შინაარსზე გადასვლა

რიკარდო ბოჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიკარდო ბოჩინი
რიკარდო ბოჩინი 1977 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო ენრიკე ბოჩინი
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1954 (1954-01-25) (72 წლის)
დაბადების
ადგილი
სარატე, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 168 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1972 ინდეპენდიენტე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1991 ინდეპენდიენტე 714 (108)
2007 ბარაკასი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
1973–1986 არგენტინა 30 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1991 ინდეპენდიენტე
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რიკარდო ენრიკე ბოჩინი (ესპ. Ricardo Enrique Bochini; დ. 25 იანვარი, 1954, სარატე, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. იცავდა „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი, ლიბერტადორესის თასის ოთხგზის, კოპა ინტერამერიკანას სამგზის და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. აღიარებულია არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.[1][2][3][4]

რიკარდო ბოჩინი ბუენოს-აირესის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე პარანას დასავლეთ ნაპირას მდებარე პატარა ქალაქ სარატეში, 1954 წლის 25 იანვარს დაიბადა.

როგორც არგენტინელი ბავშვების უმრავლესობას, ფეხბურთისადმი სიყვარული და ინტერესი მასაც თანდაყოლილი აღმოაჩნდა. პელეს, პლატინის, კრუიფის, მარადონას და კიდევ, მრავალი აღიარებული ფეხბურთელის მსგავსად, მისი ისტორიაც ქუჩის ფეხბურთით იწყება, როდესაც უბნის თანატოლებთან ერთად დაღამებამდე ბურთს დააგორებს. მოზარდი ბოჩინის შთამბეჭდავი საფეხბურთო მონაცემები მალევე იპყრობს სხვადასხვა კლუბების მესვეურთა ყურადღებას. მათ შორისაა კამპანას „ვილა დალმინე“, თუმცა დაინტერესების იქით საქმე აღარ მიდის. ამდენად, პირველი გუნდი, რომელშიც იგი თამაშს იწყებს — მისი მშობლიური სარატეს „ატლეტიკო ბელგრანოა“. ამის შემდეგ, 15 წლის ასაკში მამასთან ერთად ბუენოს-აირესში ჩადის და ცდილობს ჯერ „სან-ლორენსოს“ რიგებში მოხვდეს, ხოლო შემდეგ „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.[5] საბოლოოდ, 1971 წელს „ინდეპენდიენტეს“ ახალგაზრდული გუნდიდან იღებს მოწვევას და მათ უერთდება.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად არგენტინის პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, 1972 წლის 25 ივნისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ გამოდის, როდესაც „ინდეპენდიენტეს“ მაშინდელ მწვრთნელს პედრო დელიაჩას (ესპ. Pedro Rodolfo Dellacha) შეხვედრის 74-ე წუთზე შეცვლაზე გამოყავს.

რიკარდო ბოჩინი მთელ თავის კარიერას (1972–1991) „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლუბის „ოქროს ხანა“, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ოთხჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ოთხჯერ დაეუფლნენ ლიბერტადორესის თასს, ორჯერ მოიპოვეს საკონტინენტთაშორისო თასი და სამჯერ — კოპა ინტერამერიკანა.

ბოჩინის ეკუთვნის ქვეყნის აბსოლუტური რეკორდი — ერთი კლუბის რიგებში ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რაოდენობის მიხედვით — 714 შეხვედრა (108 გოლი).[6] მიუხედავად, არცთუ ურიგო შედეგიანობისა გატანილი ბურთების რაოდენობის მხრივ, ბოჩინის სახელი, პირველ რიგში, მის საფირმო პასებთან — ე. წ. „ბოჩინესკებთან“ ასოცირდება.[7][8][9]

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, იგი თანაბრად კარგად მოქმედებდა, როგორც მინდვრის შუაგულში, ასევე, ფლანგებზე. თამაშის მისეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნების, იმპროვიზაციის, შეტევების ორგანიზებისა და თანაგუნდელებზე პოზიტიური, შთამაგონებელი გავლენის მოხდენის უნარი, დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას, როგორც შედეგიანობის, ასევე, სანახაობრივი თვალსაზრისით.[10][11]

