ოსვალდო არდილესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსვალდო არდილესი
პირადი მონაცემები
სრული სახელი ოსვალდო სესარ არდილესი
დაბადების
თარიღი
3 აგვისტო, 1952 (1952-08-03) (65 წლის)
დაბადების
ადგილი
ბელ-ვილიე,
კორდოვის პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1973 ინსტიტუტო დე კორდობა 14 (3)
1974 ბელგრანო დე კორდობა 16 (2)
1975–1978 ურაკანი 113 (11)
1978–1982 ტოტენჰემ ჰოტსპური 142 (13)
1982–1983 პარი სენ-ჟერმენი 14 (1)
1983–1988 ტოტენჰემ ჰოტსპური 96 (3)
1988 ბლექბერნ როვერსი 5 (0)
1989 ქუინზ პარკ რეინჯერსი 8 (0)
1989–1990 სვინდონ თაუნი 2 (0)
ეროვნული ნაკრები
1975–1982 არგენტინა 63 (8)
სამწვრთნელო კარიერა
1990–1991 სვინდონ თაუნი
1991–1992 ნიუკასლ იუნაიტედი
1992–1993 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1993–1994 ტოტენჰემ ჰოტსპური
1995 გვადალახარა
1996–1998 სიმიძუ ეს-პალსი
1999 დინამო ზაგრები
2000–2001 იოკოჰამა ფ. მარინოსი
2001 ალ-იტიჰადი
2002–2003 რასინგი
2003–2005 ტოკიო ვერდი
2006 ბეითარ იერუსალიმი
2007 ურაკანი
2008 სერო პორტენიო
2012 მაჩიდა ზელვია
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ოსვალდო სესარ არდილესი (ესპ. Osvaldo César Ardiles, დ. 3 აგვისტო, 1952, ბელ-ვილიე, კორდოვის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ბრიტანეთში მას უმეტესად ოზი არდილესად მოიხსენიებენ. 2009 წლიდან არის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი. პელესთან, ბობი მურთან და კაზიმეჟ დეინასთან ერთად გადაღებულია ჯონ ჰიუსტონის გახმაურებულ მხატვრულ ფილმში „გაქცევა გამარჯვებისკენ“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდილესი თავის პირველ — 1973 წლის საფეხბურთო სეზონს ატარებს არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე — „ინსტიტუტო ატლეტიკო სენტრალ კორდობას“ რიგებში, სადაც ჩემპიონატის 14 მატჩს თამაშობს და სამი გოლი გააქვს. მომდევნო, 1974 წელს კლუბ „ატლეტიკო ბელგრანო დე კორდობას“ ღირსებას იცავს (16 მატჩი, 2 გოლი). 1975–1978 წლებში ბუენოს-აირესის „ურაკანის“ შემადგენლობაშია. 1978 წლის ზაფხულიდან ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდთან ერთად 1981 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს, ხოლო 1984 წელს — უეფა-ს თასს ეუფლება. საერთო ჯამში, მის რიგებში — ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის, ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში — 311-ჯერ გამოდის საფეხბურთო მინდორზე და 25-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.

1982 წლის 3 ივლისს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებთან წაგებული დრამატული მატჩის მეორე დღესვე, ბარსელონაში ჩადის „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ფრენსის ბორელი და ფაქტობრივად რამდენიმე საათში ახერხებს არდილესის დაყოლიებას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.[1] საფრანგეთის ჩემპიონატში არდილესი მხოლოდ 14 შეხვედრას ატარებს და 1 გოლი გააქვს. ამას გარდა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის (1982–83) გათამაშებაში სამჯერ გამოდის მოედანზე პარიზელთა რიგებში — ორჯერ სოფიის „ლოკომოტივის“ [2][3] და ერთხელ სუონსი სიტის წინააღმდეგ.[4] ორმხრივი დიდი იმედების, მოლოდინისა და გეგმების მიუხედავად, არდილესი 6 თვის შემდეგ ტოვებს კლუბს და კვლავ „ტოტენჰემს“ უბრუნდება. ამგვარად, „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე მის გარეშე ხდება საფრანგეთის თასის მფლობელი, სადაც ფინალში, 1983 წლის 11 ივნისს „ნანტს“ ამარცხებს ანგარიშით 3–2.[5][6]

1987–1988 წლებში იცავს „ბლექბერნ როვერსის“, ხოლო 1988–1989 წლებში — „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ღირსებას. 1979 წელს აღიარეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინის ნაკრებში 63 მატჩი ჩაატარა (აქედან ფიფას ეგიდით — 52 შეხვედრა), გაიტანა 8 გოლი. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა ინგლისის, მექსიკის, იაპონიის, ხორვატიის, სირიის, არგენტინის, ისრაელის და პარაგვაის საფეხბურთო კლუბებში. 1998 წელს დაასახელეს იაპონიის „ჯეი ლიგის“ საუკეთესო მწვრთნელად. 2004 წელს იაპონიის საფეხბურთო კლუბ „ტოკიო ვერდის“ მწვრთნელის რანგში „იმპერატორის თასის“ მფლობელი ხდება.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1982 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 63 მატჩი ითამაშა.

მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[7][8]

მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძელი შედეგი მატჩი გოლი
მსოფლიო ჩემპიონატი 1978 დროშა: არგენტინა არგენტინა ჩემპიონი 6 0
მსოფლიო ჩემპიონატი 1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი მეორე რაუნდი 5 1

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ინგლისის ასოციაციის თასი
ტოტენჰემ ჰოტსპური

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოტენჰემ ჰოტსპური

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა

საკლუბო და სანაკრებო ტიტულების სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გუნდი ტიტული
1978 არგენტინა ფიფა-ს მსოფლიო თასი
1981 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის ასოციაციის თასი
1982 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის ასოციაციის თასი
1984 ტოტენჰემ ჰოტსპური უეფა-ს თასი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ფრანგული)3 juillet 1982 : Osvaldo Ardiles, un champion du monde au PSG“, Paris.canal-historique. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  2. (ინგლისური)Lokomotiv Sofia — Wednesday, 15 September 1982 — Paris Saint-Germain — 1–0“, worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  3. (ინგლისური)Paris Saint-Germain — Tuesday, 28 September 1982 — Lokomotiv Sofia — 5–1“, worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  4. (ინგლისური)Swansea City — Wednesday, 20 October 1982 — Paris Saint-Germain — 0–1“, worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  5. (ფრანგული)Finale le 11 Juin 1983 au Parc des Princes PSG bat Nantes 3 buts à 2“, om4ever.com. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  6. (ინგლისური)France - Cup History 1917-1997 • Coupe de France (Coupe Charles-Simon) 1982/83“, Dinant Abbink, Frédéric Pauron and RSSSF 1998/2015. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2017. 
  7. (ინგლისური)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 • მატჩები • გუნდები • ჯგუფები • სტატისტიკა“, ფიფა-ს ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2017. 
  8. (ინგლისური)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 • მატჩები • გუნდები • ჯგუფები • სტატისტიკა“, ფიფა-ს ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2017.