რუბენ გალვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბენ გალვანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რუბენ გალვანი [1]
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1952
დაბადების
ადგილი
კომანდანტე-ფონტანა,
ფორმოსის პროვინცია,
არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
14 მარტი, 2018 (65 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
აველიანედა,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1980 ინდეპენდიენტე 231 (14)
1980 ესტუდიანტესი 21 (0)
სულ 252 (14)
ეროვნული ნაკრები
1973–1978 არგენტინა 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მარცხნიდან მეორე: რუბენ გალვანი №8 „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში. 1975.

რუბენ გალვანი (ესპ. Rubén Galván; დ. 7 აპრილი, 1952, კომანდანტე-ფონტანა, ფორმოსის პროვინცია, არგენტინა — გ. 14 მარტი, 2018, აველიანედა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4][5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენ გალვანი მოპოვებული საკლუბო და სანაკრებო ტიტულების ხარისხითა და რაოდენობით დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ორი არგენტინული კლუბის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ (1971–1980) და ლა-პლატას „ესტუდიანტესის“ (1980) ღირსებას იცავს, თუმცა მისი კარიერა, ძირითადად, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების სამხრეთამერიკული ფეხბურთის გრანდს — „ინდეპენდიენტეს“ უკავშირდება, სადაც 1971 წლიდან იწყებს გამოსვლას და თავისი სტაბილური თამაშით მალევე იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მომდევნო სეზონიდან კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობს და გულშემატკივართა მხრიდანაც მეტ ყურადღებას იმსახურებს.

1973 წლიდან დანიელ ბერტონისთან და რიკარდო ბოჩინისთან ერთად გუნდის წამყვანი მოთამაშე ხდება და როგორც საყრდენი ნახევარმცველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გუნდის შეტევების ორგანიზებაში, ასევე, სათამაშო რგოლებს შორის ეფექტიანი ურთიერთქმედების საქმეში. „თასთამპყრობელებთან“ ერთად იგი ორჯერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი, როდესაც 1977 და 1978 წლებში ნასიონალის ტურნირს იგებს.

„ინდეპენდიენტეს“ რიგებში რუბენ გალვანი კიდევ უფრო მეტ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე აღწევს. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) იმარჯვებს ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში, სამჯერ ისაკუთრებს კოპა ინტერამერიკანას (1973, 1974, 1976) და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი ხდება (1973).

ფეხბურთის თამაშს 1980 წელს, 27 წლის ასაკში — „ესტუდიანტესში“ ამთავრებს.[6]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 5 შეხვედრას ატარებს.[7][8] ეროვნულ გუნდში, მისი თანაკლუბელის რიკარდო ბოჩინის მსგავსად, 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[9] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში — 1973 წლის 23 სექტემბერს ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1973 1 0
1974 1 0
1975 1 0
1976 0 0
1977 1 0
1978 1 0
ჯამში 5 0

