პაოლო როსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
პაოლო როსი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
პირადი მონაცემები
სრული სახელი პაოლო როსი
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1956
დაბ. ადგილი სანტა ლუჩია, იტალია
სიმაღლე 174 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი კარიერა დაასრულა
კარიერა
კლუბები 1975-1976 კომო 6(0)
1976-1979 ვიჩენცა 94(60)
1979-1981 პერუჯა (განათხ.) 28(13)
1982-1985 იუვენტუსი 83(24)
1985-1986 მილანი 20(2)
1986-1987 ვერონა 20(4)
ეროვ. ნაკრები 1977-1986 იტალია 48(20)

პაოლო როსი (დ. 23 სექტემბერი, 1956) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც დიდ წარმატებას ტურინის „იუვენტუსში“ თამაშისას მიაღწია.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

იტალიურ ფეხბურთში პაოლო როსის სახელი პირველად 1974 წელს გაისმა - 18 წლის ბიჭი იტალიის უძლიერეს კლუბ ტურინის იუვენტუსის სელექციონერებს მოეწონათ და კლუბში აიყვანეს. იმ დროს გუნდში არაერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, რომელთანაც კონკურენციის გაწევას ახალგაზრდა პაოლო ვერ ახერხებდა. ამიტომაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა.

1975-1976 წლების სეზონში იუვენტუსმა პაოლო როსი კომოში გაანათხოვრა. სერია ა-ში დებიუტი სწორედ კომოს შემადგენლობაში ჰქონდა, მაშინ პერუჯასთან კომო 0:2 დამარცხდა.

იმავე წლის ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სერია ბ-ს კლუბმა ვიჩენცამ მილიონნახევარი გირვანქა გადაუხადა იუვენტუსს პაოლო როსის სანაცვლოდ. ტურინელებისგან განსხვავებით, მათ ეს თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდებოდათ. პაბლიტომაც გაამართლა მასში გადახდილი თანხა და გულშემატკივრების იმედებიც გაამართლა. ვიჩენცა სერია ბ-ს პირველ ადგილს იკავებს. პაოლო როსის კი 36 მატჩში 21 გოლი გააქვს.

მომდევნო 1977-1978 წლების სეზონი ტრამპლინად იქცა ამ თავდამსხმელის კარიერაში. უმაღლეს ლიგაში აღზევებული ვიჩენცა საწყის ტურებზე არადამაჯერებლად ასპარეზიბს, სამაგიეროდ შემდეგ იწყება წაუგებელი სერია და დებიუტანტი გუნდი მეორე ადგილზე გადის, პაოლო როსი კი ჩემპიონატის საუკეთსო ბომბარდირი ხდება.

იმ სეზონში როსიმ პირველი გოლი სერია ა-ში მილანის წინააღმდეგ გაიტანა. მაშინ ვიჩენცა 1:3 დამარცხდა, პაოლომ კი ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი გოლები ატალანტას, რომას, ფიორენტინას კარში. თუმცა პირველი ჰეთთრიკი 1978 წლის 12 მარტს შეასრულა, როდესაც ლაციოს კარში სამი გოლი გაიტანა და ვიჩენცამ 3:1 მოიგო. საერთო ჯამში 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახადა.

როსი მომდევნო სეზონსაც საუკეთესო ფორმაში შეხვდა, თუმცა, კლუბის დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა , რაც შედეგებზეც აისახა. იმ წელს პაოლომ რამდენიმე დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად მე-9 ტურში ვიჩენცამ რომას სწორედ როსის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, გადამწყვეტი გოლი გააქვს აველიანიოს კარში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონ იუვენტუსის წინააღმდეგ. ჯერ საგოლე გადაცემაა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც მითვალა და ვიჩენცამ 2:1 მოიგო ტურინში. წინა სეზონის ბომბარდირი ამჯერად მეორეა სერია ა-ს საეკეთესო მეგოლეების რიგებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ წელს ვიჩენცამ მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან როსის ანგარიშზე ნახევარი, 15 გოლია. ვიჩენცა სერია ბ-ში გავარდა, პაბლიტო კი ტრანსფერზე დააყენეს. მისი შეძენბის სურვილი ნაპოლიმ გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლა. სამაგიეროდ პერუჯას წინადადებას დათანხმდა.

დისკვალიფიკაცია[რედაქტირება]

1979 წელს პაოლო როსიმ პერუჯას რიგებში ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ერთნაირი წარმატებით გააქვს გოლები მილანის, ლაციოს, ინტერისა თუ იუვენტუსის კარში. ამ უკანასკნელის სელექციონერები უკვე თვალს ადევენებდნენ მის ასპარეზობას.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ როსი სწორედ ტურინულ კლუბში აღმოჩნდებოდა. მაგრამ იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა. პაბლიტოს, ოცამდე სხვა ფეხბურთელს და რამდენიმე კლუბს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი.

1980 წლის 23 მარტს საერია ა-ს მორიგი ტურის შემდეგ რომში, მილანში, აველინოში, პალერმოსა და გენუაში ფეხბურთელებს აპატიმრებენ, რომელთა შორისაა ალბერტოზი, უილსონი, კაჩიატორი, მანფრედონი და როსი.

რამდენიმე კვირაში თითეული მათგანისთვის სასამართლომ განსხვავებული სასჯელი დაადგინა. პაოლო როსი კი, რომელიც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ფირმის ”ტონი როსი ლანსერ სპორტის”, მეპატრონე იყო, სამი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.

რომ არა ეს სკანდალი, სპეციალისტები ვარაუდბენ რომ პაოლო როსი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდებოდა. 1982 წელს პაბლიტოს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და მალე სერია ა-შიც ითამაშა. მაშინ უკვე იუვენტუსის საკუთრება იყო. ტურინელთა ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებული როსი ერთი წლით ადრე ნახევარ გირვანქად შეიძინეს.

1982 წლის 2 მაისს იუვენტუსმა სტუმრად უდინეზეს 5:1 სძლია. პაოლო როსი შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. სეზონის დამთავრებამდე თავდამსხმელმა კიდევ ორ მატჩში მოირგო ტურინელთა შავ-თეთრი მაისური.

სამაგიეროდ მომდევნო სეზონი პაბლიტომ ნამდვილი ვარსკვალავის რანგში დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან უადვილებდა თამაშს იუვენტუსის ორ ვარსკვლავს პოლონელ ზბიგნევ ბონეკს და ფრანგ მიშელ პლატინის. ამ უკანასკნელთან ერთად უკვე მომდენო სეზონში პაოლომ 33 გოლი შეაგდო სერია ა-ში. საბოლოოდ ტურინელებმა სკუდეტო და თასსების მფლობელთა თასი არავის დაუთმეს. ეს ტიტული პირველი ევროპული ჯილდო იყო როსის კარიერაში. არანაკლებ წარმატებული იყო მომდევნო სეზონი. 1984-1985 წლებში პაოლო როსიმ ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში ევროპის სუპერ თასი და ჩემპიონთა თასი მოიგო.

ტურინის იუვენტუსი როსიმ სწორედ ამ ფინალის შემდეგ დატოვა და მილანში გადაბარგდა. როსონერის შემადგენლობაში პაბლიტოს დიდი არაფერი გაუკეთებია, კლუბი მალევე დატოვა და ვერონას მიაშურა. 1986-1987 წლების სეზონში ვერონას შემადგენლობაში სერია ა-ში ოცჯერ ითამაშა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 12 აპრილს ნაპოლისთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

პაოლო როსიმ იტალიის ნაკრების მწვრთნელის ენცო ბეარზოტის ყურადღება 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიპყრო. იმ სეზონში პაბლიტო სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მწვრთნელსაც ბევრი არ უფიქრია და არგენტინაში ეს ფორვარდი თან იახლა. იმ მუნდიალზე პირველი გოლი პაოლო როსიმ ჯერ კიდევ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე საფრანგეთის კარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მან კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ამჯერად უნგრელები დაამწუხრა.

იმ ჩემპიონატზე სკუადრა აძურა მეოთხე ადგილას გავიდა. რაც შეეხება პაოლოს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ არგენტინელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს პაბლიტო. ეს მეტსახელი მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა. სამწლიანმა დისკვალიფიკაციამ ეჭვქვეშ დააყენა მისი კარიერა და მითუმეტეს მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიო ჩმეპიონატზე ასპარეზობა. თუმცა მწვრთნელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. როსის გამოძახების გამო მაშინ ბევრი აკრიტიკებდა ენცო ბეარზოტის.

”როსი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ნაკრებს ძალიან სჭირდება. პაოლო სხარტი ფეხბურთელია შეტევაში სწრაფი და ამასთანავე შესანიშნავი საგოლე ალღოთი გამოირჩევა,”- ამბობდა მაშინ ბეარზოტი.

მწვრთნელის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერავიან წავიდა და პაოლო როსიც პირენეის ნახევარკუნძულზე გუნდთან ერთად გაემგზავრა. მისთვის მწვრთნელის ნდობა დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. თუმცა, ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ჩემპიონატი როსის ბენეფისად იქცეოდა.

იტალიამ პირველი მატჩი იმ მუნდიალზე 14 ივნისს გამართა. მაშინ პოლონელებისთვის გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 1:1 დაასრულეს უფრო სუსტ პერუსთან. ვერ მოუგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოასპარეზე კამერუნის ნაკრებს. შეიძლება ითქვას, რომ სკუადრა აძურას ძალიან გაუმართლა და ჯგუფური ეტაპი მეტი გატანილი გოლების წყალობით გადალახა. ამიტომაც იტალია ფავორიტად არ ითვლებოდა. იმ დროს პლატინის საფრანგეთი, მარადონას არგენტინა და ტელე სანტანას გაწვრთნილი ბრაზილია ბრწყინავდნენ. კენჭის ყრის შედეგად მეორე ეტაპზე აპენინელები ჯგუფში სწორედ ბრაზილიასთან და არგენტინასთან ერთად მოხვდნენ.

მაგრამ იტალიას ჰყავდა პაოლო როსი, ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წინასწარი პროგნოზები არ გამართლებულიყო. აძურამ ჯერ არგენტინას მოუგო, შემდეგ კი გადამწყვეტი მატჩში ბრაზილიას დაუპირისპირდნენ. სწორედ აქ უნდა გადაწყვეტილიყო ვინ გავიდოდა ნახევარფინალში.

1982 წლის 5 ივლისს ბარსელონას ”ესტადიო ესპანიოლზე” გაიმართა შეხვდრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო კლასიკური მატჩი.

თამაშის დაწყებიდან მეხუთე წუთზე პაოლო როსიმ ვალდირ პერესის კარი დალაშქრა. ანგარიში ბრაზილიელმა სოკრატესმა გაათანაბრა. 25-ე წუთზე პაბლიტომ კვლავ წინ გაიყვანა იტალია. შესვენების შემდეგ სამხრეთ ამერიკელემა მეორე გოლის გატანა შეძლეს - რობერტო ფალკაომ ერთი მოძროაბით ერთბაშად ოთხი იტალიელი ჩამოიშორა და დინო ძოფს მეორედ გამოატანინა ბურთი საკუთარი კარიდან. პაოლო როსიმ კი მესამე გოლი გაუტანა ბრაზილიელებს. მისმა ჰეთთრკმა იტალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. პაბლიტო კი ლამის ეროვნულ გმირად იქცა.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტელე სანტანამ განაცხადა, იტალია არაფერ შუაშია, ჩვენ პაოლო როსიმ მოგვიგოო. ”ის ძალიან ცბიერი ფეხბურთელია და ეს მისი დღე იყო. ძნელია შეაჩერო ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელსაც ფორტუნაც სწყალობს”, - ამბობდა სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი. ფინალამდე მისასვლელად იტალიელებს პოლონეთის დამარცხებაც მოოუწიათ. გადამწყვეტ მატჩში კი გერმანიას დაუპირისპირდნენ. როსისა და მის თანაგუნდელებს მათი ძლევა არ გასჭირვებიათ. იტალია კი ბრაზილიელების მსგავსად მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

26 წლის პაოლო როსიმ კი ფეხბურთელისთვის საოცნებო ყველა ტიტული მოიგო - მსოფლიო ჩემპიონი, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

იტალიის ჩემპიონი: 1982

იტალიის თასი: 1983

ჩემპიონთა თასი: 1985

თასების მფლობელთა თასი: 1984

ევროპის სუპერთასი: 1984

სანაკრებო[რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონი: 1982

ინდივიდუალური[რედაქტირება]

იტალიის საუკეთსო ფეხბურთელი: 1978

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი: 1978

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 1982

მსოფლიო ჩმპიონატის ბომბარდირი: 1982

ევროპის საუკეთსო ფეხბურთლი: 1982 ”ფრანს ფუტბოლი”

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1982 ”უორლდ სოკერი”