ამხანაგური მატჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამხანაგური მატჩი

ამხანაგური მატჩისპორტული შეჯიბრი, რომელიც არ ატარებს რაიმე სატურნირო დატვირთვას. ამხანაგური მატჩის მონაწილეთათვის ანგარიში ნაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხთან შედარებით. ძირითადად ასეთი შეხვედრები იმართება სეზონებს შორის ან რეგულარული ჩემპიონატის დაწყების წინ. შესაძლებელია წესების მცირე ცვლილებებიც კი, როგორიცაა გაფრთხილების გაუქმება, მოთამაშეთა შეუზღუდავი შეცვლა და ა.შ.

ამხანაგური მატჩის მიზანია: ტაქტიკის, შეთამაშების, კომბინაციების დახვეწის ვარჯიშები, კანდიდატთა გამოცდა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის გარკვევა გუნდურ სახეობებში.

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები ეროვნული ნაკრებებისთვის გამოირჩევა იმით, რომ მიმდინარეობს სრული სტატისტიკა და სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ აკრძალოს წესების ცვლილებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]