შინაარსზე გადასვლა

ფრანკო ბარეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანკო ბარეზი
ბარეზი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1960 (1960-05-08) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
ტრავალიატო, ბრეშა,
იტალია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1977 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1977–1997 მილანი 531 (16)
ეროვნული ნაკრები
1982–1994 იტალია 81 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრანკო ბარეზი (იტალ. Franco Baresi; დ. 8 მაისი, 1960, ტრავალიატო, ბრეშა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ მცველი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1994 წლის ვიცე-ჩემპიონი და 1990 წლის ბრინჯაოს პრიზიორი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მცველად. კლუბისადმი ერთგულების, სანიმუშო სპორტული თავდადებისა და თვალსაჩინო მიღწევების გამო მას „მილანის“ საუკუნის ფეხბურთელის ტიტული მიენიჭა. 2013 წელს, იტალიური ფეხბურთის წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად იგი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს.[1][2][3][4][5][6]

ბარეზის საკლუბო კარიერა მთლიანად „მილანთანაა“ დაკავშირებული. თუმცა მისი ძმა, ჯუზეპე „ინტერის“ ფეხბურთელი იყო და პატარა ფრანკოსაც დიდი სურვილი ჰქონდა ძმის გვერდით ეთამაშა, მაგრამ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობამ მის მიღებაზე უარი განაცხადა. უმცროსი ბარეზიც მეორე მილანურ კლუბში მივიდა და მთელი კარიერა სწორედ შავ-წითელი მაისური ატარა.[7][8]

მილანის ბავშვთა გუნდიდან ფრანკო ბარეზი ძირითად გუნდში 1977 წელს მოხვდა. 2 წლის შემდეგ კი პირველი ტიტული მოიგო — სკუდეტოს მფლობელი გახდა. კარიერა ასე მარტივად არ გაგრძელებულა, მალე კლუბი დიდ სკანდალში გაეხვია — გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად „მილანის“ ფეხბურთელებიც დააკავეს, „როსონერი“ კი სერია B-ში დააქვეითეს. კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და უარი თქვეს ქვედა ლიგაში ასპარეზობაზე. ამიტომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ფრანკო ბარეზისა და მაურო ტასოტიზე გაკეთდა. იმ სეზონში მილანელებმა იტალიის სერია B მოიგეს და „ელიტაში“ დაბრუნდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი წლით, რადგან იტალიის ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდნენ და კვლავ დაქვეითდნენ. თუმცა კიდევ ერთხელ მოიგეს სერია B და კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ.

1985 წელს კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. მაშინ ბარეზი უკვე გუნდის კაპიტანი იყო. „მილანის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე ფარინამ დიდი თანხა მიითვისა და სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. „როსონერი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და ფეხბურთელების, მათ შორის ბარეზის ბედი გაურკვეველი დარჩა.

მალე კლუბის აქციები იტალიელმა ტელემაგნატმა სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა და „მილანშიც“ ახალი ერა დაიწყო. ყველაფერს პომპეზური დასაწყისი ჰქონდა — ბერლუსკონი ვერტმფრენით დაჯდა „სან-სიროზე“, მენეჯერებთან და ფრანკო ბარეზისთან ოფიციალური შეხვედრა გამართა და საკუთარი მიზნები გააცნო. მაშინ ახალმა მფლობელმა ფეხბურთელების შესაძენად 21 მილიონი დოლარი დახარჯა და მთელი მსოფლიო გააოცა. კლუბში მოვიდნენ რუუდ გულიტი, ფრანკ რეიკარდი, ვან ბასტენი, კარლო ანჩელოტი, ბარეზისა და ტასოტის ახალგაზრდა მალდინიკოსტაკურტას დუეტი დაემატა. ეს ოთხეული დღემდე ყველა დროის საუკეთესო დაცვადაა მიჩნეული.

ბოლოს, მთავრ მწვრთნელად არიგო საკი დაინიშნა და შეიქმნა გუნდი, რომელიც ზედეზედ რამდენიმე სეზონი ბატონობდა ევროპულ ფეხბურთში. საკის „მილანი“ მწყობრ ტაქტიკაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობდა, ყველა რგოლი ბოლომდე გამართული იყო. მაშინ „როსონერის“ ფრანკო ბარეზი კაპიტნობდა.

წარმატებული სეზონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს სკუდეტოს და იტალიის თასს იგებენ, 1989-ში — ევროპის სუპერთასს, საერთოდ, 1989 წლიდან 1994 წლამდე ყველაფერი მოიგეს, რაც კი შეიძლება ევროპულმა კლუბმა მოიგოს. მხოლოდ ჩემპიონთა თასი ფრანკო ბარეზიმ 3-ჯერ აღმართა. ლიგის ფინალებს შორის გამრჩეული მატჩი 1994 წელს კრუიფის „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარეს. მაშინ „მილანმა“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა ევროპული ფეხბურთის გრანდს. იმ დროს კატალონიურ კლუბს „ოცნების გუნდსაც“ ეძახდნენ.

1996 წელს „მილანი“ კიდევ ერთხელ ხდება იტალიის ჩემპიონი, რასაც რამდენიმეწლიანი ჩავარდნა მოსდევს. ფრანკო ბარეზი სკუდეტოს მოგების შემდეგ კიდევ ერთ სეზონს რჩება კლუბში, შემდეგ კი კარიერას ასრულებს. კაპიტანი „როსონერიდან“ მაშინ წავიდა, როდესაც გუნდში კრიზისი დაიწყო. კაპიტნის სამკლაური კი მალდინის გადაულოცა.

რამდენიმე წლის შემდეგ „მილანის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 6 ნომრიანი მაისური ბარეზის სამუდამოდ მიეკუთვნა. მას შემდეგ „როსონერის“ შემადგენლობაში ამ ნომრით აღარავინ თამაშობს.

ბარეზიმ საერთო ჯამში 20 სეზონი გაატარა კლუბში, რომლის ღირსებაც 719 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა და „მილანის“ ყველა დროის საუკეთესო მცველად დასახელდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ფრანკო ბარეზიმ დაცვაში თამაში ხელოვნებად აქცია.

1982–1994 წლებში იყო იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 81 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარეზიმ მსოფლიო ჩემპიონატების 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[9][10]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა 2 მცველი 0 0 0 0 0
ჩემპიონი
1990 იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა 2 მცველი 7 0 6 1 0
მესამე ადგილი
1994 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ იტალიის დროშა 6 მცველი 3 0 1 1 1
ვიცე-ჩემპიონი

ფრანკო ბარეზიმ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიგო. 1982 წელს ესპანეთში გუნდთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია, მაშინ გაეტანო შირეას შემცვლელი იყო. იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი ბარეზიმაც მიიღო.

მალე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და მომდევნო მუნდიალზე უკვე აძურას კაპიტნობდა კიდეც, მაშინ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო ფრაკნო ბარეზისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში იტალია შესანიშნავად ასპარეზობდა, იმდროინდელ ნაკრებში რობერტო ბაჯო ბრწყინავდა და სკუადრა აძურამაც ფინალში გააღწია, სადაც ბრაზილიას დაუპირისპირდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტის შესრულება ფრანკო ბარეზისაც დაეკისრა, თუმცა კაპიტანმა ვერ გაიტანა. გადამწყვეტი დარტყმა ბაჯომ შესარულა, მანაც ააცილა და იტალიის ნაკრებიც ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ფრანკო ბარეზისთვის ეს მატჩი უკანასკნელი იყო, ამერიკაში გამგზავრებამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წავიდოდა.

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფრანკო ბარეზი ცოტა ხანს მუშაობდა ინგლისური ფულემის დირექტორად. მალევე დაბრუნდა მილანში და მილანის ახალგაზრდული გუნდს ჩაუდგა სათავეში, 20 წლამდე ახალგაზრდებს წვრთნიდა. 2006 წელს გადაიყვანეს 19 წლამდელებში, მაგრამ ამ თანამდებობაზე დიდხანს არ უმუშავია და საკუთარი ნებით გადაგა.

მსოფლიო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1982
  • III ადგილი: 1990
  • ვიცე-ჩემპიონი: 1994
  • წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ვერცხლის ბურთის მფლობელი 1989 (ფრანს ფუტბოლი)
  • იტალიის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1990 (4 გოლი 15 მატჩში)
  • იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი: 1990
  • მილანის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი: 1999
  • ფიფა-ს ასეულის წევრი: 2004 [11]
  • XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999 [12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ACMilan.com. Franco Baresi (Statistics and matches). Raised in the parish youth club of Travagliato, in the Brescia plains, Franco Baresi joined AC Milan’s first team as a very young boy during the 1977/78 season. A year later, at the age of eighteen, he won his first league title, putting the star on the jersey for 10 league wins. Loyal to the jersey in the difficult years, he was captain of the team that under the guidance of both Sacchi and Capello conquered the world from the late 80’s on. He finished his football career counting 719 official matches, 6 league titles, 3 European Champion Clubs’ Cups, 2 Intercontinental Cups and 3 European Cup Winners’ Cups. AC Milan retired the number 6 jersey in his honour. ACMilan.com. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  2. England Football Online. World Soccer Players of the Century. World Soccer 100 Players of the Century — englandfootballonline.com. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  3. Storie di Calcio. Baresi Franco: calcio, tackle e fantasia. Franco Baresi è stato il calcio allo stato puro, illustrato nel gesto tecnico, nella carica agonistica, nella classe e nella corsa, nel lancio e nel tackle. Una sorta di manuale che si apriva invariabilmente a ogni fischio dell’arbitro, il cuore sempre pronto a lanciarsi oltre l’ostacolo, il pallone accarezzato ma anche l’avversario spazzato via, secondo quell’armonia di arte e cattiveria che rappresenta il cuore autentico del football. Storie di Calcio. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  4. Magliarossonera. Franchino (detto Franco) Baresi (II) დაარქივებული 2019-05-12 საიტზე Wayback Machine. . Palmares rossonero: 6 Scudetti (1978–79, 1987–88, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1995–96), 3 Coppe dei Campioni (1989, 1990, 1994), 2 Coppe Intercontinentali (1989, 1990), 3 Supercoppe Europee (1989, 1990, 1995), 4 Supercoppe di Lega (1989, 1992, 1993, 1994), 1 Mundialito per Clubs (1987), 1 Mitropa Cup (1982), 2 Promozioni in Serie A (1980–81, 1982–83), 2 finali di Coppa dei Campioni contro l’Olympique Marseille (1993) e contro l’Ajax (1995), 2 finali di Coppa Intercontinentale contro il San Paolo (1993) e contro il Velez (1994), 1 finale di Supercoppa Europea contro il Parma (1994), 1 finale di Supercoppa di Lega contro la Fiorentina (1996), 1 finale del Torneo Giovanile di Viareggio contro la Sampdoria (1977), 1 Premio „Gaetano Scirea“ (1994). Nel 2000 è stato eletto „Calciatore del Secolo“ dall’Associazione Italiana Calciatori. Magliarossonera AcMilan Unofficial Website. magliarossonera.it. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  5. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Italy: Alessandro Del Piero, Alessandro Nesta, Christian Vieri, Dino Zoff, Francesco Totti, Franco Baresi, Giampiero Boniperti, Giacinto Fachetti, Gianluca Buffon, Gianni Rivera, Giuseppe Bergomi, Paolo Rossi, Paolo Maldini, Roberto Baggio. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  6. Italy's greatest defenders — Franco Baresi. Terrific sweeper Baresi played at two World Cup finals, with his appearances on the world stage somewhat restricted by the fierce competition for places. Nonetheless, he helped his nation claim third in 1990 before the Azzurri finished as runners-up four years later when a superb defensive display from Baresi forced the match to penalties, only for his team to lose to Brazil. 31/05/2010. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2019.
  7. Giorgio Dell'Arti (2 ოქტომბერი, 2013). Biografia di Franco Baresi. Travagliato (Brescia) 8 maggio 1960. Ex calciatore. Iniziato a giocare nella squadra del paese, nel 1974 il fisico troppo gracile non convinse i tecnici dell’Inter (che arruolarono invece il fratello maggiore Giuseppe). Andato al Milan, esordì in serie A non ancora diciottenne 23 aprile 1978 contro il Verona) e nel 1979 conquistò il primo scudetto. Impiegato come libero, ruolo che interpretò ad altissimi livelli per tutta la carriera, il 4 dicembre 1982 esordì in Nazionale in un match contro la Romania valido per le qualificazioni agli europei. Rimasto al Milan nonostante due retrocessioni in B (1980, causa calcioscommesse, e 1982), ne diventò capitano ad appena 22 anni. Iniziata nell’86 l’era di Silvio Berlusconi, vinse altri cinque scudetti (1988, 1992, 1993, 1994, 1996), tre coppe dei Campioni (1989, 1990, 1994), 2 coppe Intercontinentali (1989, 1990). Cinquantamila.it. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  8. Corriere della Sera. Franco Baresi (Archivio Corriere della Sera). კორიერე დელა სერაCorriere della Sera. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  9. Player Profile for Franco Baresi in the Soccer World Cups. Franco Baresi in the World Cups. Information about Franco Baresi and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  10. Italia 1982// იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019. წყარო: Solofutbol.cl. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019.
  11. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  12. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.