერთადერთი არგენტინელი, რომელმაც ექვს კოპა ამერიკაზე ითამაშა[110]
  • რეკორდსმენი მოპოვებული ფიფა-ს ოქროს ბურთის რაოდენობის მიხედვით: 4
  • რეკორდსმენი მოპოვებული ევროპის ოქროს ბუცის რაოდენობის მიხედვით: 6
  • რეკორდსმენი ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით: 697 გოლი
  • არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 98 გოლი [111][112]
  • „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 663 გოლი
  • რეკორდსმენი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 768 [113]
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 467 გოლი [114]
  • ესპანეთის სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 14 გოლი
  • უეფა-ს სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 3 გოლი
  • ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 26 გოლი
  • კატალონიური დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 25 გოლი
  • ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში: 35 ტიტული
  • მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების ისტორიაში (18 წლის და 357 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების ისტორიაში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია გოლი (18 წლის და 357 დღის)[115]
  • ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი არგენტინის ნაკრების ისტორიაში (22 წლის და 363 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ელ კლასიკოში გაუტანია გოლი (19 წლის და 259 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი გაიტანა[116]
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა (28 წლის და 84 დღის)
  • პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ოფიციალურ მატჩებში 600 და მეტი გოლი გაიტანა ერთი კლუბის შემადგენლობაში
  • პირველი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც 40 და მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ 10 სეზონის განმავლობაში (2009/10—2018/19)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატზე 200 გოლი გაიტანა (25 წლის და 217 დღის)
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 300-გოლიანი ნიშნული გადალახა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 400-გოლიანი ნიშნული გადალახა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის სუპერთასის ისტორიაში, რომელმაც ტურნირის 7 გათამაშებაში შეძლო გოლის გატანა
  • პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, რომელმაც გუნდთან ერთად 500-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა
  • პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 350-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონატში
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საკლუბო დონეზე: 127
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით: 122
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით: 119
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ყველა საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით ერთი კალენდარული წლის განმავლობაში: 79
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 73
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ყველა ტურნირზე: 48
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეგიონერთა შორის: 511
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი საფეხბურთო კლუბების რაოდენობის მიხედვით, რომელთა კარის აღებაც შეძლო: 38
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდსმენი შინ ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით: 273
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდსმენი სტუმრად ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით: 194
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 50
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში, რომლებშიც კარის აღება შეძლო (2012/13): 27
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 8
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ელ კლასიკოში: 2
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი დუბლების რაოდენობით: 113
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით: 36
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ყველა მეტოქე გუნდის კარის აღება შეძლო ერთი სეზონის განმავლობაში (2012/13)
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით: 5 გოლი
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით: 8
  • პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ერთზე მეტად აღიარეს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად
  • ევროპის ოქროს ბუცის რეიტინგის რეკორდსმენი მოპოვებული ქულების რაოდენობით: 100
  • არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით: 28
  • არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით: 15 (2022)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram · Twitter
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Kicker.de · L’Équipe · League 1 · National Football Teams.com · Olympedia · Olympics.com · Soccerbase · Soccerway · Sportbox.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · AllMovie · AlloCiné · ČSFD
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
Gran enciclopèdia catalana · Larousse · დიდი რუსული ენციკლოპედია · Лентапедия · VLE · Britannica · Notable Names Database
ფოტო · ვიდეო · აუდიო
TCDb · YouTube

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marsden, Sam. (2 ნოემბერი, 2017) Messi donates to charity after libel case win. ESPN. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2020
  2. Lionel Messi Profile at FC Barcelona
  3. Lionel Messi Profile at AS.com
  4. Lionel Messi Profile at BDFutbol
  5. Lionel Messi Profile at ESPNFC.com
  6. Lionel Messi Profile at FIFA.com
  7. Lionel Messi Profile at Transfermarkt
  8. Lionel Messi Profile at WorldFootball
  9. Месси − самый титулованный футболист мира
  10. Уже 44-й в карьере – Лео не остановить
  11. Пол Скоулз: «Лионель Месси — гениальный футболист»
  12. Terry - Messi's the greatest
  13. Пеле: «Месси лучший футболист мира за последние 10 лет»
  14. Давид Вилья: «Месси — лучший футболист мира»
  15. Уэйн Руни: «Лучший футболист мира — Лионель Месси»
  16. Ариго Сакки: Месси — единственный гений современного футбола
  17. Footballers and Coaches on Why Messi is the GOAT
  18. მათეშვილი, ლევან. (25 აგვისტო, 2020) მესის ფენომენალური სტატისტიკა 6-12 წლის ასაკში. Live.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2021
  19. Barcelona 4–0 Sevilla: Brilliant Blaugrana Outclass Rojiblancos To Lift Supercopa. Goal.com (22 August 2010). ციტირების თარიღი: 22 August 2010.
