* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მარსელ დესაი (ფრანგ.Marcel Desailly; დ. 7 სექტემბერი, 1968, აკრა) — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მარსელის „ოლიმპიკში“, „მილანში“ და ლონდონის „ჩელსიში“. ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი.