ხავიერ ძანეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხავიერ ძანეტი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხავიერ ადელმარ ძანეტი
დაბადების
თარიღი
10 აგვისტო, 1973 (1973-08-10) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საყრდენი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი
ვიცე-პრეზიდენტი
ახალგაზრდული კარიერა
1982–1989 ინდეპენდიენტე
1991–1992 ტალერესი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1993 ტალერესი 33 (1)
1993–1995 ბანფილდი 66 (4)
1995–2014 ინტერი 614 (12)
ეროვნული ნაკრები
1994–2011 არგენტინა 145 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხავიერ ადელმარ ძანეტი[1] (ესპ. Javier Adelmar Zanetti [ˈχaβ̞je̞ɾ adelˈmar saˈne̞ti], იტალ. [dzanˈetti]; დ. 10 აგვისტო, 1973, სუდ-დოკი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა იტალიის სერია A-ს კლუბ „ინტერნაციონალეში“. ძანეტი „ინტერის“ რიგებში 1995 წლიდან გამოდიოდა, ხოლო კაპიტნის სამკლავური მოირგო 1999 წლის 29 აგვისტოს. ძანეტი ცნობილია თავისი უნივერსალურობით, მას აქვს ორივე ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება, როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის ამპლუაში. ის თავისუფლად ჯდება ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაში, განსაკუთრებით დაცვით ნახევარდაცვაში და ცენტრალურ ნახევარდაცვაში. სანაკრებო დონეზე ის არის რეკორდსმენი, რომელსაც აქვს არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი. მან ითამაშა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 და 2002 წლებში.

ცნობილია მეტსახელით „პუპი“. არგენტინაში მან მიიღო ზედმეტსახელი "Il Trattore" (ტრაქტორი), იტალიაში გადასვლისას მან მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი მტკიცე ხასიათით, ძალით და გამძლეობით. ძანეტიმ თავისი 4 წლიანი უგოლობის სერია 2006 წლის 5 ნოემბერს შეწყვიტა. არგენტინის ნაკრებში ის თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, სადაც ძალიან ხშირად უწევს თავდასხმაში ჩართვა. „პუპიმ“ მოიგო 5 სერია A „ინტერთან“ ერთად, რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი "Il Capitano" (კაპიტანი). ძანეტიმ მოხსნა ყველანაირი რეკორდი როგორც არაიტალიელმა, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბთან ერთად, 757 ოფიციალური მატჩით ის იმყოფება სიის სათავეში.

"Il Capitano" ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, ხელმძღვანელობს თავისსავე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ „პუპის“ და იცავს უოჯახოდ დარჩენილი არგენტინელი ბავშვების ინტერესებს. ძანეტი ელჩად იყო დასახელებული ფიფას მიერ არგენტინაში გამართულ პროექტში "SOS Children's Villages". ძანეტი ასევე არის სპეციალური ოლიმპიადის გლობალური ელჩი.

2010 წლის 22 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩი „ინტერსა“ და „ბაიერნს“ შორის ძანეტისთვის მე-700 აღმოჩნდა. ამ თამაშში მიღწეული წარმატებით ამ ისტორიულ დღეს მისმა გუნდმა მოიგო ტრიპლეტი. მან გოლი გაიტანა 2010 წლის 20 ოქტომბერს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის რანგში გამართულ მატჩში, რომელითაც მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშის მიერ გატანილი გოლი, ის იყო 37 წლის და 71 დღის, ეს რეკორდი მას მერე გააუმჯობესა ორმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ და რაიან გიგზმა.

ადრეული ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხავიერ ძანეტი დაიბადა ბუენოს-აირესში და გაიზარდა სუდ-დოკის რაიონში. ის სწავლობდა და ამავდროს მუშოაბდა მამამისთან ერთად რძის დისტრიბუციაში, ასევე თავისი ბიძაშვილის მაღაზიაში, ისე რომ არ ივიწყებდა მის მონდომებას და სწრაფვას ფეხბურთის თამაშის მიმართ.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხავიერ ძანეტი
ძანეტი ინტერვიუს დროს
ძანეტი ვარჯიშის დროს
დიეგო მილიტო (უკან) და ძანეტი 2010
ძანეტი 2009
ძანეტი პორტუგალიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისას, 9 თებერვალი, 2011
ხავიერ ძანეტი და კრისტიანო რონალდო ამხანაგური მატჩისას, 9 თებერვალი, 2011

ტალერესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ძანეტის უარი უთხრეს „ინდეპენდიენტეში“, მან ხელი არგენტინის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ რემედიოს-დე-ესკალადას „ტალერესთან“ მოაწერა. 1993 წელს კი არგენტინის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ბანფილდში“ გადავიდა.

ბანფილდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 წლის ძანეტის დებიუტი „ბანფილდის“ მაისურით 1993 წელს 12 სექტემბერს შედგა „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ. თავისი პირველი გოლი მან 17 დღის შემდეგ „ნიუელს ოლდ ბოისის“ წინააღმდეგ გაიტანა და მატჩი 1–1 დასრულდა. მისმა მონდომებულმა თამაშმა და სანახაობამ მალე დაიმსახურა პოპულალურობა და ინტერესი „ელ ტალადროს“ ფანებისგან, ნაკრებშიც მალე გამოიძახეს. არგენტინის პრიმერა დივიზიონის გიგანტებმა „რივერ პლეიტმა“ და „ბოკა ხუნიორსმა“ მალევე გადაწყვიტეს ძანეტის დამატება, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ერთი წელი კიდევ დარჩენილიყო კლუბში. 1995 წელს, სებასტიან რამბერტთან ერთად ის გადავიდა იტალიაში, „ინტერში“, რითაც იმ დროისათვის „ინტერის“ ახალი პრეზიდენტის მასიმო მორატის პირველი შენაძენი გახდა.

ინტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძანეტის „ინტერული“ დებიუტი შედგა 1995 წლის 27 აგვისტოს „ვიჩენცას“ წინააღმდეგ მილანში, მას შემდეგ რაც ძანეტი „ინტერის“ მაისურით ასპარეზობს, ინტერმა მოიგო 16 ტიტული, ამათგან, 15 მისი კაპიტანობის დროს. 1998 წელს უეფას თასის ფინალში მან მეორე გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან და გუნდს ამ ტიტულის აღებაში დაეხმარა. შემდეგ 2005, 2006, 2010 და 2011 იტალიის თასი, 2005, 2006, 2008 და 2010 იტალიის სუპერთასი, 2005–2006, 2006–2007, 2007–2008, 2008–2009 და 2009–2010 სკუდეტო, და 2009-10 ჩემპიონთა ლიგა.

2010 წელს ძანეტი გახდა იტალიური კლუბის კაპიტნებიდან ერთადერთი, რომელმაც მოიგო „ტრიპლეტი“ — სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი.

ძანეტის თვისებებმა და ხასიათმა მოაპოვებინა დიდი პატივისცემა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც, ამიტომ მიიღო მან კაპიტანის სამკლავური. ის არის გუნდის ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე, „ინტერის“ გულშემატკივრებისთვის ის არის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ვისაც კი ოდესმე ჩაუცვამს შავ-ლურჯი ფორმა.

მას შემდეგ რაც გუნდში გადმოვიდა მაიკონი 2006-2007 წლის სეზონის დასაწყისში, ძანეტი მარჯვენა მცველიდან გადავიდა ნახევარდაცვაში, მან დაასრულა 4 წლიანი უგოლობის სერია „ასკოლისთან“ გოლით 2006 წლის 5 ნოემბერს, ბოლოს გატანილი ჰქონდა 2002 წლის 6 ნოემბერს „ემპოლისთან“ გასვლითი მატჩში.

2006 წლის 27 სექტემბერს მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ძანეტიმ ითამაშა თავისი მე-500 პროფესიონალური მატჩი, ხოლო ამავე წლის 22 ნოემბერს თავისი მე-100 მატჩი უეფას ეგიდით ლისაბონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ.

ხავიერ ძანეტი

ძანეტის წითელი ბარათი 12 წელზე მეტი ხნის მანძილზე არ მიუღია, პირველი წითელი ბარათი მან 1999 წლის 17 თებერვალს მიიღო, იტალიის თასის თამაშზე „პარმას“ წინააღმდეგ. მეორედ ეს ფაქტი განმეორდა 2011 წლის 3 დეკემბერს „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართულ სერია ა–ს მატჩში, როდესაც არბიტრმა არგენტინელ ლეგენდას ორი ყვითელი ბარათის გამო დაატოვებინა მატჩი.