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 23.09.1973 „ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივია ბოლივიის დროშა ბოლივია 1–0 შესარჩევი [10]
2 20.11.1974 ბუენოს-აირესი, არგენტინა ჩილეს დროშა ჩილე 1–1 დიტბორნის თასი
3 18.07.1975 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–2 ნიუტონის თასი [11]
4 03.07.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1–0 ამხანაგური [12]
5 25.04.1978 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი ურუგვაის დროშა ურუგვაი 0–2 ამხანაგური [13]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rubén Galván (1952–2018) — Argentina NFT Midfielder (1974–1978). Archive.today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-08. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021.
  2. Rubén Galván es uno de los jugadores más condecorados en la historia del fútbol argentino con 4 Copa Libertadores, dos Campeonatos Nacional y una Copa del Mundo en su nombre. Incondicionales Sports, SL.
  3. TV Pública Argentina (6 თებერვალი, 2012). Vivo en Argentina — Invitado: Rubén Galván. Nuestro especialista en deporte, Osvalo Príncipi, nos habla de los grandes deportistas formoseños, con la visita del ex-futbolista Rubén Galván. Conversamos on él sobre sus inicios en el Club Independiente y sus recuerdos del Mundial `78. YouTube. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  4. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  5. Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  6. Brandão, Caio. (18 აპრილი, 2017) Rubén Galván, caudilho do Independiente tetra da Libertadores e campeão da Copa 1978. Futebol Portenho. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  7. Vandenberghe, Luc. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Players 1964-1998. RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  8. Rubén Galván International matches (1973–1978). AFS. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  9. Pelayes, Héctor Darío. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Archive (1971–1980). RSSSF. ციტატა: „Bolivia 0–1 Argentina (23.09.1973)“ ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  10. Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973). 1974 FIFA World Cup qualification (CONMEBOL). Argentina: Daniel Carnevale, Angel Hugo Bargas, Ruben Glaria, Ruben Galvan, Roberto Telch ('76 Marcelo Antonio Trobbiani), Ruben Ayala, Mario Kempes ('64 Ricardo Bochini), Osvaldo Roberto Cortez, Oscar Ramon Fornari, Aldo Pedro Poy, Daniel Tegliani. Goal: Oscar Ramon Fornari (Argentina). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  11. 1975 Copa Newton — Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975)AFS. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  12. International Friendly. Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977). Venue: La Bombonera, Buenos Aires. Attendance: 55000. Goals: Daniel Passarella 32' (pen.). Argentina: Hector Rodolfo Baley, Jorge Carrascosa, Jorge Mario Olguin, Alberto Tarantini, Ossie Ardiles, Ruben Galvan, Oscar Alberto Ortiz, Julio Ricardo Villa (Ricardo Enrique Bochini 68'), Rene Houseman, Leopoldo Jacinto Luque (Enzo Hector Trossero 68'). AFS. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  13. 1978 International Friendly — Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)AFS. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  14. Ciullini, Pablo. (28 მაისი, 2006) Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship). RSSSF. ციტატა: „Final: First leg: (Jan 21, 1978). Independiente 1–1 Talleres (Córdoba). Goals: Trossero (Independiente); Cherini (Talleres).“ ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  15. Ciullini, Pablo. (28 მაისი, 2006) Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship). RSSSF. ციტატა: „Final: Second leg: (Jan 25, 1978). Talleres (Córdoba) 2–2 Independiente. Goals: 29' Outes, 74' Bocanelli (Talleres); 60' Cherini (penalty), 83' Bochini (Independiente). Independiente won on goals away rule.“ ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  16. Ciullini, Pablo. (28 მაისი, 2006) Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship). RSSSF. ციტატა: „Independiente won the championship with the following line- ups: Independiente: Rigante; Villaverde, O. Pérez; Pagnanini, Rubén Galván, Trossero; Britez (Biondi), Larrosa, Outes, Bochini, Magallanes (Bertoni). Talleres (Córdoba): Guibaudo; Luis Adolfo Galván, Ocaño; Astudillo, Ludueña, Binello; Bocanelli, Reinaldi (Syeyyguil), Bravo, Valencia y Cherini.“ ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  17. Ciullini, Pablo. (31 აგვისტო, 2017) Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). RSSSF. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
  18. Pablo Ciullini and Karel Stokkermans (21 მარტი, 2016). Independiente (Argentina) 0–0; 2–1 Universitario (Perú) — Copa Libertadores de América 1972 (Final — May 17 & 24)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  19. IPablo Ciullini and Martin Harris (28 თებერვალი, 2013). ndependiente (Argentina) 1–1; 0–0; 2–1 Colo Colo (Chile) — Copa Libertadores de América 1973 (Final — May 22 & 29; Playoff — Jun 6)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  20. John Beuker and Pablo Ciullini (28 თებერვალი, 2013). Independiente (Argentina) 1–2; 2–0; 1–0 São Paulo (Brasil) — Copa Libertadores de América 1974 (Final — Oct 12 & 16; Playoff — Oct 19)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  21. John Beuker and Pablo Ciullini (28 თებერვალი, 2013). Independiente (Argentina) 0–1; 3–1; 2–0 Unión Española (Chile) — Copa Libertadores de América 1975 (Final — Jun 18 & 25; Playoff — Jun 29)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2018.
  22. 1978 FIFA World Cup Argentina ™ დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . The 1978 FIFA World Cup, the 11th staging of the FIFA World Cup, quadrennial international football world championship tournament, was held in Argentina between 1 and 25 June. The Cup was won by the Argentine hosts, who defeated the Netherlands 3–1 in the final, after extra time. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.