იშვიათი საფეხბურთო ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და პიროვნული თვისებების, უპირველესად თავმდაბლობისა და მოკრძალებული ხასიათის, ფეხბურთის გულშემატკივრებთან გამორჩეულად თბილი დამოკიდებულების, ასევე, გუნდის მიმართ ერთგულებისა და თავდადების გამო, დროთა განმავლობაში იგი „ინდეპენდიენტეს“ ცოცხალ სიმბოლოდ და კლუბის ქომაგთა უპირველეს კერპად იქცა. დიეგო მარადონას არაერთხელ აღუნიშნავს თავის ინტერვიუებში, რომ იგი ბოჩინის თავის კერპად თვლიდა და მას ფეხბურთის „მაესტროს“ უწოდებდა.[12]

დღეისათვის, მას არა მხოლოდ „ინდეპენდიენტეს“, არამედ, არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ.[13]

ბოჩინის სათამაშო სტილთან დაკავშირებით, ფეხბურთის სპეციალისტები, მისი ცნობილი პასების გარდა (რაც ხშირად არღვევდა და თითქმის უფუნქციოდ ტოვებდა მეტოქეთა მთელ დაცვით ხაზს), აღნიშნავენ, ასევე, ე.წ. „ბოჩინის პაუზებს“ — თამაშის დროს მეტოქეებისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი დაყოვნებების ანუ ერთგვარი პაუზების გაკეთების ხელოვნებას.[14] ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 1984 წლის 24 ივლისს, ლიბერტადორესის თასის პირველი საფინალო შეხვედრისას, „გრემიოს“ კარში ხორხე ბურუჩაგას მიერ გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი, როდესაც საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარე შეტევითი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში — ბოჩინი, ბურთის მიღების შემდეგ, ორიოდე წამით აყოვნებს საგოლე პასის გაკეთებას, იმ გათვლით, რომ ბურუჩაგამ მოასწროს მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა, ხოლო მოწინააღმდეგის მცველებს დრო აღარ დარჩეთ საპასუხო რეაგირებისთვის. ცხადია, რომ მოცემულ სათამაშო სიტუაციაში, მსგავსი გადაწყვეტილება, არა მარტო ყველაზე ოპტიმალური და ამავე დროს ეფექტურია, არამედ, პირველ რიგში, უმაღლესი დონის საფეხბურთო აზროვნებაზე მეტყველებს და ფეხბურთის ავტორიტეტული შემფასებლების აზრით — საფეხბურთო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.[15][16]

მხოლოდ ასეთი მოულოდნელი დაყოვნების შემდეგ გაკეთებული გადაცემა აძლევს საშუალებას მის პარტნიორს, რომ მცველებთან ბრძოლის გარეშე, დაუბრკოლებლად გავიდეს მეკარესთან პირისპირ და შეტევა თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.[17]

ბუნებრივია, რომ ყველაზე პრესტიჟული სამხრეთამერიკული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალში მსგავს ეპიზოდს უყურადღებოდ სპორტული მიმომხილველები და ექსპერტები არასდროს ტოვებენ, რასაც ბეჭდვით პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში არსებული მრავალი სტატია თუ ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს.[18] თუმცა, უნდა ითქვას, რომ არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირებისგან განსხვავებით, ასე ფართოდ და დაწვრილებით (მით უმეტეს ბოჩინის პერიოდში) არ გაშუქებულა. ამდენად, კანონზომიერია, რომ ფეხბურთის სპეციალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ადევნებდნენ თვალყურს მის სათამაშო კარიერას — არა რამდენიმე (თუნდაც საყოველთაოდ ცნობილი) სათამაშო ეპიზოდიდან გამომდინარე, არამედ მის საფეხბურთო პრაქტიკაში დამკვიდრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწორედ ამგვარი „დაყოვნებების“ (როგორც მისი სათამაშო სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის) გამო უწოდებდნენ მას — „პაუზის დიდოსტატს“ (ესპ. Maestro de La Pausa).[კომ. 1]

1973–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[19] რომლის შემადგენლობაში 30 შეხვედრას ატარებს.[20]

ეროვნულ გუნდში 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[21] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, 1973 წლის 23 სექტემბერს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრის 64-ე წუთზე იგი მარიო კემპესს ცვლის. მატჩში, ერთადერთი და არგენტინელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ოსკარ ფორნარის გააქვს — 1–0.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
197310
197420
197510
1976100
197760
197910
198460
198520
198610
ჯამში300
კარლოს დიტბორნის თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღიშეხვედრის ადგილიმოწინააღმდეგეანგ.შეჯიბრებაწყარო
123.09.1973„ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივიაბოლივიის დროშა ბოლივია1–0შესარჩევი[22]
207.11.1974„ესტადიო ნასიონალი“, სანტიაგო, ჩილეჩილეს დროშა ჩილე2–0დიტბორნის თასი[23][24][25]
320.11.1974ბუენოს-აირესი, არგენტინაჩილეს დროშა ჩილე1–1დიტბორნის თასი[26]
418.07.1975„ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაიურუგვაის დროშა ურუგვაი3–2ნიუტონის თასი[27]
525.02.1976„ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონიპარაგვაის დროშა პარაგვაი3–2ატლანტ. 1976[28][29]
627.02.1976„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბრაზილიის დროშა ბრაზილია1–2ატლანტ. 1976[30]
720.03.1976კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი1–0ამხანაგური
824.03.1976ხოჟუვი, პოლონეთიპოლონეთის დროშა პოლონეთი2–1ამხანაგური
927.03.1976ბუდაპეშტი, უნგრეთიუნგრეთის დროშა უნგრეთი0–2ამხანაგური
1008.04.1976„ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესიურუგვაის დროშა ურუგვაი4–1ატლანტ. 1976
1128.04.1976ბუენოს-აირესი, არგენტინაპარაგვაის დროშა პარაგვაი2–2ატლანტ. 1976
1219.05.1976რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიაბრაზილიის დროშა ბრაზილია0–2ატლანტ. 1976
1309.06.1976მონტევიდეო, ურუგვაიურუგვაის დროშა ურუგვაი3–0ატლანტ. 1976
1428.11.1976ბუენოს-აირესი, არგენტინასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი0–0ამხანაგური
1522.03.1977„სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდი, ესპანეთიირანის დროშა ირანი1–1ამხანაგური[31]
1629.05.1977„ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინაპოლონეთის დროშა პოლონეთი3–1ამხანაგური
1705.06.1977„ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინაგერმანიის დროშა გფრ1–3ამხანაგური
1812.06.1977„ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინაინგლისის დროშა ინგლისი1–1ამხანაგური
1903.07.1977„ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინაიუგოსლავიის დროშა იუგოსლავია1–0ამხანაგური
2024.08.1977ბუენოს-აირესი, არგენტინაპარაგვაის დროშა პარაგვაი2–1ბოგადოს თასი
2123.08.1979„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბრაზილიის დროშა ბრაზილია2–2კოპა ამერიკა
2224.08.1984„ესტადიო ნემესიო კამაჩო“, ბოგოტა, კოლუმბიაკოლომბიის დროშა კოლომბია0–1ამხანაგური
2301.09.1984„სტად დე სუისი“, ბერნი, შვეიცარიაშვეიცარიის დროშა შვეიცარია2–0ამხანაგური
2405.09.1984„ეიზელი“, ბრიუსელი, ბელგიაბელგიის დროშა ბელგია2–0ამხანაგური
2512.09.1984„რაინშტადიონი“, დიუსელდორფი, გერმანიაგერმანიის დროშა გფრ3–1ამხანაგური
2618.09.1984მონტერეი, მექსიკამექსიკის დროშა მექსიკა1–1ამხანაგური
2725.10.1984„ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესიმექსიკის დროშა მექსიკა1–1ამხანაგური
2814.11.1985ლოს-ანჯელესი, აშშმექსიკის დროშა მექსიკა1–1ამხანაგური
2917.11.1985პუებლა, მექსიკამექსიკის დროშა მექსიკა1–1ამხანაგური
3025.06.1986„აცტეკა“, მეხიკო, მექსიკაბელგიის დროშა ბელგია2–0ფიფა-ს თასი 1986
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
არგენტინის დროშა არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი
არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ოქროს ბურთის მფლობელი: 1983[43]
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ბრინჯაოს ბურთის მფლობელი: 1984