  20. .Messi injured. FCBarcelona.cat (20 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  21. Villa on Messi's injury. FCBarcelona.cat (20 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  22. Barcelona's Lionel Messi becomes most decorated player in history after winning unprecedented fourth straight Ballon d'Or
  23. Lionel Messi: Matches 2003–04. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  24. 24.0 24.1 Messi: Matches 2004–05. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  25. Lionel Messi: Matches 2005–06. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  26. Lionel Messi: Matches 2006–07. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  27. Lionel Messi: Matches 2007–08. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  28. Lionel Messi: Matches 2008–09. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  29. Lionel Messi: Matches 2009–10. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  30. Lionel Messi: Matches 2010–11. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  31. Lionel Messi: Matches 2011–12. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  32. Lionel Messi: Matches 2012–13. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  33. Lionel Messi: Matches 2013–14. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  34. Lionel Messi: Matches 2014–15. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  35. Lionel Messi: Matches 2015–16. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  36. Lionel Messi: Matches 2016–17. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  37. Lionel Messi: Matches 2017–18. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  38. Lionel Messi: Matches 2018–19. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  39. Lionel Messi: Matches 2019–20. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  40. Lionel Messi: Matches 2020–21. BDFutbol. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021
  41. Lionel Messi: Matches 2021–22. BDFutbol. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021
  42. Lionel Andrés Messi Cuccittini: Matches 2022–23. BDFutbol. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  43. Lionel Messi: Player Profile // ESPN
  44. Lionel Andrés Messi – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  45. Lionel Messi. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-29. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  46. Argentine footballer Lionel Messi on 26 June 2018, celebrating a goal in the 2018 FIFA World Cup group stage match against Nigeria.
  47. Lionel Messi & Inter Miami are Leagues Cup champions! // MLS Soccer
  48. Graham, Bryan Armen (11 ივლისი 2021). „Argentina 1-0 Brazil: Copa América final – live!“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  49. Messi wins Ballon d'Or award for record 8th time // ESPN.com
  50. Magee, Will. (2 დეკემბერი, 2019) Ballon d’Or: live updates from the ceremony as Lionel Messi and Virgil van Dijk compete for top award. The Telegraph. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019
  51. European Footballer of the Year ("Ballon d'Or"). The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  52. 52.0 52.1 FIFA Ballon d'Or: History. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  53. Иван Орехов. (30 ნოემბერი, 2021). „«Золотой мяч» снова шокирует. Проигрыш Левандовского стал символом абсурда“. Sportmail.ru. Спорт РИА Новости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-30. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021. ციტატა: „Поляк пополнил список шикарных игроков, непостижимым образом остававшихся без престижной награды при поддержке миллионов фанатов.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  54. The FIFA Football Awards Voting Results 2019 (PDF). Fédération Internationale de Football Association (23 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  55. Lionel Messi Awarded Golden Shoe for Third Time after 46 La Liga Goals for Barcelona (20 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  56. Messi receives fourth Golden Shoe Award: Each day I enjoy it more. Marca (24 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  57. Messi Wins Fifth Golden Shoe After Winning Pichichi Trophy. Goal] (20 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  58. Messi wins his sixth Golden Shoe award. FC Barcelona (24 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  59. Messi, Neuer Heralded as Brazil 2014's Best. FIFA (13 ივლისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  60. Messi makes Golden Ball history
  61. BeIN Sports: Messi habría rechazado el MVP del torneo Spanish. AS.com (5 ივლისი, 2015). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  62. Lionel Messi allegedly refuses best player award at Copa America as trophy removed from ceremony. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  63. Messi rechazó recoger el premio a MVP de la Copa América. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  64. Messi rechazó el MVP del Argentina-Paraguay de la Copa América. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  65. Best player, scorer, best goalkeeper: the highlights of CONMEBOL Copa América 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-11. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  66. CONMEBOL Copa América 2021. Goleadores | CONMEBOL. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  67. Gonzalez, Roger. (27 აგვისტო, 2015) Messi Beats Ronaldo for 2014–15 UEFA Best Player in Europe Award. CBS Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-27. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  68. 68.0 68.1 Profile: Lionel Messi. UEFA. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  69. „UEFA Champions League Squad of the Season“. UEFA.com. Union of European Football Associations. 31 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  70. 70.0 70.1 70.2 Otero, Paul M.. (12 November 2013) Palmarés de un Genio: El Coleccionista de Trofeos Spanish. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  71. 71.0 71.1 Messi, Mejor Delantero y Mejor Jugador Spanish. Liga de Fútbol Profesional (2 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  72. 72.0 72.1 Lionel Messi, 2014–15 Liga BBVA Best Player. Liga de Fútbol Profesional (30 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-22. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  73. La entrega del premio Pichichi a Messi, en directo Spanish (12 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  74. Lionel Messi named Best Striker in La Liga Santander 2015–16. Liga de Fútbol Profesional (24 ოქტომბერი, 2016). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  75. 75.0 75.1 FIFA Club World Cup: Awards. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-07. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  76. Messi Wins Sixth Pichichi Trophy, Extends Lead in European Golden Boot Race – Si.com. 19 მაისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  77. Messi equals Zarra's record with sixth Pichichi award – Onefootball. 19 მაისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  78. Messi equals Zarra's record with sixth Pichichi award. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  79. Leo Messi wins his seventh Pichichi, a LaLiga record. FC Barcelona (19 ივლისი, 2020). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  80. Barcelona Trio Sweep Awards. FIFA (20 დეკემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-14. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  81. 81.0 81.1 FIFA World Youth Championship Netherlands 2005. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-04. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  82. Former Results. IFFHS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  83. IFFHS (International Federation of Football for History & Statistics. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  84. IFFHS ALL TIME RANKING OF THE WORLD'S BEST PLAYMAKER (11 ივლისი, 2021).
  85. IFFHS (International Federation of Football for History & Statistics. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  86. IFFHS WORLD'S BEST MAN PLAYER OF THE DECADE 2011–2020. IFFHS (7 თებერვალი, 2021).
  87. IFFHS (International Federation of Football for History & Statistics. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  88. IFFHS (International Federation of Football for History & Statistics. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2021
  89. FIFPro and FIFA Present the 2015 World XI. FIFPro (11 იანვარი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-24. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  90. The Best named at FIFA Football Awards. FIFA (9 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-11. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  91. FIFA FIFPro World11. FIFA (24 ოქტომბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  92. DE GEA, KANTE AND MBAPPE IN WORLD 11 (24 სექტემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-25. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  93. VAN DIJK AMONG FOUR DEBUTANTS IN MEN'S WORLD 11 (23 სექტემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 2021-07-11.
  94. The FIFA FIFPRO Men's World 11 of 2019–2020 – FIFPRO World Players' Union (17 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020
  95. Lionel Messi sacré "Champion des champions" de l'année 2011 fr (24 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  96. Lionel Messi élu " champion des champions 2011 " par le journal " L'Équipe " (27 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  97. Лионель Месси стал спортсменом 2022 года по версии L’Equipe
  98. The Greatest: – how the panel voted (2 ივლისი, 2013). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  99. Premios Olimpia 2015: La Judoca Paula Pareto se Llevó el Oro y los de Plata Fueron Para Messi, Marco Ruben, Andrés Nocioni y Adolfo Cambiaso Spanish. LRA Radio Nacional (23 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  100. Los Ganadores de Olimpia de Plata en Cada Deporte, con los Medallistas Dorados de Río entre los Destacados Spanish (20 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-23. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  101. Delfina Pignatiello se quedó con el Olimpia de Oro (20 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  102. Sport. (13 თებერვალი, 2021) Barça star Leo Messi named best Argentine sportsman of the last decade. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2021
  103. Top assists - Ligue 1 Uber Eats // ligue1.com
  104. ESM Team of the 2022-23 Season // World Soccer
  105. 105.0 105.1 105.2 105.3 105.4 Выдающаяся статистика аргентинца
  106. Messi makes Golden Ball history // fifa.com
  107. Messi captains Argentina for first time // Reuters
  108. Messi's now scored vs. EVERY South American country... except Argentina
  109. Six records Lionel Messi can break at World Cup
  110. What are the records Messi has already broken at the Copa America?
  111. Лионель Месси стал лучшим бомбардиром в истории сборной Аргентины. TASS (22 ივნისი, 2016). ციტატა: „Футболист сборной Аргентины Лионель Месси стал лучшим бомбардиром в истории национальной команды. В полуфинале Кубка Америки он забил мяч в ворота команды США, который стал для него 55-м в составе сборной.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  112. Messi becomes Argentina's all-time top scorer. FotMob. ციტატა: „Lionel Messi has become Argentina's all-time record goalscorer after netting a sublime free-kick in their Copa America Centenario semi-final against the United States on Tuesday.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  113. Месси установил рекорд по количеству матчей за «Барселону». Sportmail.ru (22 მარტი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-08. ციტატა: „22 марта сине-гранатовые с разгромным счетом обыграли «Реал Сосьедад» 6:1. Для Месси это стал 768-й матч за «Барселону». Таким образом, он обошел по количеству игр бывшего капитана «Барсы» Хави, выходившего на поле 767 раз.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  114. Месси повторил рекорд Пеле по количеству голов в одном чемпионате. Sportmail.ru (23 მარტი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-25. ციტატა: „Месси в воскресенье оформил дубль в матче 28-го тура чемпионата Испании с «Реал Сосьедад» (6:1). Таким образом, аргентинский форвард забил 467 мячей в Ла Лиге, столько же раз отличился Пеле в чемпионате Бразилии, выступая за «Сантос» с 1956 по 1974 год.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  115. Lionel Messi’s goal-scoring record at FIFA World Cups
  116. Youngest Player to score 50 Goals in the Champions League