ძანეტიმ ბოლოჯერ დაიცვა "ნერაძურის" ღირსება 2014 წლის 10 მაისს, "ლაციოს" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში. მის კაპიტნის სამკლაურზე ყველა იმ ფეხბურთელის გვარი იყო დაწერილი, რომელთან ერთადაც მას უთამაშია იტალიურ კლუბში.

სულ არგენტინელმა თავისი შთამბეჭდავი ევროპული კარიერის განმავლობაში "ინტერის" შემადგენლობაში 858 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, მათ შორის "სერია ა"-ში 615 (12 გოლი), 71 იტალიის თასზე (3 გოლი), 159 ევროთასებზე (5 გოლი). 7-ჯერ ითამაშა იტალიის სუპერთასზე, ასევე ერთხელ უეფას სუპერთასზე და მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში (2 მატჩი, 1 გოლი).

ძანეტის ინტერული კარიერის განმავლობაში კლუბმა გამოიცვალა 16 მწვრთნელი, რომელიც მას ხდის ერთადერთ ფეხბურთელად, რომელსაც ამდენ მწვრთნელთან უთამაშია. მისი მიმდინარე კონტრაქტი იწურება 2013 წლის ზაფხულში, რომელიც მან გაახანგრძლივა 2010 წელს, კაპიტანმა „ინტერს“ შეჰფიცა თავისი მომავალი. ის აქ გეგმავს ცხოვრების ბოლომდე დარჩენას და გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას. „ინტერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ — თქვა ძანეტიმ.

„ეს იყო პირველი გუნდი, რომელმაც გამიღო ევროპული ფეხბურთის კარი, მე ძალიან პატარა ვიყავი როდესაც აქ მოვედი, მე ვფიქრობ ბევრ კლუბს არ ექნებოდა ამოდენა ნდობა და მოთმინება 20 წლის ბიჭუნას მიმართ, რაც ჩემდამი გამოიჩინა „ინტერმა“. მე ყოველთვის კლუბის მადლობელი ვიქნები. რაღაც მიზეზების გამო მე აქ ყოველთვის ვგრძნობდი თავს ისე, როგორც სახლში, აი ამიტომ, არასოდეს მიფიქრია აქედან წასვლა.“

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძანეტის დებიუტი არგენტინის ნაკრებში შედგა 1994 წლის 16 ნოემბერს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ. მას შემდეგ ის წარმოადგენდა თავის ნაკრებს 1998 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე.[2][3] მან არგენტინის ნაკრებთან ერთად ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 1996 წლის ოლიმპიადაზე.

კონფედერაციის თასის ნახევარფინალში მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ, არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებულ მე-100 მატჩში, ხავიერი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საკლუბო დონეზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ადგილი არგენტინის ნაკრებში, ყველასთვის გასაკვირად არ "გამოიძებნა". ნაკრების მწვრთნელმა უარი თქვა ძანეტის გამოძახებაზე,

2007 წლის 7 თებერვალს, ალფიო ბასილეს მეთაურობის ქვეშ მყოფ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მან ჩაატარა შესანიშნავი ამხანაგური მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც ხავიერ სავიოლას გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად, ეს იყო ბასილეს პირველი მოგება არგენტინის ნაკრებთან ერთად (მეორე სამწვრთნელო პერიოდში) ამავე წელს ძანეტი გაუძღვა არგენტინის ნაკრებს 2007 წლის კოპა ამერიკაზე კაპიტანის სამკლაურით.

2007 წლის აპრილში ძანეტის მიენიჭა ჯუზეპე პრისკოს ეროვნული ჯილდო. რობერტო აიალას კარიერის დამთავრების შემდეგ, მას კვლავ გადაეცა კაპიტანის სამკლავური 2007 წელს.

2007 წლის 17 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევ მატჩში, ბოლივიის წინააღმდეგ ძანეტი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოირგო „ვერცხლისქვეყნელთა“ ეროვნული გუნდის მაისური.

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წლის წინადელი ისტორია განმეორდა, მიუხედავად 2010 წელს ჩატარებული შესანიშნავი სეზონისა, როდესაც ძანეტიმ კლუბში ერთბაშად 3 ტიტულის მოპოვება შეძლო, იგი თანაგუნდელ ესტებან კამბიასოსთან ერთად, მთავარი მწრთვნელის დიეგო მარადონას მიერ არ იქნა გამოძახებული სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. შედეგად, მარადონამ კაპიტანის სამკლაური ძანეტის ჩამოართვა და ხავიერ მასკერანოს გადასცა. მარადონას ეს ნაბიჯი გაუგებარი იყო ფეხბურთის ყველა მცოდნისთვის მთელ მსოფლიოში.

