ხორხე ბურუჩაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორხე ბურუჩაგა
ბურუჩაგა 1986 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხორხე ლუის ბურუჩაგა
დაბადების
თარიღი
9 ოქტომბერი, 1962 (1962-10-09) (61 წლის)
დაბადების
ადგილი
გუალეგუაი,
ენტრე-რიოსის პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
არსენალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1979–1981 არსენალი 49 (7)
1982–1985 ინდეპენდიენტე 146 (53)
1985–1992 ნანტი 140 (27)
1992–1993 ვალანსიენი 32 (10)
1995–1998 ინდეპენდიენტე 89 (19)
სულ 456 (116)
ეროვნული ნაკრები
1983–1990 არგენტინა 59 (13)
სამწვრთნელო კარიერა
2002–2005 არსენალი
2005–2006 ესტუდიანტესი
2006–2007 ინდეპენდიენტე
2008–2009 ბანფილდი
2009–2010 არსენალი
2011–2012 ლიბერტადი
2012–2014 ატლეტიკო დე რაფაელა
2015–2016 ატლეტიკო დე რაფაელა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
„ინდეპენდიენტეს“ მაისურით, 1985
გამარჯვების გოლი, 29 ივნისი, 1986

ხორხე ლუის ბურუჩაგა (ესპ. Jorge Luis Burruchaga; დ. 9 ოქტომბერი, 1962, გუალეგუაი, ენტრე-რიოსის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა როგორც ნახევარმცველის, ასევე, თავდამსხმელის პოზიციაზე.[1][2] 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1990 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. დიეგო მარადონასა და ხორხე ვალდანოსთან ერთად — ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. 1986 წლის მუნდიალის ფინალში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი გერმანელთა კარში.[3][4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორხე ბურუჩაგა საკლუბო კარიერას 1979 წელს — არგენტინის მეორე დივიზიონის მონაწილე — „არსენალ დე სარანდიში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაში 49-ჯერ გამოდის საფეხბურთო მინდორზე და 7 გოლი გააქვს.

1982–1985 წლებში იცავს არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას. ამ დროის განმავლობაში იგი არგენტინის პრიმერის 146 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 53-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მის შემადგენლობაში 1983 წელს არგენტინის ჩემპიონი ხდება. მომდევნო, 1984 წელს კი ლიბერტადორესის თასს ეუფლება.[5][6]

არგენტინელები ფინალში ბრაზილიელებს, კერძოდ კი — პორტუ-ალეგრის „გრემიოს“[7] უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ „გრემიო“ ამ დროისთვის ლიბერტადორესის თასის მოქმედი მფლობელია, რომელიც 1983 წლის 22 და 28 ივლისს, ორი ფინალური შეხვედრის ჯამში მონტევიდეოს „პენიაროლს“ ამარცხებს საერთო ანგარიშით — 3–2 (1–1; 2–1)[8] და პირველად ეუფლება სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ჯილდოს. რაც შეეხება „ინდეპენდიენტეს“, იგი ამ მხრივ იმ პერიოდის ყველაზე ტიტულოვან კლუბს წარმოადგენს. მას 1984 წლისთვის უკვე ექვსჯერ აქვს მოპოვებული აღნიშნული თასი, ამასთან ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) და რაც, ასევე, საყურადღებოა, საერთო ჯამური მაჩვენებლით არცერთი ფინალი არ აქვს დათმობილი.[9][10][11][12][13][14]

ორმატჩიანი ფინალის პირველი შეხვედრა პორტუ-ალეგრიში — „ესტადიო ოლიმპიკო მონუმენტალზე“ (პორტ. Estádio Olímpico Monumental)[15] იმართება. მეტოქის მოედანზე გამართულ ამ ისტორიულ მატჩში „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას ბურუჩაგასთან და მის სხვა თანაკლუბელებთან ერთად, მომავალი მსოფლიო ჩემპიონები — ნესტორ კლაუსენი, რიკარდო ჯუსტი და რიკარდო ბოჩინი იცავენ.[16]

შეხვედრას 75 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება. ფეხბურთის გულშემატკივრები, სპეციალისტები და სპორტული ჟურნალისტები, ისევე, როგორც თავად მონაწილეები ამ დაპირისპირებას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო სანახაობრივ და დრამატულ მატჩად თვლიან ტურნირის სხვა, არანაკლებ საინტერესო ფინალურ მატჩებს შორის.