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams · Transfermarkt
მედია
El Gráfico
  1. Caple, Alex (26 ივლისი, 2017). Ricardo Bochini: Argentinian Influence — „Bochini was known as the master of La Pausa (the pause, if that wasn’t already obvious). La Pausa is the art of delaying your pass while you wait for the game to take shape around you. It’s a display of confidence, foresight, understanding, and an admirable arrogance that few players can pull off.“ clickon.co
  2. რიკარდო ბოჩინი №10 „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში, 1975.
  3. ბოჩინი და მარადონა, 20.12.2007.
  4. რიკარდო ბოჩინი, El Grafico, 1975.
  5. ბერტონი და ბოჩინი საკონტინენტთაშორისო თასით, 1973.
  6. რიკარდო ენრიკე ბოჩინის მეხუთასე მატჩი „ინდეპენდიენტეს“ რიგებში, El Gráfico, Nº 3502. 1986.
  7. ბოჩინი მოპოვებული თასებით, 1989.
  1. „Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa“
  2. Bochini: "Independiente fue concretar lo que quería ser de chico"[მკვდარი ბმული]
  3. El día que Bochini no jugó para Independiente
  4. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1986)
  5. Bochini: el "Bocha" del Independiente
  6. La Cocina del Rojo · #30 – Ricardo Enrique Bochini
  7. Bochini y La Furia Roja de Avellaneda
  8. Ricardo Bochini — Señor Futbol
  9. Ricardo Bochini – The Master – Elegance Football
  10. Ricardo Bochini fetseja sus 62 años
  11. The great creators // FIFA.com
  12. Ricardo Bochini, la joya más grande del fútbol argentino
  13. Understated Legends: Diego Maradona Idol Ricardo Bochini
  14. The Guardian: „Ricardo Bochini's legend of la pausa“
  15. Ricardo Bochini's long wait to become Argentina's legend of la pausa
  16. Woody Allen jugando al fútbol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-02. ციტირების თარიღი: 2019-07-02
  17. Ricardo Bochini – Pase gol a Burruchaga vs Gremio (1984)
  18. La pausa de Ricardo Bochini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-06. ციტირების თარიღი: 2025-07-10
  19. Argentina National Team Players 1964–1998
  20. Ricardo Enrique Bochini International Matches
  21. Argentina National Team Archive (1971–1980)
  22. Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973)
  23. Chile – Argentina (1910–2017)
  24. Chile 0–2 Argentina (7 November 1974)
  25. Chile 0–2 Argentina (06.11.1974)
  26. Argentina 1–1 Chile (20 November 1974)
  27. Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975)
  28. Estadio Defensores del Chaco
  29. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  30. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  31. Argentina 1–1 Iran (Argentina won 4-1 on penalties)
  32. 1977 - 1 division[მკვდარი ბმული]
  33. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  34. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  35. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  36. Copa Libertadores de América 1973 (Final)
  37. Copa Libertadores de América 1972 (Final)
  38. Copa Libertadores de América 1974 (Final)
  39. Copa Libertadores de América 1975 (Final)
  40. Copa Libertadores de América 1984 (Final)
  41. A 29 años de la última Intercontinental de Independiente
  42. 1986 FIFA World Cup Mexico ™ // fifa.com
  43. Ricardo Bochini – 1983 (Argentina — Player of the Year)