სწორედ ძანეტის და კამბიასოს არყოფნას შეიძლება გამხდარიყო არგენტინელთა უსუსური თამაშის მიზეზი მეოთხედფინალში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო არგენტინელთა სისუტე დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხავიერ ძანეტის ძირითად პოზიციაზე - გერმანელთა გატანილი 4-ივე გოლი, სწორედ მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს მოჰყვა.

2010 წლის 20 აგვისტოს არგენტინის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ ხავიერი ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში დააბრუნა, მატჩი შედგა 2010 წლის 7 სექტემბერს რივერ პლეიტის მონუმენტურ სტადიონზე სადაც დააჯილდოვეს მისი თანამემამულე გაბრიელ ბატისტუტა შესანიშნავი საფეხბურთო კარიერის გამო.

ძანეტი ასევე გამოიძახეს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ საიტამაში 2010 წლის ოქტომბერს გასამართო მატჩისთვის, თუმცა მცირე ტრავმის გამო „პუპიმ“ ვერ შეძლო ამ თამაშში მონაწილეობის მიღება.

სულ ნაკრებში ხავიერ ძანეტიმ 145 შეხვედრა ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია არგენტინის ნაკრების ისტორიაში. ალბისელეტსეს მაისურით მან 5 გოლის გაიტანა შეძლო, მათ შორის ერთი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დრამატულ მერვედფინალში ინგლისის ნაკრების კარში. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში მისი უახლოესი "მდევრები" არიან ხავიერ მასკერანო, 111 მატჩი და ლიონელ მესი - 97 მატჩი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხავიერ ძანეტი პაულა ძანეტისთან 7 წლიანი ნაცნობობის შემდეგ 1999 წლის 23 დეკემბერს არგენტინაში დაქორწინდა. ისინი ცხოვრობდნენ იტალიაში, კომოს ტბის მახლობლად, სადაც მათ ჰქონდათ საკუთარი რესტორანი სახელად "El Gaucho". პაულა ძანეტი არის უნივერსიტეტის მასწავლებლის შვილი, იგი მუშაობს ფოტოგრაფად. 2005 წლის 11 ივნისს მათ შეეძინათ ქალიშვილი — სოლ ძანეტი. პატარის დაბადების შესახებ ძანეტი საუბრობს: „მე ძალიან ბედნიერი ვარ სოლის ჩემს ცხოვრებაში შემოსვლით, ის უმშვენიერესია, ეს დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, ჩემი შვილი ყველაფერ იმ ბედნიერებას მიიღებს, რასაც ის ჩემგან იმსახურებს“. ძანეტის პატარა სოლის შემდეგ ორი ვაჟიშვილი შეეძინა, უფროსი იგნასიო და უმცროსი ტომასი, რომელიც 2012 წლის 9 მაისს მოევლინა ქვეყანას.

ძანეტის უფროსი ძმა სერხიოც ყოფილი ფეხბურთელია.

2007 წელს ძანეტიმ ჩაწერა დუეტი იტალიელ მომღერალ მინასთან ერთად. მათ შესარულეს ესპანური სიმღერა "Parole parole",რომელიც შესულია ალბომში "Todavía".

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძანეტი არის ფიფას ელჩი არგენტინაში "SOS Children's Villages" პროექტში

ფონდი"PUPI"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძანეტიმ თავის მეუღლე პაულასთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი "Fundación PUPI". ფონდის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არგენტინაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მილიონობით ადამიანი თავშესაფრის გარეშე სიღატაკეში დატოვა. ორგანიზაციის მიზანია ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე დახმარება და მათი სოციალური ინტეგრაცია, მათ კვებაზე და ასევე შემდგომ განათლებაზე ზრუნვა.

ფონდი"Leoni di Potrero"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ძანეტიმ შექმნა თავის თანაგუნდელ და თანამემამულე ესტებან კამბიასოსთან ერთად. ფონდის მიზანია იმ ბავშვებისთვის დახმარება, რომლებიც სოციალურ იზოლაციაში იმყოფებიან სიღარიბის გამო და არ აქვთ საშუალება ფული გადაუხადონ თავიანთ მწვრთნელებს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 20 სექტემბრის მონაცემები'
გუნდი სეზონი ლიგა თასი საკონტინენტთაშორისო1 სხვა2 სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ტალერესი RE 1992–93 33 1 33 1
Total 33 1 33 1
ბენფილდი 1993–94 37 1 37 1
1994–95 29 3 29 3
Total 66 4 66 4
ინტერნაციონალე 1995–96 32 3 5 0 2 0 39 3
1996–97 33 3 5 1 12 0 50 4
1997–98 28 0 4 0 9 2 41 2
1998–99 34 3 5 0 9 1 2 0 48 4
1999–00 34 1 8 1 1 0 43 2
2000–01 29 0 1 0 4 0 34 0
2001–02 33 0 1 1 10 1 44 2
2002–03 34 1 1 0 18 0 53 1
2003–04 34 0 5 0 12 0 51 0
2004–05 35 0 3 0 11 0 49 0
2005–06 25 0 5 0 8 0 1 0 39 0
2006–07 37 1 4 0 8 0 1 0 50 1
2007–08 38 1 4 0 8 0 1 0 51 1
2008–09 38 0 4 0 8 0 1 0 51 0
2009–10 37 0 4 0 13 0 1 0 55 0
2010–11 35 0 4 0 8 1 4 1 51 2
2011–12 9 0 4 0 1 0 14 0
სულ 543 12 63 3 142 5 13 1 762 24
სულ კარიერაში 642 17 64 3 141 5 13 1 864 29

1Continental competitions include the UEFA Champions League and UEFA Cup
2Other tournaments include the Serie A play-off, Supercoppa Italiana, UEFA Super Cup and FIFA Club World Cup

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[4][5]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1994 3 0
1995 15 1
1996 6 0
1997 4 0
1998 9 2
1999 11 0
2000 7 0
2001 9 0
2002 6 0
2003 8 1
2004 14 1
2005 10 0
2006 0 0
2007 15 0
2008 11 0
2009 8 0
2010 2 0
2011 7 0
სულ 145 5

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნაციონალე

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • FIFA 100: 2004 [6][7][8][9][10]
  • იტალიის სპორტული პრესის კავშირის ვერცხლის ბურთი (იტალ. Pallone d'Argento): 2002
  • უეფა-ს წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2003, 2007, 2008, 2009, 2010
  • იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი: 2018[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკომენდებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში (ესპანური ენის პრინციპებიდან გამომდინარე გვარის სწორი ფორმაა — სანეტი, თუმცა რადგან გვარი იტალიურია, მეტად გავრცელებულია სწორედ იტალიური გამოთქმა — ძანეტი)
  2. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1998). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  3. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 2002). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  4. :: National Football Teams ::.. Player - Javier Zanetti
  5. Javier Adelmar Zanetti – International Appearances
  6. Marcelo Leme de Arruda (6 მარტი, 2004). Pelé's Choice of 125 Living Players. As part of its Centennial commemorations (1904-2004), FIFA asked Pelé to list the 100 best players (still alive) of all-time, comprised of 50 players still in activity and 50 players from the past. Understandably (given that misproportion), Pelé decided to add more players from the past and came up with 125 players in the end, 50 active and 75 retired (but alive) ones. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  7. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  8. BBC Sport (4 მარტი, 2004). Fifa names greatest list. Pele has revealed his list of the 125 greatest living players at Fifa's centenary gala in London on Thursday. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  9. Best Football Players Ever (4 მარტი, 2004). FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. The FIFA 100 is a list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. Pele had been asked to select 50 retired players and 50 active players to get a list of 100 players, which would refer to the FIFA´s 100th anniversary. However Pelé found it too difficult to select just 50 former footballers so the list would eventually get to 125 players from which 75 former players. bestfootballplayersever.com დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  10. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Argentina: Alfredo Di Stefano, Daniel Passarella, Diego Maradona, Gabriel Batistuta, Hernan Crespo, Javier Saviola, Javier Zanetti, Juan Sebastian Veron, Mario Kempes, Omar Sivori. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  11. Totti, Zanetti e Allegri tra i premiati dell’8ª edizione della ‘Hall of Fame del calcio italiano’ Italian. FIGC.it (19 თებერვალი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.