მატჩის ერთადერთი და „ინდეპენდიენტესთვის“ ახლა უკვე ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლი, შეხვედრის 24-ე წუთზე, რიკარდო ბოჩინის — დღეს უკვე საფეხბურთო კლასიკად ქცეული ფილიგრანული პასით — ხორხე ბურუჩაგას გააქვს. საყურადღებოა, რომ თავისი შესრულების შინაარსითა და ფორმით იგი თითქმის ტყუპისცალივით წააგავს 2 წლის შემდეგ, მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის საფეხბურთო კარიერაში გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს — ყველაზე ცნობილ გოლს (იმ განსხვავებით, რომ მარადონა მოედნის საკუთარი ნახევრიდან, ცენტრალურ ხაზთან სამიოდე მეტრში მდგომი აძლევს მას გადაცემას, ხოლო ბოჩინი მეტოქის საჯარიმო მოედნიდან ექვსიოდე მეტრში იღებს ბურთს, ელოდება ბურუჩაგას გარღვევას და ორწამიანი პაუზის შემდეგ აკეთებს იმას, რასაც დღეს „ბოჩინესკებს“ ეძახიან).[17][18]

აღსანიშნავია, რომ „ინდეპენდიენტესთვის“ ეს არის ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში მოპოვებული რიგით მეშვიდე გამარჯვება, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად რჩება სამხრეთამერიკული ფეხბურთის ისტორიაში, მით უმეტეს, რომ მას შემდეგ (33 წლის განმავლობაში) კლუბს აღარ მიუღწევია ამ ტურნირზე ასეთი წარმატებისთვის.

1985–1992 წლებში საფრანგეთის „ნანტში“ აგრძელებს კარიერას, სადაც პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებენ. ამ გუნდის შემადგენლობაში, ჩემპიონატის 140 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 27 გოლი გააქვს. 1992–1993 წლებში მეორე ფრანგული კლუბის — „ვალანსიენის“ ღირსებას იცავს (32 მატჩი და 10 გოლი).

1995 წელს არგენტინაში ბრუნდება და კვლავ აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უერთდება, სადაც კიდევ სამ-ნახევარი სეზონის განმავლობაში თამაშობს (89 მატჩი და 19 გოლი). კლუბთან ერთად 1995 წელს ლიბერტადორესის სუპერთასს და სამხრეთ ამერიკის რეკოპას ეუფლება. სათამაშო კარიერას 1998 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები კლუბი ქვეყანა წყარო
1 1979–1981 არსენალი დროშა: არგენტინა არგენტინა [19]
2 1982–1985 ინდეპენდიენტე დროშა: არგენტინა არგენტინა
3 1985–1992 ნანტი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
4 1992–1993 ვალანსიენი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
5 1995–1998 ინდეპენდიენტე დროშა: არგენტინა არგენტინა

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[20][21] რომლის შემადგენლობაში 59 შეხვედრას ატარებს და 13 ბურთი გააქვს. აქედან 2 მატჩი ფელიქს ბოგადოს თასზე (1983), 10 მატჩი (3 გოლი) სამხრეთ ამერიკის თასზე (1983, 1989), 5 მატჩი (1 გოლი) ნერუს თასზე (1984), 14 მატჩი (3 გოლი) მსოფლიოს ჩემპიონატების (1986, 1990) დასკვნით ეტაპზე, 6 მატჩი (1 გოლი) შესარჩევ ეტაპზე (1985) და 22 მატჩი (5 გოლი) საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში.[22]

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1983 7 3
1984 14 2
1985 9 3
1986 10 2
1987 1 1
1988 0 0
1989 7 0
1990 11 2
ჯამში 59 13

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურუჩაგამ მსოფლიო ჩემპიონატების 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.[23][24][25][26][27]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა არგენტინის დროშა 7 ნახევარმცველი 7 2 6 1 0
ჩემპიონი
1990 იტალიის დროშა იტალია არგენტინის დროშა 7 ნახევარმცველი 7 1 2 3 2
ვიცე-ჩემპიონი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1986
  • ვიცე-ჩემპიონი: 1990

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპა ამერიკა
  • საუკეთესო ბომბარდირი: 1983
საფრანგეთის ლიგა 1
  • წლის საუკეთესო ლეგიონერი: 1985–86

