რამონ დიასი
![]() რამონ დიასი 2016 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რამონ ანხელ დიასი | ||
დაბადების თარიღი | 29 აგვისტო, 1959 | ||
დაბადების ადგილი | ლა-რიოხა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1978 | რივერ პლეიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1982 | რივერ პლეიტი | 123 | (57) |
1982–1983 | ნაპოლი | 25 | (3) |
1983–1986 | აველინო | 78 | (22) |
1986–1988 | ფიორენტინა | 53 | (17) |
1988–1989 | ინტერი | 33 | (12) |
1989–1991 | მონაკო | 60 | (24) |
1991–1993 | რივერ პლეიტი | 52 | (27) |
1993–1995 | მარინოსი | 75 | (52) |
სულ | 499 | (215) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1982 | არგენტინა | 22 | (10) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–2002 | რივერ პლეიტი | ||
2004–2005 | ოქსფორდ იუნაიტედი | ||
2007–2008 | სან-ლორენსო | ||
2008–2009 | ამერიკა | ||
2010–2011 | სან-ლორენსო | ||
2011–2012 | ინდეპენდიენტე | ||
2012–2014 | რივერ პლეიტი | ||
2014–2016 | პარაგვაი | ||
2016–2018 | ალ-ჰილალი | ||
2018 | ალ-იტიჰადი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რამონ ანხელ დიასი (ესპ. Ramón Ángel Díaz; დ. 29 აგვისტო, 1959, ლა-რიოხა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ მწვრთნელად, რომელმაც მხოლოდ „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ცხრა ოფიციალური ტიტულის მოპოვება შეძლო. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელთან — მარსელო გალიარდოსთან ერთად, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, ხოლო არგენტინის ეროვნულ ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგით — ხოსე მარია მინელას შემდეგ, ანხელ ლაბრუნასთან ერთად, „რივერის“ ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად რჩება.[1][2]
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1979–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 22 შეხვედრას ატარებს და 10 ბურთი გააქვს.
მისი სანაკრებო კარიერა იწყება 17 წლამდე ასაკის არგენტინის ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებიდან, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში ინაცვლებს, რომელსაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი უდგას სათავეში. 1979 წელს ამ ნაკრებთან ერთად იგი მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე იმარჯვებს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ბრინჯაოს ბურთისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მფლობელი ხდება.
არგენტინა | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1979 | 1 | 1 |
1980 | 9 | 4 |
1981 | 4 | 1 |
1982 | 8 | 4 |
ჯამში | 22 | 10 |
მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რამონ დიასმა მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რამონ დიასის მონაწილეობით.[4][5][6]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 4 | 1 | 1 | 0 | 3 | მეორე რაუნდი |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | გუნდი პირველი | ანგ. | გუნდი მეორე | შეჯიბრება | წყარო |
1 | 13.06.1982 | კამპ ნოუ, ბარსელონა | არგენტინა ![]() |
0–1 | ![]() |
მსოფლიო 1982 | |
2 | 23.06.1982 | ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე | არგენტინა ![]() |
2–0 | ![]() |
მსოფლიო 1982 | |
3 | 29.06.1982 | ესტადიო დე სარია, ბარსელონა | არგენტინა ![]() |
1–2 | ![]() |
მსოფლიო 1982 | |
4 | 02.07.1982 | ესტადიო დე სარია, ბარსელონა | არგენტინა ![]() |
1–3 | ![]() |
მსოფლიო 1982 |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემპიონი (2): 1979, 1980
- ჩემპიონი (2): 1979, 1981
- აპერტურა
- ჩემპიონი: 1991
- ჩემპიონი: 1988–89
- თასის მფლობელი: 1990–91
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემპიონი: 1979
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მსოფლიო ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1979
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 1991
- ჯეი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1993
- ჯეი ლიგის საუკეთესო თერთმეტეული: 1993
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აპერტურა (3): 1996, 1997, 1999
- კლაუსურა (2): 1997, 2002
- ფინალი: 2014
- სუპერფინალი: 2014
- ლიბერტადორესის თასი: 1996
- ლიბერტადორესის სუპერთასი: 1997
- კლაუსურა: 2007
- ჩემპიონი: 2016–17
- სამეფო თასი
- თასის მფლობელი: 2017
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires. დაარქივებული 2017-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ რამონ ანხელ დიასის ბიოგრაფია. Ramón Ángel Díaz, Argentine, was born in the province of La Rioja (West of Argentina) on August 29th, 1959. Son of Nélida Molina and Ramón Bartolo Díaz. ramondiaz.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
- ↑ რამონ ანხელ დიასის მიერ მოპოვებული ტიტულები. Ramón, the most winning coach in River Plate's history. ramondiaz.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
- ↑ Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). არგენტინის ნაკრები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე. 1930–2006. Argentine Squads in the World Cups. WORLD CUP 1982. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1982 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
- ↑ Ramon Diaz in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
|
- დაბადებული 29 აგვისტო
- დაბადებული 1959
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სან-ლორენსოს ფეხბურთელები
- რივერ პლეიტის ფეხბურთელები
- ნაპოლის ფეხბურთელები
- აველინოს ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- მონაკოს ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ფიორენტინას ფეხბურთელები
- მილანის ინტერის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები