მიგელ ოვიედო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიგელ ანხელ ოვიედო | ||
დაბადების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1950 | ||
დაბადების ადგილი | კორდოვა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973 | ინსტიტუტო | 14 | (1) |
1974–1982 | ტალერესი | 366 | (36) |
1983–1986 | ინდეპენდიენტე | 9 | (1) |
1986–1987 | ტალერესი | იხ. | |
1987–1992 | დეპორტივო | 47 | (7) |
1992–1993 | ლოს-ანდესი | ? | (?) |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1979 | არგენტინა | 6 | (0) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიგელ ანხელ ოვიედო (ესპ. Miguel Ángel Oviedo; დ. 12 ოქტომბერი, 1950, კორდოვა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერის განმავლობაში თამაშობდა სხვადასხვა არგენტინულ საფეხბურთო კლუბებში. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას „ინდეპენდიენტეს“ რიგებში გამოსვლისას აღწევს. ამ კლუბთან ერთად 1983 წელს — არგენტინის პრიმერის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის, ხოლო 1984 წელს — ლიბერტადორესის თასის გათამაშების გამარჯვებული ხდება.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1975–1979 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა,[3][4][5] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 20 ივნისს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კორნელიო საავედრას თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კიროგა, პავონი, ოკანიო, კარდენასი, ასტესიანო, არდილესი, ალდერეტე, ლუის გალვანი, ვილა, ვალენსია და მიგელ ოვიედო. მატჩი კოჩაბამბაში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1979 წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, მიგელ ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[6][7]
სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 20.06.1975 | ბოლივია ![]() |
1–2 | ![]() |
![]() |
[8] | ||
2 | 19.03.1978 | არგენტინა ![]() |
2–1 | ![]() |
![]() |
[9] | ||
3 | 25.04.1978 | ურუგვაი ![]() |
2–0 | ![]() |
![]() |
[10] | ||
4 | 21.06.1978 | როსარიო | არგენტინა ![]() |
6–0 | ![]() |
არგენტინა 78 | ![]() |
[11] |
5 | 26.05.1979 | იტალია ![]() |
2–2 | ![]() |
![]() |
[12] | ||
6 | 29.05.1979 | ირლანდია ![]() |
0–0 | ![]() |
[13] |
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | ინსტიტუტო (ესპ. Instituto Atlético Central Córdoba) | ![]() |
||
2 | ტალერესი (ესპ. Club Atlético Talleres de Córdoba) | ![]() |
1974–1982 | |
3 | ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente) | ![]() |
1983–1986 | |
4 | ტალერესი (ესპ. Club Atlético Talleres de Córdoba) | ![]() |
1986–1987 | |
5 | დეპორტივო არმენიო (ესპ. Club Deportivo Armenio) | ![]() |
1987–1992 | |
6 | ლოს-ანდესი (ესპ. Club Atlético Los Andes) | ![]() |
1992–1993 |
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | საავედრას თასი | კასტილიას თასი | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა![]() |
1975 | 0 | 0 | - | - | 1 | 0 | - | - | 1 | 0 |
1978 | 1 | 0 | 1 | 0 | - | - | 1 | 0 | 3 | 0 | |
1979 | 2 | 0 | - | - | - | - | - | - | 2 | 0 | |
სულ ჯამში | 3 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 6 | 0 |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეტროპოლიტანო: 1983
- ლიბერტადორესის თასი: 1984
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Tournaments · Players & Coaches · Miguel Oviedo
- YouTube · Entrevista a Miguel "Cata" Oviedo · La Voz del Hincha Albirrojo
- Association of Football Statisticians (AFS) · Base de Datos del Futbol Argentino (BDFA) · Scribd
- Planet World Cup · FIFA World Cup 1978 · Argentina's World Cup squad 1978 · RSSSF · FIFA World Cup 1978
- FIFA.com · FIFA World Cup 1978 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. · National Football Teams · Argentina national football team · 1975 · 1978 · 1979
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
- ↑ Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
- ↑ Vandenberghe, Luc. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Players 1964-1998: Ortiz Oscar Alberto. RSSSF. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Miguel Angel Oviedo International matches (1975–1979). AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Miguel Angel Oviedo. Futbolistas. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Byrne, Damian; Nygård, Jostein. (26 ნოემბერი, 2020) Ireland - International Results · 29.05.1979. Dublin. Ireland 0–0 Argentina. Not considered a full international. RSSSF. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Republic of Ireland vs Argentina. 29-May-79. yourfootballprogramme.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-11. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Bolivia 1–2 Argentina, 20 June 1975. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 2–1 Peru, 19 March 1978. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Uruguay 2–0 Argentina, 25 April 1978. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 6–0 Peru, 21 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Italy 2–2 Argentina, 26 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Republic of Ireland 0–0 Argentina, 29 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ Pierrend, José Luis. (30 სექტემბერი, 1998) Copa Cornelio Saavedra (Jun 27. Cochabamba. Bolivia 1-2 Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Pierrend, José Luis. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar. Buenos Aires. Argentina 2-1 Peru). RSSSF. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™ დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.
|