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკომენდებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხორხე ლუის ბურუჩაგა — Jorge Luis Burruchaga. (Futbolistas de Argentina) ecured.cu. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  2. ხორხე ლუის ბურუჩაგა — Jorge Luis Burruchaga. (Futbolista argentino) rincondelvago.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  3. Burruchaga clinches glory for Maradona’s Argentina. ფიფა-ს ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  4. 100 of the greatest World Cup moments — Jorge Burruchaga's match-winning goal for Argentina against West Germany in the 1986 World Cup final (2 მაისი, 2014) It gave Argentina a 3-2 victory, and secured their second World Cup trophy — BBC (BBC Sport) bbc.com წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2018.
  5. Independiente (Argentina) 1–0; 0–0 Grêmio (Brasil) — Copa Libertadores de América 1984 (Final). 1st leg: 24/07/1984; 2nd leg: 27/07/1984 — worldfootball.net წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  6. Independiente (Argentina) 1–0; 0–0 Grêmio (Brasil) — Copa Libertadores de América 1984 (Final — Jul 24 & 27) (7 მარტი, 2013) Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  7. Grêmio Foot-Ball Porto Alegrense — კლუბის ოფიციალური საიტი(Página Web Oficial) gremio.net. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  8. Grêmio (BRA) 1–1; 2–1 Peñarol (URU) — Copa Libertadores de América 1983 (Final — Jul 22 & 28) (7 მარტი, 2013) Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  9. Independiente (Argentina) 0–0; 1–0 Nacional (Uruguay) — Copa Libertadores de América 1964 (Final — Aug 6 & 12) (29 ნოემბერი, 2012) Prepared and maintained by José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini and Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  10. Independiente (Argentina) 1–0; 1–3; 4–1 Peñarol (Uruguay) — Copa Libertadores de América 1965 (Final — Apr 9 & 12; Playoff — Apr 15) (29 ნოემბერი, 2012) Prepared and maintained by José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini and Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  11. Independiente (Argentina) 0–0; 2–1 Universitario (Perú) — Copa Libertadores de América 1972 (Final — May 17 & 24) (21 მარტი, 2016) Prepared and maintained by Pablo Ciullini and Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  12. Independiente (Argentina) 1–1; 0–0; 2–1 Colo Colo (Chile) — Copa Libertadores de América 1973 (Final — May 22 & 29; Playoff — Jun 6) (28 თებერვალი, 2013) Prepared and maintained by Pablo Ciullini and Martin Harris for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  13. Independiente (Argentina) 1–2; 2–0; 1–0 São Paulo (Brasil) — Copa Libertadores de América 1974 (Final — Oct 12 & 16; Playoff — Oct 19) (28 თებერვალი, 2013) Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  14. Independiente (Argentina) 0–1; 3–1; 2–0 Unión Española (Chile) — Copa Libertadores de América 1975 (Final — Jun 18 & 25; Playoff — Jun 29) (28 თებერვალი, 2013) Prepared and maintained by John Beuker and Pablo Ciullini for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation — rsssf.com წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  15. Estádio Olímpico Monumental — „ესტადიო ოლიმპიკო მონუმენტალი“ დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine. — („გრემიოს“ ოფიციალურ საიტზე) gremio.net. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  16. Brandão, Caio — „Há 30 anos, o Independiente vencia a Libertadores pela última vez – sobre o Grêmio“ — Burruchaga marcando o gol do título (27 ივლისი, 2014) Futebol Portenhofutebolportenho.com.br წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  17. რიკარდო ენრიკე ბოჩინი — „Рикардо Бочини – прославился прежде всего своими фирменными пасами «бочинесками», насквозь разрезавшими оборону соперников“ — Total Football №6 (53) (24 ივნისი, 2010) Ricardo Enrique Bochini. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  18. რიკარდო ენრიკე ბოჩინი — „Рикардо Бочини – своевременные и неимоверно точные пасы которого болельщики прозвали «бочинесками»“ — prosports.kz (29 ნოემბერი, 2017) Ricardo Enrique Bochini. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  19. Arsenal de Sarandí — კლუბის ოფიციალური საიტი. (Sitio Web Oficial) arsenalfc.com.ar. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2018.
  20. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  21. Roberto Mamrud (5 ივლისი, 2018). Argentina — Record International Players: Jorge Luis Burruchaga – First/Last: 1983–1990; Matches: 59; Goals: 13. Note that two matches (against Slovakia League XI on 22 Jun 1995 in Mendoza, won 6–0, and against Poland B League XI on 20 Jun 1996 in Tucumán, won 2–0) have been removed from the list of official matches; this change (which reduced Zanetti's cap total from 145 to 143 and Batistuta's goal tally from 56 to 54) has been taken into account below. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  22. Roberto Mamrud and RSSSF (2 თებერვალი, 2017). Jorge Luis Burruchaga – Goals in International Matches. The outstanding Argentinian player scored 13 international goals in 59 matches for his National Team. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  23. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 (სტატისტიკა) დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი 2019.
  24. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1990 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  25. Player Profile for Jorge Burruchaga in the Soccer World Cups. Jorge Burruchaga in the World Cups. Information about Jorge Burruchaga and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  26. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1986). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  27. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1990). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.