გარი ლინეკერი
![]() გარი ლინეკერი 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გარი უინსტონ ლინეკერი | ||
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1960 | ||
დაბადების ადგილი |
ლესტერი ინგლისი | ||
სიმაღლე | 177 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1976–1978 | ლესტერ სიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1985 | ლესტერ სიტი | 194 | (95) |
1985–1986 | ევერტონი | 41 | (30) |
1986–1989 | ბარსელონა | 103 | (42) |
1989–1992 | ტოტენჰემი | 105 | (67) |
1992–1994 | ნაგოია გრამპუსი | 18 | (4) |
სულ | 461 | (238) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1984–1992 | ინგლისი | 80 | (48) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გარი უინსტონ ლინეკერი (ინგლ. Gary Winston Lineker; დ. 30 ნოემბერი, 1960, ლესტერი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „ლესტერ სიტის“, „ევერტონის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ნაგოია გრამპუსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა კლუბის — „ლესტერ სიტის“ (1985), „ევერტონისა“ (1986) და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ (1990) რიგებში მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.
1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე, 1988 წლის გერმანიისა და 1992 წლის შვედეთის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უეინ რუნისა და ბობი ჩარლტონის შემდეგ.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას აგრძელებს სპორტულ ჟურნალისტიკაში, როგორც სატელევიზიო სპორტული პროგრამების წამყვანი და საფეხბურთო მიმომხილველი. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის სპორტული განყოფილების (ინგლ. BBC Sport) რედაქციის მიერ მომზადებული მთავარი საფეხბურთო გადაცემის, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და რეიტინგული — „დღის მატჩის“ (ინგლ. Match of the Day) წამყვანი 1999 წლიდან.[1]
2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში ლინეკერი მე-14 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსისა და გრემ სუნესის შემდეგ.[2]
მთელი თავისი თექვსმეტწლიანი (1978–1994) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არასოდეს მიუღია ყვითელი ბარათი.[3]
ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2003 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).[4][5]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1960 წელს ლესტერში. მან კარიერა „ლესტერ სიტიში“ დაიწყო და 1985 წლამდე სწორედ ამ კლუბში თამაშობდა. შემდეგ 1985–86 წლების სეზონი „ევერტონში“ გაატარა, ხოლო 1986–89 წლებში „ბარსელონას“ რიგებში გამოდიოდა. 1989 წლიდან იგი ისევ ინგლისში დაბრუნდა და „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ განაგრძო თამაში და პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1984–1992 წლებში იყო ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 80 მატჩი ითამაშა და 48 ბურთი გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლინეკერმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.[6][7][8]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1986 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 5 | 6 | 2 | 1 | 2 | მეოთხედფინალი |
1990 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 7 | 4 | 3 | 3 | 1 | მეოთხე ადგილი |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ინგლისის ვიცე-ჩემპიონი: 1986
- ესპანეთის თასის მფლობელი: 1988
- უეფა-ს თასის მფლობელი: 1989
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1985, 1986, 1990
- მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1986
- ფიფა-ს ასეულის წევრი: 2004 [9]
- ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი: 2003
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფანჯიკიძე, გურამ (1987). მარადონა რეი : მსოფლიოს XIII ჩემპიონატის შთაბეჭდილებები. თბილისი: ნაკადული.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ციტირების თარიღი: 2018-08-04. დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- გარი ლინეკერი დაარქივებული 2018-06-16 საიტზე Wayback Machine. — ფიფა-ს ჩანაწერი
- მოკლე ბიოგრაფია — IMDb-ს ჩანაწერი
- Planet World Cup
- National Football Teams
- Soccerbase
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ FIFA (31 იანვარი, 2009). Lineker, still at the top დაარქივებული 2018-06-25 საიტზე Wayback Machine. . With 48 goals in 80 international matches, including 10 in 12 at the FIFA World Cup finals of 1986 and 1990, Gary Lineker is considered by many as England fans as the country's greatest-ever goalscorer. A winner of the adidas Golden Shoe at Mexico 1986 and a FIFA Fair Play Award four years later for his exemplary disciplinary record, which saw him go through his entire 568-game career without receiving a booking, Lineker is now the anchorman for BBC Sport's coverage of football and golf. In a revealing interview, he reflects on his FIFA World Cup memories to FIFA.com, the official website of football's showpiece event. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ Jason Burt (7 ნოემბერი, 2016). The United Kingdom's top 20 greatest ever footballers. 14. Gary Lineker — A goal machine for Leicester, Everton, Barcelona, Tottenham and England whose reflexes, courage, calmness and positioning made him the closest thing English football has had to its own Gerd Muller since Jimmy Greaves. Jason Burt, Chief Football Correspondent. telegraph.co.uk დაარქივებული 2018-01-25 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ BBC News (14 დეკემბერი, 2003). Gary Lineker's Factfile. During his 16 year football career Gary was never booked…. not even a yellow card. „I never got booked because I never made a single tackle in my career!“ he jokes. Nor did he argue with the referees because he knew „there was no chance they’d turn round and say, 'OK yes, you’ve convinced me, I’ve made a mistake'. Referees are a very irritating lot by and large...“ web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ National Football Museum Hall Of Fame (9 ოქტომბერი, 2014). The National Football Museum Hall Of Fame დაარქივებული 2020-08-18 საიტზე Wayback Machine. . The National Football Museum Hall Of Fame aims to celebrate and highlight the achievements of the all-time top English footballing talents, as well as non-English players and managers who have become significant figures in the history of the English game. nationalfootballmuseum.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ BBC News (14 დეკემბერი, 2003). Gary Lineker's Factfile. Gary Winston Lineker was born in Leicester on 30th November 1960. 30th Nov is also Winston Churchill’s birthday, hence the middle name. Gary netted a total of 322 goals before calling it quits at the relatively young age of 33. He scored 48 goals for England. Only one less than Bobby Charlton who holds the record. He received 80 caps for England. He won the Golden Boot Award for being top scorer at the 1986 World Cup in Mexico – he is the only English player ever to have received this award. web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 (სტატისტიკა) დაარქივებული 2018-06-04 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1990 (სტატისტიკა) დაარქივებული 2018-05-22 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ Player Profile for Gary Lineker in the Soccer World Cups. Gary Lineker in the World Cups. Information about Gary Lineker and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
- ↑ The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2018.
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- სტატიები BIBSYS იდენტიფიკატორით
- გვერდები წითელბმულიანი იდენტიფიკატორით
- სტატიები CINII იდენტიფიკატორით
- სტატიები GND იდენტიფიკატორით
- სტატიები ISNI იდენტიფიკატორით
- სტატიები LCCN იდენტიფიკატორით
- სტატიები LNB იდენტიფიკატორით
- სტატიები MusicBrainz იდენტიფიკატორით
- სტატიები NDL იდენტიფიკატორით
- სტატიები NKC იდენტიფიკატორით
- სტატიები NTA იდენტიფიკატორით
- სტატიები VIAF იდენტიფიკატორით
- ვიკიპედიის სტატიები WorldCat-VIAF იდენტიფიკატორით
- დაბადებული 1960
- დაბადებული 30 ნოემბერი
- ინგლისელი ფეხბურთელები
- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ევერტონის ფეხბურთელები
- ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები
- ლესტერ სიტის ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1988 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები